პოლიციის პოლკოვნიკმა როდესაც შეიტყო, რომ მისი შვილი გახდა ეჭვმიტანილი, ათჯერ უფრო მეტი მონდომებით დაიწყო საქმის გამოძიება.

0
1394

როგორ მივხვდეთ და როგორ, რომ თქვენი შვილის სხვანაირად აღზრდის დროა. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვი არ უნდა დასაჯოთ და ყველაფერში მხარი უნდა დაუჭიროთ, დაუთმოთ დიდი დრო. მხოლოდ ასე გახდება ბავშვი პიროვნება და ბედნიერი ადამიანი. მაგრამ ზოგჯერ მშობლებს აჭარბებენ ზრუნვის ზღვარს და ეს ზიანს აყენებს არა მარტო ბავშვს, არამედ თავად მშობლებს და გარშემომყოფებსაც. ალექსანდრეს უფროსი ვაჟი ჩვეულებრივი მოზარდია.თინეიჯერები არ გამოირჩევიან მორჩილებით და ყურადღებით. ალექსანდრე და მისი ცოლი ზედმეტად ანებივრებდნენ შვილს, რაც ბიჭმა ჩვეულებრივ აუცილებლობად მიიღო. როდესაც ის სახლიდან გარბოდა, ან აზიანებდა სკოლაში ნივთებს, მშობლები სჯიდნენ, მაგრამ შედეგი ის იყო, რომ მაქსიმე სახლში კარგად იქცეოდა, ხოლო სკოლაში ნამდვილი ტირანი იყო. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ბიჭი 18 წლის გახდა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავი გვაქვს.

საყვარელი უფროსი ვაჟი

სრულწლოვანი რომ გახდა, მაქსიმემ მშობლებისგან საოცნებო საჩუქარი მიიღო – უცხოური მაქანა. როგორც კი ბიჭმა მართვის მოწმობა აიღო და მანქანაზე დაჯდა, ხშირად არღვევდა წესებს და იღებდა ჯარიმებს. ყოველ ჯერზე პრობლემებისგან მამის სახელის ხსენება იცავდა, რადგან ის პოლიციის უფროსი იყო.ერთ ღამეს მაქსიმე მეგობართან ერთად დაქროდა ქალაქში. როგორც ჩვეოდა, ძალიან მოუმატა სიჩქარეს, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის პირას მდგარ ხეს დაეჯახა.შეშინებული ბიჭები მანქანიდან გადმოვიდნენ და ვერც კი შეამჩნიეს, როგორ მიუახლოვდა საპატრულო მანქანა, თუმცა მაქსიმე მამის იმედი ჰქონდა და არ ღელავდა, მიუხედავად იმისა, რომ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და დააზიანა მანქანა. მიახლოებულ პატრულს უხეშად გაუწოდა საბუთები და უთხრა ვისი შვილიც იყო.

უპასუხისმგებლობა და დაუსჯელობის სინდრომი – პატრულმა შეამოწმა საბუთები, როდესაც მიხვდა, რომ მაქსიმე მისი უფროსის შვილი იყო, გაფრთხილებით შემოიფარგლა და ბიჭი სახლში გაუშვა. ამჯერად მამა ძალიან გაბრაზდა. ეს უკვე მესამე დარღვევა იყო ამ თვეში. ამიტომ ჩამოართვა მანქანის გასაღები და უთხრა, რომ ერთი კვირა შინაპატიმრობაში იქნებოდა.საღამოს მაქსიმემ იპოვა მანქანის დამალული გასაღები და წვეულებაზე გაიპარა. სიჩქარეში გზაზე ვერ შეამჩნია მოხუცი ქალი და დაეჯახა. კიდევ კარგი, ქალი გადარჩა და ადგილზე მისულ პოლიციას ყველაფერი უამბო. მაქსიმე განყოფილებაში გადაიყვანეს და მალე ის ხელბორკილებით იდგა მამის წინ.

სამართლიანი მამა – ალექსანდრე ძალიან ააღელვა მომხდარმა, ვერ იჯერებდა, რომ მისი შვილი აქამდე მივიდა. ამიტომ წაართვა პირადი ნივთები და მკაცრად გამოუცხადა აბეზარ ბიჭს: “სასამართლო პროცესამდე გისოსებს მიღმა იქნები, გაეცანი შენს უფლებებს!”სასამართლოს გადაწვეტილებით, ბიჭს დაეკისრა ჯარიმა და სავალდებულო საზოგადოებრივი შრომა. მამამ უარი თქვა ფულის მიცემაზე, ამიტომ მაქსიმე იძულებული გახდა ეშოვნა სამსახური და გადაეხადა. ასევე, დაეკისრა ზრუნვა მოხუც ქალბატონზე, რომელსაც შემთხვევის შედეგად ფეხი დაუზიანდა. ბიჭი ამ შემთხვევის შემდეგ ბევრ რამეს მიხვდა და მას მერე აღარ მოქცეულა ასე თავზეხელაღებულად.

რჩევა რედაქციისგან: ზედმეტი ზრუნვა შვილებზე და მისი განთავისუფლება პასუხისმგებლობებისგან, ყოველთვის ცუდ შედეგს გამოიღებს. ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს რეალობასთან შეჯახება და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.