ვიწროდ მოაზროვნე ქალბატონების ჩვევები, რომელსაც მამაკაცები წყობიდან გამოჰყავს. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ.

3807

მამაკაცებს საერთოდ არ ესმით ხოლმე ქალების მინიშნებების და არ მოსწონთ, რომ ისინი პირდაპირ არ საუბრობენ თავიანთ სურვილებზე. ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ცხოვრება, ადამიანები უფრო გულწრფელები რომ იყვნენ ერთმანეთის მიმართ. ზოგი თვლის, რომ ურთიერთობები კომპრომისებისგან შედგება, ზოგი კი ფიქრობს, რომ უნდა მიიღოთ საყვარელი ადამიანი ისეთი, როგორიც არის და შეიყვარო მისი ნაკლოვანებებიც. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში ვისაუბრებთ ქალების ჩვევებზე, რომელიც ხელს უშლის ხანგრძლივ და ბედნიერ ურთიერთობას, ჩვევებზე, რომელიც აღიზიანებს მამაკაცების უმეტესობას.

მინიშნებები ქალებისგან

როდესაც მამაკაცს არ ესმის მინიშნებები ქალისგან, ჩნდება ნამდვილი დრამა. ის ბრაზობს, რომ ქალს არ შეუძლია პირდაპირ თქვას რა აღელვებს, ის კი ადანაშაულებს მამაკაცს იმაში, რომ საერთოდ არ ესმის მისი. ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა მკაფიოდ და გულახდილად ესაუბრა თავის გრძნობებზე.ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქალი პირდაპირ არ ამბობს ხოლმე სათქმელს, არის ვიღაცის მიერ გამოგონილი წესიერების ნორმები. ქალს მთელი ცხოვრება ასწავლიან, რომ პირველი ნაბიჯი მამაკაცმა უნდა გადადგას და თუ ამას არ აკეთებს, უნდა მიანიშნო. არადა პირდაპირ თქმა ბევრ პრობლემას მაშინვე მოაგვარებდა.

რა ჩავიცვა – მამაკაცი ვერასდროს გაიგებს, რატომ აქვს ქალს მთელი კარადა სავსე ტანსაცმლით და არ იცის რა ჩაიცვას. ქალი ემოციური ქმნილებაა, რომელიც წინასწარ იშვიათად გეგმავს რამეს და გადაწყვეტილებას ხშირად განწყობის მიხედვით იღებს. მამაკაცები კი მუდამ გეგმის მიხედვით მოქმედებენ, მოსწონთ კონკრეტიკა და პუნქტუალურობა. ამიტომ მათთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება მისმა მეორე ნახევარმა წინასწარ იფიქროს გარდერობსა და მაკიაჟზე.

მუსი თეფშიდან ჭამა უფრო სასიამოვნოა – პაემანზე ქალები იპრანჭებიან და მსუბუქ სალათს მიირთმევენ ხოლმე. უკვე ერთმანეთთან მოშინაურებული წყვილის შემთხვევაში, ქალს არ ანაყრებს მსუბუქი სალათი და იწყებს პარტნიორის თეფშიდან ჭამას. ეს მამაკაცებს ძალიან აკვირვებთ და არ მოსწონთ: თუ გშიოდა, რატომ არ შეუკვეთე საჭმელი შენთვისაც?

მამაკაცის გარდერობით სარგებლობა – ფილმებში ქალები მამაკაცის პერანგს შემოიცმევენ ხოლმე სახლში. შორიდან ეს ძალიან რომანტიკულად გამოიყურება, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მამაკაცებს ეს აღიზიანებთ და არ მოსწონთ.

ერთობლივი გადაწყვეტილება – როდესაც ქალი თავად გეგმავს შვებულებას ან თავად წყვეტს რა საკვები მოიტანონ სახლში, მამაკაცი თავს ზედმეტად გრძნობს. მის ბუნებას ეწინააღმდეგება დაემორჩილოს ქალის ნებას, მაგრამ შეიძლება კომპრომისის პოვნა და სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვა. ასე ორივე პარტნიორი თავს სრულფასოვან წევრად იგრძნობს.

ურთიერთობის გარკვევა – როდესაც ქალს სურს სერიოზული საუბრის წამოწყება, მამაკაცი ყოველთვის პოულობს მიზეზს, რომ გადადოს. მან იცის, რომ ამას კარგია არფერი მოჰყვება. ერთია, ისაუბრო საკუთარ გრძნობებზე და სხვა საქმეა კონფლიქტამდე მისული დაძაბული საუბარი.

რჩევა რედაქციისგან: თანამედროვე მამაკაცებმა და ქალებმა უკეთ იციან, როგორ ააგონ თანაბარი და სწორი ურთიერთობები. ახლა ნაკლებად მოითხოვენ ქალისგან მუდამ სამზარეულოში დგომას, ქალებიც ვეღარ საყვედურობენ ქმრებს, რომ ცოტას გამოიმუშავებენ. ბედნიერი ურთიერთობის საიდუმლო არის გულწრფელობა და ურთიერთპატივისცემა. არ არის საჭირო პარტნიორის ახირებების შესრულება და მისი გულისთვის მსხვერპლზე წასვლა. ურთიერთობაში ჰარმონიის შესანარჩუნებლად, საჭიროა სწორი კომუნიკაცია. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს