მიხაკის გამოყენების ალტერნატიული გზები

873

თითქმის ყველა დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება ქილა, რომელიც მიხაკის ხის ყვავილების კვირტებითაა სავსე. დღეს paparazzi-ის რედაქცია ამ სანელებელს სრულიად სხვა კუთხით დაგანახებთ. სინამდვილეში, ამ პროდუქტისთვის დამახასიათებელია არა მხოლოდ გასაოცარი არომატი, არამედ სამკურნალო თვისებებიც კი.

  • ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ ამ სანელებლისთვის ბაქტერიციდული თვისებებია დამახასიათებელი. მიხაკი ხელს უშლის მიკრობების, სოკოებისა და სხვა მავნე მიკროორგანიზმების ზრდა-გამრავლებას ჩვენს ორგანიზმში.
  • მიხაკისთვის დამახასიათებელია ანტივირუსული ეფექტი. ვიტამინები, რომლებიც ჭარბადაა ამ სანელებელში, თავიდან გვარიდებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას და გვიძლიერებს იმუნურ სისტემას.
  • უკვე მრავალი წელია, რაც მიხაკი გამოიყენება ხალხურ მედიცინაში ჭიებისა და პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალების სახით. ევგენოლს, განსაკუთრებული ნივთიერება, რომელსაც ეს სანელებელი შეიცავს, აქვს დამღუპველი გავლენა ჩვენს ორგანიზმში ბინადარ ჭიებზე და მათ კვერცხებზე. ამ პროდუქტზე დაფუძნებული პრეპარატები არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
  • მიხაკი – არაჩვეულებრივი საშუალება ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, აუცილებელია რეგულარულად მიხაკისა და ჯანჯაფილის ჩაის მირთმევა. მთელი ორგანიზმის გასაწმენდად მოამზადეთ შემდეგი ნარევი: 0,5 ლიტრ მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული შავი ჩაი, ამავე რაოდენობით ჯანჯაფილის ფხვნილი, მიხაკის რამდენიმე ჩხირი და იგივე რაოდენობით ილის (კარდამონის) მარცვლები. მომზადებული ნარევი დააყოვნეთ 30 წუთით და მიირთვით ის მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით.
  • გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, მიხაკი ფლობს სპაზმოლიზურ ეფექტს: განსაკუთრებული ნივთიერებების, რომელთაც ეს სანელებელი შეიცავს, გვეხმარება კუნთებისა და სისხლძარღვების სპაზმების მოხსნაში. ეს ეფექტი წარმოუდგენლად სასარგებლოა ასთმური ბრონქიტისა და ჰიპერტონიის დროს.

უახლესი კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა, რომლებიც ანტიკანცეროგენულ საშუალებებს ეძებენ, განაცხადეს, რომ მიხაკის კვირტები ეფექტურად აფერხებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას. სწორედ ამიტომ, თამამად შეაზავეთ საყვარელი კერძები ამ საოცრად სასარგებლო სანელებლით, ჩაამატეთ ის ჩაიში 1 მწიკვის ოდენობით ან მიირთვით პირდაპირ და დააყოლეთ 1 ჭიქა წყალი. გისურვებთ ჯანმრთელობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს