80 წლის დედა ევედრებოდა არ წაეყვანათ მოხუცთა თავშესაფარში, მაგრამ ვაჟმა უთხრა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

0
30974

ქალბატონი ნათელა 83 წლისაა და ბოლო რამდენიმე წელი შვილის ოჯახში ცხოვრობდა, სანამ რძალი და ვაჟი მის მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანას გადაწყვეტდა. რა მოხდა და როგორ დასრულდა ეს ამბავი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

ბებია მოხუცთა თავშესაფარში

ნათელამ შვილი მარტომ გაზარდა. ქმარი გარდაეცვალა, როდესაც ბიჭი 5 წლის იყო. მთელი სული და გული ჩადო დემეტრეს აღზრდაში. როდესაც ის წამოიზარდა, თანდათან დაშორდა დედას. ნათელამ ეს ბუნებრივად მიიღო – მისი პატარა ბიჭუნა გაიზარდა!მარტოხელა დედამ მოახერხა შვილი ფეხზე დაეყენებინა, მისცა კარგი განათლება, დაეხმარა პრესტიჟული სამსახურის შოვნაში. მალე დემეტრე ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. ერთი წლის შემდეგ კი დედას საცოლე გააცნო. მიუხედავად იმისა, რომ ნათელას არ მოეწონა შვილის არჩევანი, სიყვარულით მიიღო რძალი და მუდამ პატივს სცემდა.

5 წელზე მეტი ხანი ცხოვრობდა ახალგაზრდა წყვილი ნაქირავებ ბინაში, ხოლო როდესაც ქეთი დაფეხმძიმდა, თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა დედამთილის სახლში გადასულიყვნენ. იქ ბავშვისთვის უკეთესი პირობები ექნებოდათ და თან ბებია მოეხმარებოდა პატარას აღზრდაში.ნათელამ სიხარულით მიიღო ახალგაზრდა ოჯახი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ქეთი სახლის საქმეებში ეხმარებოდა და თავაზიანად იქცეოდა. მშობიარობის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. რძალი ისე ექცეოდა დედამთილს, თითქოს მოსამსახურე იყო და სიტუაცია დაიძაბა.

მიუხედავად ამისა, ნათელა არაფერს ამბობდა და არასდროს შეუჩივლია შვილისთვის. ორი წლის შემდეგ ქეთი ისევ დაორსულდა და უმართავი გახდა. ის შეურაცხყოფას აყენებდა მოხუცს და ამბობდა, რომ ბებია შვილიშვილზე ცუდ გავლენას ახდენდა.შემდეგ კი ქმარს დაელაპარაკა და უთხრა, რომ მოვიდა დრო, ბებია მოხუცთა თავშესაფარში გაეგზავნათ. დემეტრე თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ შემდეგ დასთანხმდა.80 წლის ქალი ევედრებოდა შვილს, არ გაეკეთებინა ეს, მაგრამ მან არ მოუსმინა. დაპირდა, რომ ყოველ შაბათ-კვირას ინახულებდა და ყურადღებას მიაქცევდა ხოლმე. თუმცა, გაჩნდა მეორე ქალიშვილი და რუტინამ ჩაითრია. სამი წელი ისე გავიდა, რომ დედა არ უნახავს.

ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. ქეთიმ ქმარს უღალატა მის  საუკეთესო მეგობართან, განქორწინება მოითხოვა და საბოლოოდ საერთოდ შეწყვიტეს ურთიერთობა. დემეტრეს ერთ ღამეს დედა დაესიზმრა და მეორე დღესვე წავიდა მოხუცთა თავშესაფარში. აღმოჩნდა, რომ ქალი კარგა ხანია იქ აღარ ცხოვრობდა. საბედნიეროდ, ჰქონდათ მისი ამჟამინდელი მისამართი და შესაძლებელი იყო პოვნა.აღმოჩნდა, რომ მოხუცი ცოლად გაჰყვა თავშესაფრის ერთ-ერთ თანამშრომელს და მასთან ცხოვრობდა. როდესაც ზღურბლთან შვილი დაინახა, ატირდა, ჩაეხუტა და უთხრა: “ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს, შვილო, მთავარია ვაპატიოთ და მოვეფეროთ ერთმანეთს.”

რას გვასწავლის ეს ამბავი? – მართალია, როცა ამბობენ, რომ დედობრივ სიყვარულს არ აქვს საზღვრები. შეუძლებელია იცხოვრო პატიების და სიკეთის გარეშე. ზოგჯერ საჭიროა მიიღო ცხოვრებისგან მუშტი, რათა გააცნობიერო საკუთარი შეცდომები. დარწმუნებული ვართ, ამის შემდეგ დედა-შვილის ურთიერთობა დალაგდება და ყველაფერი კარგად იქნება.თქვენ აპატიებდით შვილს მსგავს საქციელს? როგორ მოიქცეოდით ნათელას ადგილას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.