გაზაფხულზე მწვანე ხახვს ვთესავ ღია გრუნტში და მთელი წელი ვტკბები მოსავლით. რამდენჯერაც მოვაჭრი ფოთლებს, იმდენჯერ სწრაფად იზრდება და სუფრაზე სულ გვაქვს მწვანე ხახვი გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით თუ რა პირობებში უნდა მოიყვანოთ მწვანე ხახვი და როგორ მიიღოთ კარგი მოსავალი. ის მრავალწლიანი, ყინვაგამძლე კულტურაა.
მწვანე ხახვი ღია გრუნტზე
მწვანე ხახვი პოპულარულია მთელს მსოფლიოში. მისი სამშობლო აზიაა. ის მრავალწლოვანი მცენარეა, რომელსაც არ უნვითარდება ბოლქვი და ეზრდება მწვანე მასა მთელი წლის განმავლობაში. ამ ჯიშის ხახვის დარგვა ნამდვილად ღირს მისი გემოვნური თვისებებისა და მოვლის სიმარტივის გამო. გაშენება შესაძლებელია რამდენიმე გზით: ღია გრუნტში თესლი დათესვით, ან ჩითილების სახით. პირველი ვარიანტი მარტივია და საკმაოდ ეფექტურიც.
ეს ჯიში ყინვაგამძლეა, ამიტომ შესაძლებელია ზამთარში დათესვა, მაგალითად, ნოემბერში და მოსავალს გაზაფხულზე მიიღებთ, როგორც კი დათბება.მწვანე ხახვის დათესვა შეგიძლიათ ადრე გაზაფხულზეც. დათესვამდე უნდა მოხდეს თესლის დეზინფექცია. ის 20 წუთის განმავლობაში უნდა მოათავსოთ კალიუმის პერმანგანატის ხსნარში. შემდეგ გადაწურეთ საცერზე, გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ, გადაანაწილეთ ქაღალდის ტენიან ხელსახოცზე და ჩადეთ კონტეინერში. ორი დღის შემდეგ თესლი აღმოცენდება და მზად იქნება დასათესად.
ხახვის დათესვა შეგიძლიათ როგორც ღია გრუნტში, ისე მიწიან კონტეინერებში. ასევე, კარგად იზრდება სათბურის პირობებში.მწვანე ხახვს არ უყვარს მჟავე ნიადაგი. ამიტომ დარგვამდე მიწაში დაუმატეთ ნაცარი. მისთვის კარგი წინამორბედი კულტურაა კიტრი, პომიდორი, პარკოსნები, მწვანილი. თესლი უნდა ჩაიყაროს 2 სმ. სიღრმის ხვრელებში, 2-3 სმ დაშორებით. რიგებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 20 სმ-ზე მეტი!
მწვანე ხახვს ბოლქვი არ უვითარდება, მისი გემო უფრო რბილია, არ არის მწარე ჩვეულებრივი ხახვით. არ იცვლის არომატს ყინვასა და სიცხეში. შეგიძლიათ ერთ სეზონზე რამდენჯერმე გადაჭრათ.150 გრამი მწვანე ხახვი შეიცავს А და С ვიტამინის დღიურ ნორმას და ნორმის მეხუთედ კალციუმს, კალიუმს. ასევე, შეიცავს ეთერზეთებს, კაროტინს, K ვიტამინს და ასკორბინის მჟავას. მის მოსაყვანად საკმარისია შეარჩიოთ ხარისხიანი თესლი და დარგოთ ტენიან ნიადაგში. შედეგი არ დააყოვნებს!
რჩევა რედაქციისგან: ხახვის დარგვა ღია გრუნტში მებოსტნეების საყვარელი საქმიანობაა. შეგიძლიათ დარგოთ ქოთნებში და განათავსოთ აივნებზე. ყველას უყვარს მწვანე ხახვი, მისი პიკანტური და მსუბუქი არომატი.თუ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიაში მწვანე ხახვის თესლს წააწყდებით , აუცილებლად შეიძინეთ და დათესეთ. თქვენ გაქვთ ნაკვეთზე მწვანე ხახვი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.