ემოციური მთვარის დაბნელება, ანჟელა პერლმა გაგვაფრთხილა, რა შეიძლება მოხდეს 16 მაისს.

0
2724

2022 წლის 16 მაისის მთვარის დაბნელება უკიდურესად ემოციური იქნება. ასტროლოგი ანჟელა პერლი განმარტავს, რომ ეს იქნება მთვარის სრული დაბნელება, რაც ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ ძლიერ რეზონანსს გამოიწვევს. ეს იქნება დაბნელება მორიელის ნიშნის ქვეშ. მაშ ასე, რას უნდა ველოდოთ ამ დღეს, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

16 მაისის მთვარის დაბნელება

ანჟელა პერლის თქმით, არ უნდა ველოდოთ 16 მაისს რაიმე ცუდს. ის მოვლენები, რაც ახლავს მთვარის დაბნელებას, ფორმირდება რამდენიმე თვით ადრე და გრძელდება შემდეგაც.ვერძებისთვის მთვარის დაბნელება იქნება შესანიშნავი პერიოდი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შესაძლოა, საჭირო გახდეს ხარჯებისა და შემოსავლების უკეთ დაგეგმვა. ფულთან დაკავშირებით სიფრთხილე იქნება საჭირო.კურო უნდა ელოდოს პარტნიორებთან კულმინაციას, ან ურთიერთობის დასრულებას. ისინი გადაწყვეტენ ან ერთად ცხოვრებას, ან დაშორებას. ასტროლოგი გვირჩევს მნიშვნელოვანი საბუთებისთვის ხელის მოწერის გადადებას 5 ივნისისთვის. შესაძლოა, შეიცვალოს მათი გარემოცვა.

სასარგებლო წინასწარმეტყველება – ტყუპებს მთვარის დაბნელება პირდება სამუშაოს შეცვლას, ან დასრულებას. ვინც დაკავებულია ბიზნესით, ექნება ინფორმაცია კონტრაქტებისა და ფინანსური ვალდებულებების ცვლილებების შესახებ. ეს იქნება პერიოდი სამედიცინო პრობლემებისგან თავის დაღწევისა.კირჩხიბებს სასიამოვნო ამბები ელით. არსებობს წარმატებული ორსულობისა და ბავშვის გაჩენის დიდი ალბათობა ოჯახში. თუმცა, აქვე ჩნდება სასიყვარულო სამკუთხედის არსებობის საფრთხე.

ლომისთვის უძრავი ქონებით ნებისმიერი მანიპულირება წარმატებული იქნება: გაყიდვა, ქირაობა, გადასვლა, ვიზის მიღება და სხვა. ისინი აღმოაჩენენ სრულიად ახალ ინფორმაციას მშობლებისა და ოჯახის შესახებ. ელოდებათ სასიამოვნო ცვლილებები, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს მათ მომავალზე.

რას უნდა ელოდნენ ზოდიაქოს ნიშნები – 16 მარტიდან ქალწულებს კარგი ურთიერთობა და სასიამოვნო ნაცნობობა ელოდებათ, თუმცა, არსებობს ძველი მეგობრების დაკარგვის რისკი. ქალწულებისთვის მოსალოდნელია ნებისმიერი ცვლილება ტრანსპორტთან დაკავშირებით. გაჩნდება დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.სასწორისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ფინანსური მდგომარეობის დარეგულირება. ისინი მიხვდებიან, რომ ბევრად მეტს იმსახურებენ და შეიცვლიან სამუშაო ადგილს. ყურადღება მიაქციონ შინაგან ხმას, რომელიც დაეხმარება სიტუაციის გაუმჯობესებაში.

მორიელებს განსაკუთრებულად ვთხოვთ მომზადებას, რადგან მთვარის დაბნელება მათი ნიშნის ქვეშ მოხდება. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ოჯახური მდგომარეობის შეცვლა – ქორწინება, ან განქორწინება. ყოველ შემთხვევაში, იქნება ურთიერთობების განახლება და მალე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.

16 მაისის მთვარის დაბნელება: ანჟელა პერლის პროგნოზი – მშვილდოსნები შეძლებენ მთლიანად განთავისუფლდნენ კარმული ვალებისგან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ხანგრძლივად მოგვარებად საქმეებს. დაიხურება ვალები, კრედიტები, სესხები, ანგარიშსწორებები. არსებობს გადაადგილების, ან იმიგრაციის შესაძლებლობა. კარგი დროა სამუშაოს შესაცვლელად.თხის რქა სასიამოვნო სიახლეს უნდა ელოდოს მეგობრებისგან, იქნება ცვლილებები სამსახურში.

მერწყულები უნდა მოემზადონ ჩვეული სამუშაო გარემოს ცვლილებებისთვის. ეს იქნება კარიერული წინსვლა. მთვარის დაბნელება პოზიტიური იქნება მათთვის, ვინც მუშაობს საკუთარ თავზე.თევზებს შორეულ ქვეყნებში მოგზაურობა ელოდებათ. მთვარის დაბნელების დროს ძირითადად ხდება პროცესების დასრულება. დადებითად წარიმართება თევზების ფინანსური მხარე. შეიძლება მიიღონ დიდი ხნის ნანატრი სერთიფიკატი და დიპლომი, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

თქვენ როგორ გრძნობთ ხოლმე თავს მთვარის დაბნელების დროს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.