დღეს ჯუნ შენონი ამბობს, რომ მჭამელა “მსუქანა” ჯერ კიდევ ბავშვობიდან იყო. იაფფასიანი კვება და პასიური ცხოვრება სწრაფად დაეტყო მის ფორმებს – 30 წლის ასაკში 200 კგ-ს იწონიდა!
ჯუნი ამერიკაში ენერგიული და მომხიბლავი ქალიშვილის, ჰანა ბუბუს წყალობით გახდა პოპულარული. სახელოვანმა პროდუსერებმა ფუმფულა დედის მსახიობური ნიჭი შენიშნეს და კონტრაქტი შესთავაზეს. დაიწყო ტელეგადაცემის გადაღებები, რომლის მსვლელობისასაც ჯუნი გახდომას აპირებდა.
მისი მთავარი მიზანი იყო ყოფილ ქმარზე ნიშნის მოგება: მამაკაცი მუდმივად შეურაცხყოფდა ქალს ჭარბი წონის გამო, საბოლოოდ კი დაშორდა და სხვა ქალთან წავიდა. შენონს გახდომა ძალიან უნდოდა, რათა ყოფილი ქმრის ქორწილზე განსაცვიფრებელი გარეგნობით მისულიყო.
200 კგ წონის ადამიანს ჩვეულებრივი ვარჯიშები ვერ დაეხმარება. კუჭის შუნტირება დიდი ხანია ოქროს სტანდარტად და ნომერ პირველ მეთოდად იქცა მსგავსი შემთხვევებისთვის, ამიტომ, პირველ რიგში, ქალი საოპერაციო მაგიდისკენ გაეშურა.
ოპერაციის შემდეგ, შენონმა უარი თქვა მავნე საკვებზე. “მე უბრალოდ ვზღუდავ ულუფებს და ვცდილობ, ნაკლები ნახშირწყალი მოვიხმარო. თუმცა, მაქვს სისუსტეებიც – ვერ ვამბობ უარს ყველსა და ყურძენზე.” – თქვა მან.
შენონის გახდომის ერთ-ერთი საიდუმლოა ძილი შუადღემდე და საუზმის გამოტოვება. რა თქმა უნდა, მკაცრი გრაფიკის მქონე ადამიანები ასე ვერ მოიქცევიან, თუმცა მსახიობი, გადაღებებს შორის, ხშირად იყენებდა ამ მიდგომას.
როცა ჯუნს ასეთი მკვეთრი ცვლილებების მიზეზზე ჰკითხეს, მან უპასუხა: “ჩემი ყოფილი ქმარი სადაცაა დაქორწინდება და მინდა, რომ თავისი გადაწყვეტილება ინანოს.” ქალმა საუკეთესო და სასარგებლო გზა იპოვა შურის საძიებლად.
შეუპოვარი ვარჯიშებისა და მკაცრი დიეტების შედეგებს შეუიარაღებელი თვალით ნახავთ. ისღა დაგვრჩენია, ქალს ვუსურვოთ ღირსეულის ქმრის პოვნა, რომლისთვისაც ადამიანის შინაგანი სამყარო გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე მატყუარა გარეგნობა.