რამდენად სასურველია ყველაზე ინტიმური საიდუმლოებების გაზიარება მეგობრებთან და ოჯახთან? არის ის, რისი თქმაც არ გვსურს. მიხეილმა თავისი ცოლის საიდუმლო მის დაკრძალვაზე შეიტყო. ეს საიდუმლო თანაცხოვრების 60 წლის მანძილზე მან არ იცოდა. რა მოხდა და რატომ, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.
ცოლის საიდუმლო
ადვოკატი ოჯახის მეგობარი იყო და დაკრძალვას ესწრებოდა. ის მიუახლოვდა მიხეილს, გვერდზე გაიყვანა და უთხრა:- უნდა დავილაპარაკოთ, არის რაღაც პრობლემა შენი ცოლის ანდერძთა დაკავშირებით. უნდა იცოდე, რომ შენი ცოლი მთელი ცხოვრების მანძილზე სხვა მამაკაცზე იყო დაქორწინებული.ადვოკატმა მოშორებით მდგარ ასაკოვან მამაკაცზე მიანიშნა. ფაქტი ის იყო, რომ მიხეილი და მისი ქალიშვილი ვერ მიიღებდნენ ქალის ქონებას, რადგან ის სიცოცხლის ბოლომდე დაქორწინებული იყო ვინმე დიმიტრიზე. მამაკაცს თავიდან უადგილო ხუმრობა ეგონა, მაგრამ სასაცილო აქ არაფერის იყო.
ცოლის ანდერძთა დაკავშირებით ქმარი უნდა დალაპარაკებოდა ამ უცნობ მამაკაცს. მარინას დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში მიხეილი და დიმიტრი ადვოკატის კაბინეტში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. საქმე იმაში იყო, რომ 40 წლის წინ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ჰქონდა და განქორწინდნენ, გარკვეული პერიოდი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
მოგონებები წარსულზე – ქალიშვილმა უთხრა: “ეს შეიძლებოდა მომხდარიყო მაშინ, როდესაც დედა ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობდა.” კი მაგრამ, რატომ არ უთხრა მარინამ ამის შესახებ? ან როგორ შეეძლო ამის გაკეთება? ისინი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შერიგდნენ, მაგრამ ხელი აღარ მოუწერიათ.ადვოკატის კაბინეტში უცნობი მამაკაცი დახვდა. ის იყო მაღალი, სიმპათიური, ჭაღარა კაცი. თავისი ასაკისთვის ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. ყველანი მაგიდას მიუსხდნენ და უხერხული დუმილი ისევ დიმიტრიმ დაარღვია.
“ალბათ, ძალიან დაბნეული ხართ. გეთანხმებით, უცნაური შემთხვევაა. მრავალი წლის წინ მშობლების სურვილით დავქორწინდი. მარინა მათი მეგობრის შვილი იყო და დედ-მამა თვლიდა, რომ ის შესაფერისი იქნებოდა ჩემთვის. მეც დავთანხმდი და ხელი მოვაწერე. ოღონდ ეს იყო ყალბი, ფორმალური ქორწინება. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ერთად. შეიძლება ითქვას, მარინამ მეგობრული სამსახური გამიწია.რამდენიმე თვის შემდეგ მარინამ მითხრა, რომ თქვენთან აპირებდა დაბრუნებას. ვაპირებდით ხელის გაწერას, მაგრამ რამდენჯერმე გადავდეთ, შემდეგ კი სულ გადაგვავიწყდა. ჩვენ სხვა ურთიერთობა არ გვქონია. მე მუდამ ჩემს კარიერაზე ვიყავი ორიენტირებული და ოჯახი არ მაინტერესებდა. ამიტომ მთელი მისი ქონება ეკუთვნის მის ნამდვილ ქმარს და ქალიშვილს.”
თავიდან მიხეილი გაბრაზდა ცოლზე, მაგრამ მერე მიხვდა, რომ სისულელე იყო. მარინა ყოველთვის მოსიყვარულე და თბილი მეუღლე იყო და არასოდეს მიუცია ეჭვიანობის საბაბი.
რჩევა რედაქციისგან: ადრე თუ გვიან ყველა საიდუმლო მჟღავნდება. მიუხედავად იმისა, რომ მარინასა და დიმიტრის ქორწინება მხოლოდ ფორმალური გარიგება იყო, უმჯობესი იქნებოდა სიმართლე ეთქვა ქმრისთვის. დიმიტრისაც არ მოუწევდა ტყუილის თქმა, მშობლებს რომ არ მოეხდინათ მასზე ზეწოლა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ უთხრა მარინამ ქმარს სიმართლე?