პომიდორს თუ დარგავთ ასეთი მცენარეების მეზობლად, მოსავლის მაგივრად ფოთლებს მიიღებთ.

6773

ბოსტნეულის თესვის წინ გაითვალისწინეთ კარგი და ცუდი მეზობლები, აგრეთვე წინამორბედი მცენარეები. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ რა მცენარეები აფუჭებენ პომიდვრის მოსავალს.

ვრგავთ პომიდორს ორმოებში

პომიდორთან ახლოს უნდა დაირგოს ისეთი კულტურები, რომლებიც მისი მსგავსია და კომფორტული მეზობლობა ექნება. შერეული დარგვა კარგი ხერხია ადგილის ეკონომიისთვის, მთავარია, სწორად შერჩეული ალიანსი და ორივე კულტურა კარგად იგრძნობს თავს.პომიდვრის დარგვა უმჯობესია სტაფილოსთან, პეკინურ კომბოსტოსთან, მარწყვთან, პარკოსებთან, ნიორთან, სალათის ფოთლებთან ერთად.განსაკუთრებით მომგებიანია პომიდორთან სურნელოვანი მწვანილები, სანელებლები, ყვავილები. მათი სურნელის წყალობით პომიდორს ნაკლებად აწუხებენ დაავადებები და პარაზიტები.

კარგი მეზობელია პომიდორისთვის მდოგვის ფოთოლი. თავად უფრო წვნიანი და გემრიელი იქნება, ხოლო პომიდორი დაცული იქნება ნაცარისა და ფიტოფტორისგან. რეჰანი იცავს მავნებლებისგან და აუმჯობესებს ნაყოფის გემოს. მელისა, პიტნაც შესანიშნავად ასრულებენ ამ ფუნქციას. კარგი მეზობელია ხახვიც.გირჩევთ პომიდვრის რიგებს შორის განათავსოთ ხავერდა. ის ძალიან გაალამაზებს თქვენს ბაღს და დააფრთხობს მავნებლებს.არსებობს მცენარეები, რომელთა დარგვა პომიდორთან კატეგორიულად არ შეიძლება. ეს არის წიწაკა, კარტოფილი, სიმინდი, ყვავილოვანი კომბოსტო.

ამავე სიაშია კიტრი, რადგან ამ კულტურას აქვს სრულიად განსხვავებული მოთხოვნები ტენიანობასა და ტემპერატურაზე. სჭირდება სხვანაირი ნიადაგი. კიტრს სჭირდება მეტი აზოტი, ხოლო პომიდორს კალციუმი და ფოსფორი.ყურადღება მიაქციეთ, რომ ნარგავების შერევისას არ აღმოჩნდეს სინათლის მოყვარული მცენარეები ჩრდილში. კარგი განათების გარეშე ნესვი, კიტრი, წიწაკა, სიმინდი, ბადრიჯანი ვერ გაიხარებს.

რჩევა რედაქციისგან – თუ არ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს, დააზარალებთ არა მარტო პომიდორს, არამედ მის არასწორად შერჩეულ მეზობლებსაც. ამიტომ გონივრულად შეარჩიეთ ისინი და სწორად გადაანაწილეთ.გირჩევთ, ნერგების დარგვისას თითოეულ ორმოში ჩაყაროთ ერთი მუჭა დაფქული ჭვავი და ნაცარი. დარგვამდე პომიდვრის ჩითილებს აცლიან  ქვედა 2-3 ფოთოლს. ეს მნიშვნელოვანია! თქვენ რასთან ერთად აპირებთ პომიდვრის დარგვას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს