ყოველთვის ვიცოდი, რომ სექტემბერში დაბადებული ჩემი შვილი განსაკუთრებული იყო და ნუმეროლოგმაც დაადასტურა

433

ასტროლოგები და ნუმეროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანის დაბადების თარიღი გავლენას ახდენს მის მთელ ცხოვრებაზე. ყველა ეს რიცხვი, რომელიც დაბადების დროს ემთხვევა მნიშვნელოვანია, რადგან, სწორედ ეს ხდის თითოეულ ადამიანს უნიკალურს. დღეს, პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ გაიგოთ, რა უპირატესობა ეძლევა სექტემბერში დაბადებულ ადამიანს. მართლა განსაკუთრებულები არიან თუ არა სექტემბერში დაბადებული ბავშვები?

დაბადების დღე – სექტემბერში – ნუმეროლოგი ანდრეი ტკალენკო დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა მშობლებმა აღმზრდელობით პროცესში უნდა გაითვალისწინონ, თუ რომელ თვეში (და რომელ რიცხვში) დაიბადა მათი შვილი. თანაც, სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ სექტემბრის ბავშვები ადრეული ასაკიდან კარგად აზროვნებენ, თავი – მათი ყველაზე ძლიერი მხარეა.

“იქმნება შთაბეჭდილება, რომ ასეთმა ბავშვმა აბსოლუტურად ყველაფერი იცის და ესმის. თუ სექტემბერში დაბადებულ შვილებს ან შვილიშვილებს თვალებში ჩახედავთ, იქ პატარა მოხუცებს დაინახავთ. ისინი ბრძენები არიან. სექტემბრის თავისებურება კი ისაა, რომ ბავშვები უკვე სიბრძნით მოდიან”.“სანამ ისინი პატარები არიან, ნდობით შეხედეთ მათ, ჩაიხედეთ მათ თვალებში. ასე ხდება განსაკუთრებული ინიციაცია. მშობლები ხომ ასეთი გზით მხარდაჭერას გამოხატავენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სექტემბრის ბავშვებისთვის ძალიან რთულია ჩვენს მატერიალურ სამყაროსთან ადაპტაცია”, – თვლის ტკალენკო.

სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ასეთი ბავშვი თავიდანვე უნდა აღიქვათ, როგორც ჩამოყალიბებული პიროვნება. ასეთ ბავშვს ქვეცნობიერის დონეზე ესმის, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უცნობ სიტუაციაშიც კი. ამიტომ, არ ღირს ბავშვის ნათქვამის უგულებელყოფა.

“თუ ბავშვს თქვენი დაგეხმარება მოუნდება და თქვენ კი ყველაფერს პირიქით გააკეთებთ, მაშინ მხოლოდ წარმოიდგინეთ, როგორი დარტყმა იქნება ეს მისთვის. ამიტომ, დაფიქრდით, რა სახის უარყოფა ექნება მას შიგნით. ეს დიდი ტვირთია სექტემბრის ბავშვისთვის, თუ მას მოატყუებენ ერთხელ, მეორეჯერ, მესამეჯერ. ის ამ წყენებს მთელი ცხოვრების მანძილზე ატარებს აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მათ გონებაში სწორედ დადებითი ემოციები დაგროვდეს. ეს ხელს შეუწყობს თანდაყოლილი სიბრძნის გააქტიურებას. თანაც, არ იფიქროთ, რომ ამ ბავშვებმა არაფერი არ იციან. მათ საკმარისად ბევრი იციან, ისინი საშველად მივიდნენ, რათა მშობლებისთვის ეჩვენებინათ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ახალ დროში“, – თვლის ანდრეი.

ბავშვების შესაძლებლობები – რაც შეეხება შესაძლებლობებს, აქ აღსანიშნავია უცხო ენებისადმი მიდრეკილება. სექტემბრის ბავშვები ადვილად ეუფლებიან რამდენიმე ენას. მათ აქვთ ფსიქოლოგების და მენეჯერების უნარები. ისინი კარგად აღიქვამენ მუსიკას, ხატავენ, ადვილად ითვისებენ სიახლეებს და გენერირებენ ინოვაციურ იდეებს.3 და 12 სექტემბერს უფრო მეტად დიპლომატიური და ხელოვანი ბავშვი იბადებიან. 5 და 14 სექტემბერს იბადებიან ისინი, ვინც განსაკუთრებით კარგია უცხო ენებსა და მუსიკაში. 11 სექტემბერს განსაკუთრებით ჭკვიანი ბავშვები იბადებიან.

7, 8, 17, 26 სექტემბერს იბადებიან ბავშვები, რომლებსაც საკმაოდ უჭირთ ადაპტაცია. ხშირად, მშობლები ასეთ ბავშვს დიდ თავისუფლებას არ აძლევენ, ჩარჩოში კეტავენ. ეს ხელს უშლის მას განვითარდეს და გახდეს ისეთი გამორჩეული ადამიანი, როგორიც შეიძლება გამხდარიყო მშობლის ზემოქმედების გარეშე.სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ მშობლები თავიდანვე განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა ბავშვმა პირველი ნაბიჯები სწორად და დროულად გადადგას. შემდეგ კი, ბავშვი თავად განვითარდება იმ რეჟიმში, რომელიც ყველაზე უფრო მეტად არის მისთვის მისაღები.

ნუმეროლოგი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სექტემბერში დაბადებულ ბავშვებს შთამბეჭდავი მომავალი აქვთ. სწორედ, ეს ადამიანები იქნებიან სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სტრუქტურების მმართველები. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მართვაშიც კი შეუძლიათ გადამწყვეტი როლის შესრულება.რის თქმა შეგიძლიათ სექტემბერში დაბადებულ ბავშვებსა და ზრდასრულ ადამიანებზე? მართლა განსაკუთრებულები არიან ისინი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს