მრავალძარღვა – ოქრო გზისპირას. არა მხოლოდ ჭრილობას, არამედ სხვადასხვა დაავადებას კურნავს

5211

მრავალძარღვა ადამიანის მუდმივი თანამგზავრია, რომელსაც ამერიკაში ადგილობრივები  „თეთრი ადამიანის კვალს“ უწოდებენ. ყველა კონტინენტზე იზრდება და ყველა ქვეყნის ხალხურ მედიცინაში შედის. დღეს მას ბავშვიც კი ცნობს.

ქრესტომათიული ჭეშმარიტების ჩამოთვლის აუცილებლობა არ არსებობს. ასევე არ ღირს იმაზე საუბარი, რომ მრავალძარღვა ჭრილობებს, ფილტვის, კუჭის წყლულის, ღვიძლის და თირკმლის დაავადებებს კურნავს. გამოყენების მეთოდებს ნებისმიერ ბალახების წიგნში იპოვით. თუმცა მრავალძარღვას შესახებ ყველაფერს ვერ იტყვით და ბევრი ინფორმაცია ბორტს მიღმა რჩება.

დღეს ყველაზე საინტერესო მომენტებზე გიამბობთ. ერთი შეხედვით, ბიოქიმიკოსებმა მასში შემავალი ყველა ნივთიერება იპოვეს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენენ. ესაა სილიციუმის მჟავა და კაროტინოიდები. თუმცა, ჯერჯერობით მრავალძარღვას მსგავსი ქიმიური ნაერთის შექნა ვერ შეძლეს.

  • წყალმანკი. ჯერ ნებისმიერი პურის (ნაცრისფერი, თეთრი, შავი) რამდენიმე ორცხობილა შეჭამეთ, სასმელი არ დააყოლოთ, შემდეგ 5-10 ცალი ფოთოლი შეჭამეთ. 1 საათის განმავლობაში სასმელის დალევისგან თავი შეიკავეთ. პროცედურა კიდევ 2-3-ჯერ გაიმეორეთ. ასე ნებისმიერ წყალმანკს მოიშორებთ.
  • ბრონქიტი, მწეველების ბრონქიტი, ასთმა, ხველა. 6-7 ფოთოლი ან 2 ს/კ ხმელი ნედლი აიღეთ და 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. გააგრილეთ და არ გადაწუროთ! 1 ს/კ ნაყენი დღეში 6-7-ჯერ დალიეთ. ღამით და დილით, უზმოზე ¼ ჭიქა ნაყენი დალიეთ.
  • იმპოტენცია. თუ მრავალძარღვას ხმელ ღეროებს იპოვით, რომლებიც ქვებში იზრდება, შეაგროვეთ. შემოდგომის დღეებიდან აპრილამდე თესლებთან ერთად მოხარშეთ, 1 სუფრის კოვზზე ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი გამოიყენეთ. 10-15 წუთით დააყენეთ. ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ დალიეთ. 35 წლის შემდეგ კაცებმა ნაყენი არა მხოლოდ სამკურნალოდ, არამედ უსიამოვნო პროსტატის, პოტენციის დარღვევის პროფილაქტიკის მიზნით უნდა დალიონ.
  • ძველად ეს საიდუმლო არაბი და სპარსელი ექიმების მიერ მკაცრად დაცული იყო. უცნობია, თუ სოლოვეცკის კუნძულებზე მცხოვრებმა ბერებმა მის შესახებ საიდან შეიტყვეს. ისინი ქვებში გაზრდილ მრავალძარღვას აგროვებდნენ და სხვადასხვა ქვეყნებში ყიდნენ, ამით კი დიდ ფულს იგებდნენ.
  • კლიმაქსი. უხვი მენსტრუაცია და სისხლდენა, რომელსაც ტკივილი, ცუდი განწყობა, დეპრესია ახლავს – ამის დარეგულირებას მრავალძარღვას თესლის ნახარშით შეძლებთ. ამისთვის 1 ს/კ თესლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით და ძალიან სუსტ ცეცხლზე წყლის ორთქლზე 5 წუთით ხარშეთ. გაგრილების შემდეგ 2-2 ს/კ ნახარში დღეში 4-ჯერ დალიეთ. ნახარში 2-3 დღე შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ. თბილი ნახარში დალიეთ, ამისთვის ცოტა მდუღარე წყალი დაუმატეთ. ასეთი ნახარში კაცებში კლიმაქსის დროსაც გამოგადგებათ.
  • უნაყოფობა. მრავალძარღვას თესლის ნახარში ქალის უნაყოფობის დროს ეფექტურია, თუ ეს მილების ანთებითი პროცესებით არაა გამოწვეული. ნახარში ასე მოამზადეთ: 1 ს/კ თესლს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. გარდა ამისა, შეგიძლიათ ორტილიას ან მსხალიჭას ნაყენის წვეთები დაუმატეთ. შედეგად, ახალგაზრდა ქალები დედობის ბედნიერებას განიცდიდნენ.

უკუჩვენება

ერთი შეხედვით უწყინარი მცენარეა, მაგრამ რიგი უკუჩვენება გააჩნია. თუ თრომბის წარმოქმნისკენ მიდრეკილება გაქვთ, მასზე უარი თქვით. შემჩნეულია, რომ მრავალძარღვას წვენი სისხლს განსაკუთრებით აშრობს. არასასურველია მაღალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს. ამირდოვლატი თვლიდა, რომ „მრავალძარღვა, განსაკუთრებით მისი თესლი საზიანოა ტვინისთვის“. ის გვირჩევს, რომ მისი მავნე მოქმედება იით გავანეიტრალოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს