უხუცესი ნეჩაი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამიერკარპატელი მოლფარია. ის კურნავდა ადამიანებს, ურთიერთობდა ბუნებასთან და ჰქონდა წინასწარმეტყველების ნიჭი. მოლფარი ნეჩაი ყველაზე ბევრს უკრაინაზე საუბრობდა, რადგან ეს მისი სამშობლოა.მან იწინასწარმეტყველა კორონავირუსის და ომიც შესახებაც კი. paparazzi.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, მოგითხრობთ, თუ კიდევ რის შესახებ გვაფრთხილებდა კარპატელი მოლფარი.
მოლფარი ნეჩაი უკრაინის შესახებ – მიხაილ ნეჩაი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ბრძენი, წინასწარმჭვრეტელი, მკურნალი, ფსიქოლოგი უკრაინულ სოფელ ზემო იასენოვიდან, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. მისი ბებია იყო მკურნალი, რომელმაც შენიშნა მიხაილის ნიჭი და დაიწყო მისი განვითარება. 8 წლის ასაკში მას შეხებით შეეძლო ადამიანების განკურნება. ყველაზე დიდ ძალად ის სიტყვას მიიჩნევდა. იგი უანგარო იყო.რუსებს პლანეტის უძველესს ხალხს ეძახდა. მან იცოდა თავისი სხვა სამყაროში გადასვლის დრო, მაგრამ არაფერი გააკეთა ამის თავიდან ასაცილებლად (მნახველის მიღებისას დაჭრეს). მას 90 წელი შეუსრულდებოდა.
მიხაილ ნეჩაი ბრატსლაველი პოლკოვნიკის დანიელ ნეჩაის შთამომავალი იყო, რითაც უხუცესი ძალიან ამაყობდა. იგი ხალხს მკურნალობდა, ლოცულობდა დაცვისთვის, ინახავდა უძველეს ცოდნასა და კულტურას. მოლფარი ნეჩაი ერთგული ქრისტიანიც იყო და პარალელურად წარმართიც. უხუცესი ბუნების ძალებს სცემდა თაყვანს.“წარმართობა ბუნებაა, ბუნება კი ჩვენ ვართ. თუ ჩვენ ვანადგურებთ ბუნებას, მაშინ ჩვენ ვანადგურებთ საკუთარ თავს, რადგან ჩვენ ბუნების ნაწილი ვართ!“ – ამბობდა მოლფარი.
“უფლის სასჯელი ყოველთვის უწევს მათ, ვინც ცოდვას სჩადის. უფლის პირველი სამსჯავრო იყო წყალი (გაიხსენეთ ნოეს კიდობანი), მეორე კი ცეცხლი. ყველაფერი დაიწვება. ცივილიზაციამ უნდა მიაღწიოს თავის აპოგეას. შემდეგ კი ისევ დაიწყება ათვლა ქვის ხანიდან!” – ამბობდა ნეჩაი.“დადგება დრო, როცა ადამიანები წყლის ქვეშ იპოვიან პირამიდებს და მაშინ გაირკვევა უკვდავების საიდუმლო. ადამიანები გახდებიან კერპები. არა ღმერთები, არამედ კერპები. ცივილიზაციები მიჰყვება იერარქიას. არიან ჩვენზე მაღლა და ჩვენზე დაბლა მდგომები. მოვა ისეთი მაღალი ცივილიზაცია, რომელიც სხვა სისწრაფით იცხოვრებს. ჩქაროსნული მოძრაობა გაიწმინდება და ტელეპათიის ხანა დაიწყება. მაგრამ, ამის შემდეგ დადგება გასულელების ხანა. ადამიანები დაივიწყებენ ღმერთის რწმენას, შეწყვეტენ რაღაცისკენ სწრაფვას. ამის შემდეგ კაცობრიობას გლობალური კატასტროფა დაატყდება თავს და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება!”- ამბობდა მოლფარი მომავალის შესახებ.
კარპატელი მოლფარის მიხაილ ნეჩაის ბოლო წინასწარმეტყველება ჟღერს ასე: “ყოველი ნაბიჯით ქვემოთ ჩავდივართ. ჩვენი გენოფონდი შეიცვლება”. ამას, ის ამბობს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ მთლიანად ცივილიზაციაზე.მან თქვა, რომ ასეთი სახელმწიფო არ იქნება, მასში მცხოვრები ხალხები კი სხვა ქვეყნებში გაიფანტებიან და ბოლოს მშვიდობას მოიპოვებენ. მათ ემახსოვრებათ სამშობლო, შთამომავლებს შიშით მოუყვებიან დაკარგული ქვეყნის შესახებ.ნეჩაი რუსებს პლანეტის უძველეს ხალხს უწოდებდა და ამბობდა, რომ მათგან წარმოიშვა მსოფლიოს მრავალი სხვა ხალხი. მოხდება გადანაწილება. უკრაინის ნაწილი მადიარებისა და ჩეხების გახდება, გალიჩინა პოლონეთის, აღმოსავლეთ და ცენტრალური უკრაინა რუსეთის, ბუკოვინა რუმინეთის.
მიხაილ ნეჩაი თვლიდა, რომ უკრაინა გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუკაზე არ იქნებოდა. ”მაგრამ, ეს დროებითია!“ – დასძინა მან თავის ბოლო ინტერვიუში.იგი სულ სხვა სახით აღორძინდება. ეს იქნება სხვა ქვეყანა და არა ამ მხარეებში. უკრაინის ახალი მდებარეობის ადგილად მან ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი დაასახელა, სადაც შეერთებული შტატებისა და კანადის დაცემის შემდეგ გაჩნდება მრავალი სახელმწიფო, რომლებიც ჩამოყალიბდება ემიგრანტების ეროვნების მიხედვით, რომლებიც ამ რაიონის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. უკრაინის ახალ დედაქალაქად მან ტორონტო დაასახელა.
რჩევა რედაქციისაგან: “კარმის კანონი ნამდვილად არსებობს. არაფერი ასწავლის ადამიანს ისე, როგორც უბედურება. ვინც გასაჭირში არ ყოფილა, მან თავისუფლების ფასი არის. თუმცა, მძიმე პერიოდის შემდეგ, ყოველთვის თენდება!” – ამბობს მოლფარი ნეჩაი უკრაინის შესახებ.ჩემი სახელით კი ვიტყვი, რომ პირადად მე, არ ვეთანხმები იმას, რასაც მოლფარი უკრაინის მომავალზე ამბობდა. თქვენ რას იტყვით ამ წინასწარმეტყველებებთან დაკავშირებით? გჯერათ იმისი, რასაც ამიერკარპატელი უხუცესი ამბობდა?