იაპონელი სტილისტის მეთოდით ჩემს მეუღლეს თმები ამოუვიდა და აღარ სცვივა.

1430

თმის ცვენა დიდი სტრესია ნებისმიერი ქალბატონისთვის. ადამიანს დღეში  საშუალოდ 50-100 ღერი თმა სცვივა და ძველის ადგილას ახალი ამოდის. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი თმები გათხელდა, შეგიძლიათ მოამზადოთ სახლის პირობებში თმის სწრაფი ზრდის საშუალება.თმის ზრდის სტიმულატორი აძლიერებს თმის ბოლქვებს, ასქელებს მას და აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.გაითვალისწინეთ, რომ თმის ცვენა ხშირად სერიოზული დაავადების ნიშანია. ამიტომ უნდა გაიაროთ სრული გამოკვლევა, რათა დადგინდეს პრობლემის მიზეზი. ხოლო ის საშუალება, რასაც პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ, კარგი პრევენცია იქნება თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.

თმის ზრდის მასტიმულირებელი საშუალებები

მდოგვის ფხვნილი – მდოგვი ასტიმულირებს სისხლის მიკროცირკულაციას და აუმჯობესებს თმის ზრდას. მისი ნიღბის გამოყენების შემდეგ თმა უფრო ხშირი და სქელი ხდება. მდოგვის ნიღაბი უნდა გაიკეთოთ კვირაში ერთხელ: აიღეთ 1 ს/კ მდოგვის ფხვნილი, თბილი წყალი და 2 ჩ/კ შაქარი. გააზავეთ ერთგვაროვანი კონსტიტენციის ფაფისებრი მასის მიღებამდე. ნიღაბი თბილი სახით უნდა შეიზილოთ თმის ძირებში და შეიფუთოთ თბილად. 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გამდინარე წყლის ქვეშ შამპუნით.თუ გაქვთ მგრძნობიარე კანი, ნიღაბი წყლის მაგივრად მოამზადეთ ზეთით, კეფირით ან არაჟნით. არავითარ შემთხვევაში არ გადაინაწილოთ მთლიან თმაზე. ნიღბის ჩამობანის შემდეგ თმის მთელ სიგრძეზე წაისვით კონდენციონერი, ან დამატენიანებელი ნიღაბი.

მარილის სკრაბი – თავის კანის სწორი მოვლა ჯანსაღი თმის გარანტიაა. ამიტომ კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ გაიკეთებთ სკრაბს. ამისთვის გამოდგება ჩვეულებრივი მარილი და შეიზილეთ ის სველ კანზე. პროცედურის ჩატარება არ შეიძლება, თუ თავის კანზე არის რაიმე სახის გაღიზიანება, ან გამონაყარი. მარილი არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას და ასტიმულირებს თმის ზრდას. თმა ხდება უფრო რბილი და მოცულობითი.

ხახვის სპრეი – ხახვი თმის ზრდის ძლიერი სტიმულატორია. მას შეუძლია თმის ცვენის შეჩერება სხვადასხვა ეტაპზე და ახალი თმის ზრდის სტიმულირება. საკმარისია მხოლოდ გახეხოთ ხახვი და გამოწუროთ წვენი. შეიზილეთ ის პრობლემურ ადგილებში. ეფექტის გასაძლიერებლად შეიფუთეთ თავი თბილად. გირჩევთ მოამზადოთ ხახვის სპრეი იაპონური რეცეპტის მიხედვით.გაფცქვენით და წვრილად დაჭერით წითელი ხახვი, დაუმატეთ 1 ს/კ ბრინჯი, 1 ს/კ მიხაკი, 1 ს/კ უცხო სუნელი და 250 მლ. წყალი. ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააგრილეთ და გადაწურეთ. მიღებულ ნახარშს დაუმატეთ 1 ს/კ ქოქოსის ზეთი და ჩაასხით მინის ჭურჭელში. ის საკმარისი იქნება 2 გამოყენებითვის. უნდა შეიზილოთ გამთბარი სახით თმის ძირებში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პრობლემურ ადგილებს.

შემდეგ შეიფუთეთ თმა პარკით, დაელოდეთ ერთი საათი და ჩამოიბანეთ. ხახვის ნარევი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში ჰერმეტულად 2 კვირის განმავლობაში. გაიკეთეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ და ნახავთ როგორ გახშირდება თქვენი თმა.ბრიჯი და უცხო სუნელი ამაგრებს თმის ფოლიკულს, ხოლო მიხაკი და ხახვი ასტიმულირებს თმის ზრდას. შემადგენლობის წყალობით ხახვის სუნი თითქმის შეუმჩნეველი ხდება.

რჩევა რედაქციისგან: ნატურალური ნიღბები აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და ხდის უფრო მბზინვარეს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი უკეთ იმუშავებს სწორ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად.თმა ცვივა, როდესაც ორგანიზმს აკლია В ჯგუფის ვიტამინები, სელენი და რეტინოლი. ის ხდება მტვრევადი, თხელი და უსიცოცხლო.დაამატეთ რაციონში კვერცხი, ცხიმიანი თევზი, თხილი, კენკრა, ისპანახი, ხორცი, ხაჭო, სტაფილო. ასევე, თმის ცვენის ხშირი მიზეზია სტრესი. ამიტომ ისწავლეთ მოდუნება და ყოველ დღე გაიკეთეთ თავის ათწუთიანი მასაჟი ზრდის სტიმულირებისთვის. სერიოზული პრობლემის შემთხვევაში კი მიმართეთ ტრიქოლოგს. თქვენ გაქვთ თმის ცვენის პრობლემა? როგორ ებრძვით მას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს