როდის იბადებიან ტყუპები? მომავალ დედას ყოველთვის სურს წინასწარ იცოდეს ვის ელოდება და რა პირობები უნდა შეუქმნას ბავშვებს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ ორსულობასთან დაკავშირებულ ხალხურ შეხედულებებს. ასევე, მოგიყვებით მითებზე, რომელიც საინტერესო იქნება ახალგაზრდა დედებისთვის.
როდის ჩნდებიან ტყუპები
ბევრმა არ იცის, რომ ტყუპებს შორის არის გარკვეული სხვაობა. ერთი ნაწილი იბადება სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან, მეორე კი ერთიდან. ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპები ერთი სქესის არიან და აქვთ იდენტური გარეგნობა. დედას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ნაყოფის რაოდენობაზე მის სხეულში. ძირითადად ტყუპის ჩასახვა გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული.
- ხალხში გავრცელებული შეხედულება: არ იყიდოთ წინასწარ ბავშვის ტანსაცმელი. ამ სიბრძნეს არანაირი რაციონალური ახსნა არ აქვს. პირიქით ბავშვის დაბადებამდე ყველანაირად უნდა მოემზადოთ.
- ახალგაზრდა დედამ არ უნდა იყუროს უსიამოვნო შეხედულების ადამიანს, რადგან სჯეროდათ, რომ ბავშვი მახინჯი დაიბადებოდა. ეს შეხედულებაც მოძველებულია და არ განსაზღვრავს მომავალი პატარას ბედს.
- ბებიები გვირჩევენ, რომ არ ვისაუბროთ ჩვენს ორსულობაზე, რადგან თვალი გვეცემა. ესეც, რა თქმა, უნდა სისულელეა, მაგრამ შეეცადეთ მომავალ ბავშვზე ისაუბროთ მხოლოდ სანდო და კეთილ ადამიანებთან.
- საუკუნეების წინ გაჩნდა მითი, რომ ორსულ ქალებს არ უნდა შეეჭრათ თმები. ამას არანაირი მეცნიერული საფუძველი არ აქვს და ორსულობის დროს თავის მოწესრიგებაში არაფერია ცუდი. პირიქით, გაიუმჯობესებს განწყობას და ბავშვს არაფერი დაუშავდება.
- არ შეიძლება ზურგზე ძილი – ეს კი ნადვილად ასეა. ორსულობის დროს ზურგზე წოლა არ არის სასურველი და ამას რეალური ფიზიოლოგიური მიზეზები აქვს.
- არ შეიძლება ორსული ქალის ზღურბლთან ჯდომა – აქაც არ არსებობს რაიმე რაციონალური ახსნა, გარდა იმისა, რომ საშიში შეიძლება იყოს ორპირი ქარი.
- არ არის რეკომენდებული ორსულის კატებთან თამაში – ამისთვის არსებობს მიზეზი. ცხოველი შეიძლება იყოს დაავადებული ტოქსოპლაზმოზით, რაც ძალიან საშიშია ორსულებისთვის.
- საინტერესოა, სქესის განსაზღვრასთან დაკავშირებული ხალხური ნიშნები. ამბობენ, რომ მრგვალი და განიერი მუცელი გოგონასია, წინ გამოწეული, წვეტიანი მუცელი კი ბიჭის. თუ ქალის სხეულზე თმიანობა მოიმატებს, ბიჭზეა ორსულად. ამას მეცნიერული ახსნაც აქვს: ბიჭის ყოლის შემთხვევაში, ქალის ორგანიზმში დიდი რაოდენობით გამომუშავდება მამაკაცის ჰორმონები.
რჩევა რედაქციისგან: დიდი სერიოზულობით ნუ მოეკიდებით ხალხურ ნიშნებს, თუ მათ არ აქვს მეცნიერული საფუძველი. მათი უმეტესობა მოძველებულია და ბევრი რამ შეცვლილია. ფეხმძიმობის დროს მიმართეთ საუკეთესო კლინიკას, აწარმოეთ მუდმივი მონიტორინგი, ჩაიტარეთ ყველა საჭირო ანალიზი და გამოკვლევა.