ადამიანის მარტოობის პრობლემა ბოლო წლებში უფრო აქტუალური გახდა. ტექნოლოგიების განვითარებამ დააშორა ისინი ერთმანეთს, მიწერ-მოწერა, ვიდეოზარები უფრო და უფრო ანაცვლებს პირად შეხვედრებს.covid-19-მა კიდევ უფრო გააღრმავა ეს პრობლემა. გააქტიურდა მიტანის სერვისი და ადამიანს მაღაზიაში მისვლაც აღარ სჭირდება. ასევე, დიდი ნაწილი მუშაობს დისტანციურად და ამასობაში რჩება მარტო, სოციალური გარემოს გარეშე.მარტოობას ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს და ყოველთვის არ ნიშნავს მოწყენილობასა და ცუდ გარემოს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ ქალის აზრებს, რომელიც მარტოა და თავს კომფორტულად გრძნობს.
ადამიანის მარტოობის პრობლემა
“ერთ დღეს მივიღე შეტყობინება უცნობი მამაკაცისგან: “სირცხვილია შენი გარეგნობის პატრონი იყოს მარტო.” ვიცი კომპლიმენტის თქმა სურდა, მაგრამ ბოლო სიტყვით ყველაფერი გააფუჭა, ან იქნებ მართლა ასეც ფიქრობს, რომ უნდა მრცხვენოდეს.” – გვწერს ეკა.”უნდა რცხვენოდეს ქალს, რომ გათხოვილი არ არის? სულაც არა. შეიძლება სირცხვილი იყოს საყვარლისთვის, რომელმაც იცის, რომ მისი გულისთვის მამაკაცი არ მიატოვებს ოჯახს.ასევე, შეიძლება რცხვენოდეთ ახალგაზრდა ქალბატონებს, რომლებიც სოციალურ ქსელში აქვეყნებენ გულახდილ ფოტოებს და ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩენას არასწორი კუთხით.”
“სირცხვილია საკუთარი თავის პატივისცემის და ცხოვრების გაწირვა პასპორტში შტამის გულისთვის. ასევე, სირცხვილია იმ ადამიანის გვერდით ცხოვრება, რომელმაც გიღალატა, მოგატყუა, დაგარტყა…სირცხვილია, იყო ისეთ მამაკაცთან, რომელთანაც არ გაკავშირებს არც სიყვარული და არც პატივისცემა. მაშინაც კი, თუ გყავთ საერთო შვილები და გაქვთ საერთო მოვალეობები, ასეთი ცხოვრება ტანჯვაა და გრძელდება წლების განმავლობაში.””ბევრი რამ არის სირცხვილი, მაგრამ არა მარტოობა. მე შეგნებულად გავაკეთე პაუზა პირად ცხოვრებაში და სულაც არ მაწუხებს, რომ დიდხანს გამიგრძელდა. რეალიზებული ქალი არასდროს მოიწყენს. მე ვარ შემოქმედებით ადამიანი, რომელსაც არ ყოფის 24 საათი დღე-ღამეში.”
“ომარ ხაიამი ამბობდა: “უმჯობესია, იყო მშიერი, ვიდრე ჭამო ი, რაც ხელში მოგხვდება. უმჯობესია, იყო მარტო, ვიდრე იცხოვრო პირველივე შემხვედრთან.” ვინც საკუთარ თავს პატივს სცემს, ამაში დამეთახმება. დაელოდეთ ღირსეულ მამაკაცს და ის აუცილებლად მოვა. სხვა შემთხვევაში, უმჯობესია, იყო მარტო.”მადლობა ეკას გულწრფელი წერილისთვის. ბევრი ჩვენი მკითხველი დაეთანხმება მას. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.