ნამდვილი მეგობარი ძალიან ცოტაა. ეს არიან ადამიანები, რომლებთანაც იზიარებთ ბედნიერ წუთებს და გვერდით გიდგანან, როცა გიჭირთ. კარგი ურთიერთობა შეიძლება ბევრ ადამიანთან გქონდეს, მაგრამ არ გახდნენ მეგობრები. ჩვენ თავად ვირჩევთ მეგობრებს და საკუთარ მშობლებზე მეტად ვენდობით. არიან ტოქსიკური მეგობრებიც, რომლებიც გვირთულებენ ცხოვრებას და გვაცლიან სასიცოცხლო ენერგიას. არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომელიც მიუთითებს მეგობრის ორგულობაზე და მასთან სამუდამოდ უნდა გაწყვიტოთ ურთიერთობა.
ტოქსიკური მეგობრები
კომუნიკაციის დროს ასეთი მეგობრები მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობენ და იშვიათად ინტერესდებიან თქვენი ცხოვრებით. “როგორ ხარ?” – ამ სტანდარტული კითხვის შემდეგ იწყება ჩივილი და უკმაყოფილება. ტოქსიკური მეგობრები თვლიან, რომ მათი საქმეები და წარმატებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი. ხოლო, თუ საკუთარ თავზე ისაუბრებთ, ეგოიზმში დაგადანაშაულებთ. ნამდვილმა მეგობარმა იცის, როგორ მოგისმინოს და გაგამხნევოს ნებისმიერ სიტუაციაში. თუ გრძნობთ. რომ ადამიანთა ურთიერთობა ეფუძნება თქვენს ალტრუიზმს, ნუ დახარჯავთ მასზე ენერგიას.
არ უხარიათ თქვენი წარმატებები – კარგ მეგობარს თქვენი წარმატება საკუთარივით უხარია. მეგობრობის ყველაზე სასიამოვნო ნაწილი სიხარულის გაზიარება და ბედნიერი წუთების ერთად აღნიშვნაა. ტოქსიკურმა მეგობრებმა ეს არ იციან. მათთვის მეგობრობა ერთგვარი შეჯიბრია, ისინი აუფასურებენ თქვენს წარმატებებს და არაფრად აგდებენ.
აგრესიული რეაქცია უარზე – მეგობრები ნებისმიერ სიტუაციაში მხარს უჭერენ ერთმანეთს, მაგრამ შეუძლებელია ზოგჯერ ამის გაკეთება. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს დრო, ან რესურსი თანადგომისთვის. ადეკვატურ მეგობრებს ეს ესმით, ტოქსიკური მეგობარი კი ბრაზდება და იბუტება, თუ რამეს ვერ შეუსრულებთ.
არ შეგიძლია, რომ მეგობარს ენდო – თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი მეგობარი არ ინახავს საიდუმლოს და ნებისმიერ დროს შეუძლია გასცეს, შეწყვიტეთ მასთან ურთიერთობა. მეგობრობა არის ურთიერთგაგება და მხარდაჭერა. თუ ეჭვი გეპარებათ მის გულწრფელობაში და ხედავთ, რომ ის გიყენებთ საკუთარი გეგმებისთვის, უბრალოდ დაემშვიდობეთ.
დაღლილობა ურთიერთობის შემდეგ – ერთი შეხედვით, ადამიანი შეიძლება გამოიყურებოდეს მხიარულად და პოზიტიურად, მაგრამ მასთან ურთიერთობის შემდეგ გიჩნდებოდეთ დაღლილობის და გაღიზიანების შეგრძნება. ეს ნიშნავს, რომ ის თქვენგან სასიცოცხლო ენერგიას იღებს. მეგობრებმა ერთმანეთი უნდა გაახალისონ და გააძლიერონ რთულ დროს. ნამდვილი მეგობრობა ბუნებრივი და სასიამოვნოა, გავსებთ ბედნიერებით და სიხარულით. თუ ასეთი შეგრძნება არ გაქვთ, ის არ არის კარგი მეგობარი.
რჩევა რედაქციისგან: გარემო უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანზე. ამიტომ მნიშვნელოვანია, გაფილტროთ იმ ადამიანებისგან, ვინც ართულებს თქვენს ცხოვრებას. ჩამოწერეთ ფურცელზე ყველაფერი, რაც ხელს უშლის თქვენს წარმატებას ცხოვრებაში, შემდეგ დაწვით ეს ფურცელი და წარმოთქვით სიტყვები: “ჩემს წარუმატებლობას ცეცხლს ვაძლევ!” თქვენ იგრძნობთ გარკვეულ შვებას და იპოვით ახალ გზებს.ცხოვრების განმავლობაში უამრავ ადამიანს შეხვდებით, რომლებიც იქებიან თავაზიანებიც და მეგობრულებიც, მაგრამ ნამდვილი, სანდო მეგობარი იქნება მხოლოდ რამდენიმე, თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანი. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.