მწვანე საგანძური საყინულეში: რატომ უნდა გავყინოთ მაისის ჭინჭარი.

1825

მაისის ჭინჭარი – ყველაზე ხელმისაწვდომი და იაფი ვიტამინია. როგორც კი მიწიდან თავს წამოყოფენ პატარა ყლორტები, მაშინვე შეიძლება მათი შეგროვება და გამოყენება. ჭინჭარი ძალიან სასარგებლო მცენარეა და შეგიძლიათ ის ზამთრისთვისაც შეინახოთ.

მაისის ჭინჭარი

ხმელი ჭინჭარი შეგიძლიათ მოაყაროთ ნებისმიერ კერძს, სხვათა შორის, თითქმის არ აქვს დამახასიათებელი გემო და საკვებს არომატს არ მისცემს, სამაგიეროდ მნიშვნელოვანი ვიტამინებით შეავსებს. შეგიძლიათ დაუმატოთ წვნიანებსა და ბორშში, შესანიშნავი ინგრედიენტია ნაყენისთვის ხელებისა და თმისთვის. უმჯობესია, შეაგროვოთ ყველაზე ქორფა ფოთლები. რაც უფრო ახალგაზრდაა მცენარე, მით უფრო სასარგებლოა ის.სასურველია, აგრეთვე მოწყვიტოთ ჭინჭრის მხოლოდ ზედა ნაწილი 4-6 ფოთოლი. დიასახლისები ამ მცენარის შეგროვებას მაისის შუა რიცხვებიდან იწყებენ. საკვებად მაისის ბოლომდეა ვარგისი, ხოლო ჰიგიენური საშუალებებისთვის, ყვავილობამდე, ანუ აგვისტოს ბოლომდე.

სად შევაგროვოთ მაისის ჭინჭარი – რა თქმა უნდა, ჭინჭარი არ უნდა შეაგროვოთ გზის პირზე, ბენზინგასამართ სადგურებთან, რკინიგზის ლიანდაგებთან, ნაგავსაყრელებთან. ასევე არ უნდა შეაგროვოთ ფოთლები დილით ადრე, ან წვიმის შემდეგ. კარგი იქნება, თუ ყურადღებას მიაქცევთ მთვარის კალენდარს. საუკეთესოა მზარდი მთვარის პერიოდი.რა თქმა უნდა, ჭინჭრის მოკრეფის დროს უნდა დაიცვათ ხელები და გაიკეთოთ ხელთათმანები. ფოთლები უნდა ჩაყაროთ ტილოს ტომრებში, ან კალათებში. სახლში ის უნდა გაშალოთ მშრალ, კარგად ვენტილირებად, ბნელ ოთახში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხვდებოდეს მზის სხივები, რადგან გაანეიტრალებს ვიტამინების დიდ ნაწილს.

როგორ გავახმოთ ჭინჭარი – ჭინჭარი დაყარეთ 5 სმ. ფენად, შეგიძლიათ გააშროთ ღუმელში მინიმალურ ტემპერატურაზე, სოფელში საუკეთესო ადგილია სხვენი. ღუმელში გასაშრობად საკმარისია ერთი დღე, ჰაერზე კი 4-5, ან მეტი. არ დაგავიწყდეთ გახმობის პერიოდში მცენარის დროდადრო გადატრიალება.როგორ შევამოწმოთ, რომ ჭინჭარი საკმარისად გამხმარია? ამისთვის მოსინჯეთ ხელთ, თუ ღერო იფშვნება, ის მზად არის, დააქუცმაცეთ და შეინახეთ ქილაში ჰერმეტულად. ასეთი ჭინჭარი შეგიძლიათ გამოიყენოთ კულინარიული მიზნებისთვის, ნაყენებისა და აბაზანისთვის.

მცენარე ჰერმეტულ ქილაში ან კონტეინერში ინახება ორი წლის განმავლობაში. გახმობის გარდა, არსებობს ჭინჭრის შენახვის კიდევ ერთი გზა: დაჭერით, შეფუთეთ და შეინახეთ საყინულეში, ასევე, შეიძლება მისი დაკონსერვებაც.თქვენ რაში იყენებთ ჭინჭარს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს