მნიშვნელოვანი რატომ არის ცხვირით სუნთქვა და არა პირით?

0
431

პირით სუნთქვა არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც ხშირად აწყდებიან როგორც მოზრდილები, ისე ბავშვები. არსებობს უამრავი მიზეზი, თუ რატომ იწყებს ადამიანი პირით სუნთქვას. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გადაიზარდოს ჩვევაში. რა მოხდება, თუ მუდმივად ისუნთქებთ პირით, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

პირით სუნთქვა

ჩვენი სხეული დამოუკიდებლად იმდენ ფუნქციას ასრულებს, რომ წარმოდგენაც არ გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი ბუნებრივი პროცესი არის სუნთქვა. ადამიანს შეუძლია ისუნთქოს ცხვირით და პირით, თუმცა იმისათვის, რომ ორგანიზმმა სრულყოფილად იმუშავოს, სუნთქვა უნდა მოხდეს მხოლოდ ცხვირით.პირველ რიგში, ცხვირი მოქმედებს როგორც სხეულის იმუნური დამცველი. ცხვირით სუნთქვის საშუალებით ჟანგბადი შეიწოვება სრულად. ასევე, აუცილებელია სხეულის ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნება. როდესაც ვსუნთქავთ ცხვირით, ჩვენი ტვინი იწყებს უფრო ეფექტურად მუშაობას, მცირდება სტრესი.პირით სუნთქვა სტრესულია ორგანიზმისთვის. პრობლემა არის ის, რომ ამ ტიპის სუნთქვა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები გარეგნობაში.

რა მოხდება, თუ ვისუნთქებთ პირით – როდესაც ადამიანი სუნთქავს პირით, ორგანიზმიდან ნახშირორჟანგი სწრაფად გამოიყოფა. ეს კი ნიშნავს, რომ ფილტვები შთანთქავს არასაკმარის ჟანგბადს. შედეგად, ტვინის მუშაობის ინტენსივობა და რეფლექსები ქვეითდება. თუ არ მოაგვარებთ ამ პრობლემას, გექნებათ მუდმივი თავბრუსხვევა.რაც უფრო დიდხანს სუნთქავთ პირით, მით უფრო სერიოზული პრობლემები გელოდებათ წინ. მაგალითად, ეს გამოიწვევს ქრონიკულ ხვრინვას, ან ძილის აპნოეს. ეს არის სუნთქვის დარღვევა ძილის დროს, როცა ადამიანი უნებლიედ წყვეტს სუნთქვას.პირით სუნთქვა ადამიანს უფრო მგრძნობიარეს ხდის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებების მიმართ. ეს უარყოფითად მოქმედებს ფილტვების და სხვა ორგანოების ფუნქციონირებაზე. ასევე, შეიძლება გამწვავდეს უკვე არსებული დაავადებები.ცხვირში განლაგებულია რეცეპტორების დიდი რაოდენობა. როდესაც ვსუნთქავთ პირით, ვკარგავთ ყნოსვის შეგრძნებას. ეს კი ამძიმებს ადამიანის მენტალურ მდგომარეობას, რადგან არომატების შეგრძნებით ის უამრავ სასიამოვნო შეგრძნებას განიცდის.

როგორ იცვლება გარეგნობა – პირით სუნთქვა იწვევს ადამიანის გარეგნობის ცვლილებასაც. მაგალითად, შეიძლება შეიცვალოს სახის ფორმა, ვიწროვდება ლოყები და ყბა, რაც იწვევს ცხვირის დეფორმაციას. ასეთი ცვლილებები განსაკუთრებით ხილულია ბავშვებში. ამიტომ მშობლებმა სათანადო ყურადღება უნდა მიაქციონ მათ.თუ თქვენ სუნთქავთ პირით, მექანიკურად თავი წინ იხრება, მხრები კი ქვემოთ ეშვება. შედეგად ვითარდება მოხრილი დგომა. გარდა ამისა, პირით სუნთქვა უარყოფითად მოქმედებს თანკბილვაზე.იმისათვის, რომ თავი დააღწიოთ ამ მავე ჩვევას, ჯერ უნდა გააცნობიეროთ მისი უარყოფითი მხარეები. შემდეგ დაიწყეთ ვარჯიში ცხვირით სუნთქვისთვის. თუ ამას დამოუკიდებლად ვე ახერხებთ, მიმართეთ სპეციალისტს. არავითარ შემთხვევაში არ დაგადოთ გვერდზე ამ სასიცოცხლო პროცესის ამუშავება.

იმედი გვაქვს ეს სტატია დაგეხმარებათ. გაუფრთხილდით თავს! გაგვიზიარეთ კომენტარებში საკუთარი გამოცდილება ამ პრობლემაზე.