ნუმეროლოგმა მოგვითხრო, რა ბედი ელის მათ, ვის დაბადების თარიღშიც არის რიცხვები 9, 18 და 27

2586

ნუმეროლოგია სახალისოა! მას შეუძლია ბევრი საინტერესო რამ მოგვითხროს ადამიანზე, დაბადების თარიღში, ბედისწერის რიცხვის გათვალისწინებით. დღეს, დღის წესრიგში სამი ჯადოსნური რიცხვია: 9, 18 და 27. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში, ნუმეროლოგი ანდრეი ტკალენკო მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ ამ რიცხვებში დაბადებულმა ადამიანებმა, როგორც უნდა განვლონ ღირსეული ცხოვრება და შეასრულონ თავიანთი მისია.

ბედის რიცხვი დაბადების თარიღში

9 რიცხვში დაბადებული ადამიანები, ჩვეულებრივ, იშვიათი გონების პატრონები არიან. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ მუშაობს მათ სასარგებლოდ. ასე, მაგალითად, ასეთ ახალგაზრდა ქალებს უჭირთ საკუთარი მეწყვილის პოვნა, როგორც ამას ანდრეი ტკალენკო აცხადებს. ასეთი გოგონა მომავალ მეუღლეს კარგად ამოიცნობს, რადგან მას ანალიზის შესანიშნავი უნარი გააჩნია და წინასწარ ფიქრობს. ასეთ ქალს სჭირდება მისი შესაფერისი გონიერი მამაკაცი.ნუმეროლოგი ამბობს, რომ 9, 18 და 27 რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს გააჩნიათ მკურნალის, მეგზურის და ბრძენის უჩვეულო სტატუსი. ვიღაც ამბობს, რომ 9-ში, ჩვეულებრივ, სიმარტოვის მოყვარული ადამიანები იბადებიან, მაგრამ ტკალენკო ამას არ ეთანხმება. ეს ადამიანები, უფრო სწორად, ბრძენკაცები არიან, რომლებიც წინ მიუძღვიან ადამიანებს და აჩვენებენ სწორ გზას. ამ პიროვნებებს აქვთ ენების ათვისების კარგი უნარი და ასევე განვითარებული ფსიქოლოგიური შესაძლებლობები. მაგალითად, როგორიცაა ემპათია.თვის მე-9 დღეს იბადებიან ისინი, ვინც ადვილად ითვისებს ყველაფერს. ხშირად, ასეთ ბავშვებს საერთოდ არ აინტერესებთ სკოლაში სწავლა, რადგან ისინი ძალიან ჭკვიანები არიან საამისოდ. მშობლებისთვის საუკეთესო ტაქტიკაა – რჩევისთვის მიმართონ ასეთ ბავშვებს. მხოლოდ ასე წარიმართება სწავლება და აღზრდა შეფერხების გარეშე. მხოლოდ ასე შეძლებენ დედა და მამა ნამდვილი ბრძენის აღზრდას. როდესაც ასეთ ბავშვებს რჩევისთვის მიმართავ, ისინი სწრაფად იხსნებიან და მზად არიან დასახმარებლად.

ასეთი კომუნიკაცია ხელს უწყობს ბავშვთან კარგი ურთიერთობის დამყარებას. სოციალიზაციის დონე მაშინვე სწრაფად იზრდება, ბავშვები აქტიურად ერთვებიან თამაშში და ენდობიან მშობლებს, რომლებმაც მათი სტატუსი აღიარეს. ასეთ ბავშვებთან არ ღირს ურთიერთობა პოზიციიდან: “მომაწოდე, მომიტანე, ეს გააკეთე, ის გააკეთე”. ბავშვები თავად გააკეთებენ ყველაფერს, თუ მათ ისე მოექცევით, როგორც თანასწორს. ასეთ ბავშვზე ზეწოლა და მისი დამორჩილების მცდელობა საკუთარი სიამაყის გამო – არ არის კარგი იდეა.

თვის მე-18 დღეს დაბადებული ადამიანის დახასიათება – რიცხვი 18 – არის დაბადების ერთ-ერთი ყველაზე რთული რიცხვი. ერთიანი და რვიანი არის მამაკაცის მახასიათებლები, რაც ხშირად იწვევს ძლიერ სიამაყეს. როგორ მოვექცეთ ბავშვს, რომელიც 18-ში დაიბადა? ალბათ, მოთმინება უნდა გამოიჩინოთ და განავითაროთ ბავშვის საუკეთესო თვისებები. მაგალითად, კარგია ხელოვნება. ის ათავისუფლებს შინაგან რეზერვებს და ასწავლის სხვა ბავშვებთან ურთიერთობას.ყველასთვის, ვის დაბადების თარიღშიც არის ერთიანი, უაღრესად მნიშვნელოვანია, იპოვოს თავისი, როგორც პიროვნების უნიკალურობა. ეს შეიძლება გაკეთდეს რვიანის, ანუ ბალანსის მეშვეობით. ბევრი მიიჩნევს, რომ რვიანი არის ძალაუფლებისა და სიძლიერის ნიშანი, მაგრამ ის ასევე არის წონასწორობის სიმბოლოც. ეს რიცხვი ნიშნავს უნარს, იცხოვრო სულიერ სამყაროში და მატერიალურ სამყაროშიც.

საკმარისად რთულია ქალებისათვის, რომლებიც 18-ში დაიბადნენ. ასეთი პიროვნებები ცდილობენ მიაღწიონ ყველაფერს, თუმცა ქალმა ყველაფერი უნდა მიიღოს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ქალია. ძალის გამოყენება საკუთარი მიზნების მისაღწევად, ნაცვლად ადამიანთა შორის კავშირების გააზრებისა და ამ ინფორმაციის გამოყენებისა, ნამდვილად არ არის ქალისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი გზა. ასე თვლის ნუმეროლოგი და ძნელია არ დაეთანხმო ამას.

27 რიცხვი და ამ დღეს დაბადებული ადამიანები – ასეთ პიროვნებებს შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ ფსიქოლოგები და ესთეტები. ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფრის საკუთარ თაროებზე განთავსება, ხედავენ ცხოვრების მთლიან სურათს. ასეთი პიროვნებები, საკუთარი თავის გარშემო აერთიანებენ სხვებს და ინფორმაციას აწვდიან. ანდრეი ტკალენკო გამუდმებით აღნიშნავს, რომ ყველა ეს თვისება უნდა განავითაროთ საკუთარ თავში და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია გაკეთდეს 45 წლამდე.ნეგატიური თვალსაზრისით, ადამიანები, რომელთა დაბადების თარიღში არის ცხრიანი, მანიპულატორები არიან. მათ ბევრი იციან, მაგრამ ცოტას აკეთებენ. ჩვეულებრივ, ისინი მიჩვეულნი არიან მიუთითონ და გარშემო ყველას უთხრან, თუ როგორაა უკეთესი.

კომენტარებში მოგვწერეთ, რა აზრის ხართ ამ რიცხვებში დაბადებულ ადამიანებზე. რა პროფესიების არიან ეს პიროვნებები, რას საქმიანობენ და რა აინტერესებთ. ჩვენთვის საინტერესო იქნება ამ ინფორმაციის წაკითხვა და ნუმეროლოგის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან შედარება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს