ვიბრძვი, როგორც თევზი ყინულქვეშ, შედეგი კი არ მაქვს, ასტროლოგი დარწმუნებულია, რომ ასე ვამუშავებ კარმას.

231

როგორ ფიქრობთ, კარგი კარმა გაქვთ? ამბობენ, რომ ამის მისაღწევად ბევრი უნდა იმუშავო. პირველ რიგში, არ უნდა ჩაიდინოთ არანაირი ცუდი საქმე, მაგრამ ეს ყველას არ შეუძლია. ასევე, არსებობს თქვენი კარმული ვალის დამუშავების ვარიანტი. ხშირად ხდება, რომ ადამიანები ამას აკეთებენ ისე, რომ ვერც ხვდებიან.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით, ნიშნებზე, რომელიც მიუთითებენ იმაზე, რომ თქვენ ამუშავებთ საკუთარ კარმას.

კარგი კარმა

ყველა ადამიანს არ სჯერა კარმის და ეს სრულიად ნორმალურია, მაგრამ საკმარისია ამ თემაში ცოტათი გარკვევა და აზრს მაშინვე შეიცვლით. ხდება ხოლმე, რომ ადამიანს არაფერში უმართლებს, ხშირად იმეორებს შეცდომებს და ერთსა და იმავე ორმოში ვარდება.ასტროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ საქმე უბრალო უიღბლობას არ ეხება და წყდება კარმული ვალის საკითხი. რაც უფრო მეტი ნეგატივი იყო შენს წარსულ ცხოვრებაში, მით უფრო ცუდად იქნებით ახლა. მაგალითად, იწყებთ სასიყვარულო ურთიერთობას, რომელიც შემდგომში ტოქსიკური ხდება, ან მუდმივად აწყდებით ფულთან დაკავშირებულ პრობლემებს.

პრობლემა ის არის, რომ ყველამ არ იცის როგორ მოიქცეს ასეთ დროს. ბევრი წლების განმავლობაში ცხოვრობს ისე, რომ ვერ ხვდება რა არის მისი უბედურების მიზეზი. კარმული ვალის დამუშავება, ინდივიდუალური საქმეა, თუმცა, არსებობს ნიშნები, რომელიც მიგანიშნებთ, რომ მიმდინარეობს ეს პროცესი.

კარმული ვალის დამუშავების ნიშნები – ნეგატივი მეორდება ძალიან მტკივნეულად ნაცნობი სცენარის მიხედვით. შენ მუდმივად იმეორებ ერთსა და იმავე შეცდომებს და ვერ იაზრებ უკვე ჩადენილს. ეს არის პირველი ნიშანი, რომ გამოფხიზლდეთ, რომ თქვენი კარმული ვალი არ დამუშავებულა.პრობლემები ფულთან დაკავშირებით, ურთიერთობებში, ან სამსახურში – ყურადღება ყველაფერს უნდა მიაქციოთ. შემდეგ კი უნდა განსაზღვროთ გარკვეული კანონზომიერება, რათა მიხვდეთ, რა უნდა გააკეთოთ შემდეგ.

სურვილი, იყო კარგი ადამიანი, საამაყო საქმეა, მაგრამ არია ისეთებიც, რომლებიც სიკეთეს ზედმეტ აფიშირებას უკეთებენ. ყოველთვის ცდილობენ ასიამოვნონ სხვებს, ზრუნავენ მათზე მაშინაც, როცა არ სჭიდებათ. ასტროლოგები ასეთ დროს ამბობენ, რომ მიზეზი წარსული ცხოვრების კარმულ ვალშია. თუ საკუთარ თავს მსგავს თვისებას შეამჩნევთ, უნდა დაფიქრდეთ გაჩენის მიზეზებზე.სამწუხაროდ, ტოქსიკური ურთიერთობები დღეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. ადამიანი წლების განმავლობაში ვერ ცვლის ვერაფერს და ცხოვრობს დაზარალებულის მდგომარეობაში.

ხდება ისეც, რომ ქალი ერთმანეთის მიყოლებით იცვლის პარტნიორებს და ყოველი ახალი რაღაცით ჰგავს წინას. ხშირად ამ პრობლემას ფსიქოლოგთან ერთად ებრძვიან, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ეს გადაუხდელი კარმული ვალის შედეგია. კარგი კარმა არ გვხვდება მარტოხელა ადამიანებში. მიმოიხედეთ, თუ გარშემო არავინ გყავთ და თქვენი ერთადერთი ჰობი საკუთარი თავის ძიებაა, დაფიქრდით!თქვენ ვერ შეძლებთ ერთ ღამეში შეიცვალოთ, მაგრამ შეგიძლიათ დაიწყოთ პროცესი. სავარაუდოდ, მარტოობის მიზეზი წარსულის შეცდომებში უნდა ეძებოთ, რომელიც არ გაგიაზრებიათ.

ნუმეროლოგიის და კარმის კავშირი – ხდება ხოლმე, რომ კარმული ვალი ჩნდება აშკარა მიზეზების გარეშე. მაში საქმეში ერთვება ნუმეროლოგია. ნუმეროლოგები თვლიან, რომ რიცხვების ერთობლიობა დაბადების თარიღში, გავლენას ახდენს ადამიანის კარმაზე. თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი კარმული რიცხვი.მაგალითად, ჩემი კარმული რიცხვია 37. თუ დავუჯერებთ კარმულ ნუმეროლოგიას, წარსული ცხოვრებიდან ვალები არ მაქვს და წარმატებული ცხოვრება მექნება. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად მიმართლებს. თქვენ გჯერათ ნუმეროლოგიის და კარმის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს