ზოგჯერ არ ვიცი ხოლმე რა მოვიმოქმედო, ამ დროს ვკითხულობ ჯოზეფ მერფის აზრებს და პასუხი თავისთავად მოდის.

601

როდესაც არ ვიცი საით წავიდე, ვკითხულობ ჯოზეფ მერფის აზრებს და პასუხი თავისთავად მოდის. ის ამბობდა, რომ ჩვენ, ადამიანები ბედნიერებისთვის ვართ შექმნილი. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით ჯოზეფ მერფის ბრძნულ აზრებზე.

ჯოზეფ მერფი

“შენი ფიქრები – შენი ენერგიაა. ჩვენ ვხდებით ის, რასაც განვიკითხავთ. საკუთარი თავის დაგმობა ნამდვილი ჯოჯოხეთია, საკუთარი თავის პატიება კი – სამოთხე. დაიმახსოვრეთ: ყველა წინსვლა იწყება საკუთარი თავიდან.თუ გულწრფელად გჯერა, რომ შეგიძლია გახდე ის, რაც გინდა, აუცილებლად გამოგივა. ეს ყოველთვის ასე იყო და დღესაც ასეა!” – წავიკითხე მერფის ერთ-ერთ წიგნში. ამის შემდეგ თითქოს რაღაც გადატრიალება მოხდა ჩემს გონებაში.

ჯოზეფ მერფი არის ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი მწერალი. მან დაწერა 30-ზე მეტი წიგნი და შექმნა ასობით სამეცნიერო “ლოცვა”, რომელიც დღესაც უკეთესობისკენ ცვლის ადამიანის ცხოვრებას. ის 50 წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ქვეცნობიერის შესაძლებლობების შესახებ.ის ურჩევდა ადამიანებს დილით და საღამოს 5 წუთის განმავლობაში  ჩაეხედათ სარკეში და ხმამაღლა ეთქვათ: ” მე ვადიდებ ღმერთს ჩემში, რომელიც კურნავს, აღადგენს, ალამაზებს და ამრავლებს ყველაფერ კარგს, რაც ჩემშია!” გაგიკვირდებათ და მაშინვე აივსებით კოსმიური ენერგიით, რომელიც შემოიტანს თქვენში სიყვარულს, მშვიდობას, ჰარმონიას და სისავსეს.

გსურს ცვლილებები? მაშინ უნდა გჯეროდეს, რომ ის იქნება. დაიჯერეთ სასწაულის!გთავაზობთ მერფის მეცნიერულ ლოცვას, რომელიც დაგეხმარებათ კეთილდღეობის და სიმდიდრის მოზიდვაში: “ღმერთი არის ჩემი კურთხევის წყარო: იქნება ეს ენერგია, სიცოცხლისუნარიანობა, სწორი მოქმედება, თუ სიმდიდრე, რომელიც ძალიან მჭირდება.ვიცი, რომ ჩემი ქვეცნობიერის შემოქმედებით ძალებს შეუძლიათ ყველაფერი მომცენ. ყოველ დღე უკეთესი დამოკიდებულება მაქვს ადამიანებთან, ღვთაებრივი სიმდიდრე იღვრება ჩემში! ჩემი აზრები ქვეცნობიერში აღწევს და რეალიზდება კეთილდღეობაში.ეს ძალიან მშვენიერია. მე ერთი მთლიანობა ვარ ჩემი ქვეცნობიერის უსაზღვრო სიმდიდრესთან ერთად. მე მაქვს უფლება ვიყო ბედნიერი, მდიდარი და იღბლიანი!

მერფის წიგნები – ამ მწერალს პირველად გავეცანი წიგნით “საკუთარი ბედის მართვა”. ეს წიგნი საშუალებას აძლევს მკითხველს დაეუფლოს ძალას, რომელსაც შეუძლია სასწაულის მოხდენა.როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, ან მაქვს თავისუფალი დრო, მივდივარ ჩემს საყვარელ წიგნების მაღაზიაში. ერთხელ, პანდემიის დროს შევედი და უაზროდ დავხეტიალობდი თაროებთან.უცნობმა ქალმა მირჩია, არჩევანი გამეკეთებინა მერფის წიგნზე ეზოთერიზმის შესახებ. მე ხელში ავიღე წიგნი და მას შემდეგ მისი ერთგული მკითხველი გავხდი. გაგიზიარებთ ლოცვას წიგნიდან “გონების მაგიური ძალა.” ამ ლოცვას მანტრასავით ვიმეორებდი მრავალი წლის განმავლობაში და საოცარი ძალით ვივსებოდი.

“ღვთის საჩუქარი – ჩემი საჩუქარია. მე თითოეულ მათგანს ვიყენებ. ჩემთან არის ღვთაებრივი ჰარმონია, მშვიდობა და სიუხვე. ღვთაებრივი სიყვარული მოდის ჩემგანაც, აკურთხებს ყველას, ვინც ჩემს გარშემოა.ეს სიყვარული ახლა მკურნავს მე. არ მეშინია ბოროტების, რადგან ღმერთი ჩემთან არის. ყოველთვის გარშემორტყმული ვარ ღვთაებრივი სიყვარულით და ძალით.ვადასტურებ, ვგრძნობ, ვიცი, მჯერა იმის, რასაც ღვთიური სიყვარულისა და რწმენის ჯადოქრობა წარმართავს.ყველას ვპატიობ გულწრფელად და ვასხივებ ღვთაებრივ სიყვარულს, მშვიდობასა და კეთილგანწყობას ყველა ადამიანისთვის, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩემი არსების ცენტრში სუფევს მშვიდობა, ეს არის უფლის მშვიდობა.

მე ვარ სუფთა წყარო ღვთაებრივი სიყვარულის, ჭეშმარიტებისა და სილამაზის. ვგრძნობ როგორ მიედინება ჩემში სიმშვიდის მდინარე. ვიცი, რომ ყველა პრობლემა დნება ღმერთის გონებაში. ღვთის გზა ჩემი გზაა. სიტყვები, რომელსაც მე ვამბობ, მიდის იქ, სადაც ვაგზავნი. მიხარია და მადლიერი ვარ, რადგან ვიცი, რომ ჩემი ლოცვა შეისმინება. “ეს ლოცვა უნდა წაიკითხოთ დილით და საღამოს ნახევრად მძინარე მდგომარეობაში. იკითხეთ გულწრფელად და გრძნობით. ის უნივერსალურია და ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება გაიუმჯობესოს ცხოვრება.

რჩევა რედაქციისგან: ძალიან მომწონს, რომ მერფი თავის წიგნებში უბრალოდ და გასაგებად გადმოსცემს თავის აზრებს, ყოველგვარი აბსტრაქტული ფრაზების გარეშე.სტატიას დავასრულებ ჩემი საყვარელი ციტატით: “სამოთხე და ჯოჯოხეთი ჩვენშია. თუ ჩვენ ვიქნებით ბოროტები, სამყაროც ბოროტი იქნება. თუ ვიქნებით ხარბები, სამყაროც გაუმაძღარი იქნება. თუ გვინდა პატიება, ჯერ ჩვენ უნდა ვაპატიოთ. დაიწყეთ საკუთარი თავით – ეს არის ყველაფრის გასაღები!თქვენ იცნობთ ამ მწერლის შემოქმედებას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს