ელემენტის პარამეტრები, რომლის დაყენების შემდეგაც სმარტფონი დიდი ხნით იმუშავებს.

135

როდესაც ყიდულობთ ახალ Android-სმარტფონს, ყველაზე ნაკლებ ყურადღებას მისი ელემენტის პარამეტრებს აქცევთ. მომხმარებლებს უფრო მეტად აინტერესებთ კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები, საჭირო პროგრამები.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით ვარიანტებს, თუ რა პარამეტრები უნდა ჩართოთ სმარტფონში, რათა მან უფრო დიდხანს იმუშავოს.

ელემენტის მართვა

ყველს არ სურს ყველგან ატაროს პოვერ ბანკი, რათა ნებისმიერ დროს შეეძლოს ტელეფონის დატენა. სამაგიეროდ, სმარტფონის სწორი გამოყენება და სწორი კონფიგურაცია საშულებას მოგცემთ ამჯუშავოთ თქვენი მობილური ბევრად უფრო დიდხანს.ელემენტის სწორად გამოყენება ასევე, ხელს შეუწყობს თქვენი სმარტფონის ექსპლოატაციის პერიოდის გახანგრძლივებას. დატენეთ ის სწორად!

შეგახსენებთ, რომ სპეციალისტები არ გვირჩევენ ელემენტის 20%-მდე და 90-95%-ზე მეტად დატენვას. ასევე, არ შეიძლება დასატენად დატოვება მთელი ღამის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ის დაიტენება 100%-მდე და ბევრჯერ დაიტვირთება. ეს ძალიან ცუდია ელემენტისთვის.როდესაც სმარტფონი გამოიყენება თამაშებისა და სხვა დატვირთული სამუშაოსთვის, ის ხურდება. თუ ამ დროს დაკავშირებული გექნებათ დამტენთან, ეს კიდევ უფრო მეტად გაახურებს, რაც ელემენტს ზიანს აყენებს. ამიტომ არ ისარგებლოთ ტელეფონით დატენვის დროს.

ენერგიის დაზოგვა – როგორ გავერკვეთ პარამეტრებში, რომელიც საშუალებას მოგვცემთ იშვიათად დავტენოთ ტელეფონი? ამისათვის შედით “პარამეტრებში”, აირჩიეთ პუნქტი “ელემენტი და წარმადობა”. აქედან შეგიძლიათ გადაიყვანოთ მოწყობილობა მაღალი მუშაობის, ან ელემენტის დაზოგვის რეჟიმში.თანამედროვე სმარტფონებს აქვთ პუნქტი “ულტრაეკონომია”. ეს ფუნქცია თიშავს დავალებებს, რომელიც ბევრ რესურსს მოიხმარს. ნარჩუნდება დარეკვის, მესიჯების ერის, ინტერნეტით სარგებლობის და შერჩეული პროგრამებით სარგებლობის ფუნქცია.და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ მნიშვნელოვანია თავად ტელეფონის ჩასადებიც. თუ ის ძალიან სქელია, გაართულებს ელემენტის გაგრილებას, ის გადახურდება და მალე გაფუჭდება.

თქვენ რა ხრიკებს იყენებთ სმარტფონის სასიცოცხლო რესურსის გასახანგრძლივებლად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს