ექსპრეს გაშლა. რატომ დუმს, რის დამტკიცება სურს ამით?

621

მოგესალმებით! დღეს paparazzi-ის რედაქციამ მოგიმზადათ – ტაროს გაშლა, თემაზე: რატომ დუმს, რის დამტკიცება სურს ამით? ახლა კი მოდით გადავიდეთ დღევანდელ ზოგად გაშლაზე. ზემოთ მოცემულ ფოტოზე ამოირჩიეთ ერთ-ერთი ქვა.

ვარიანტი 1. (ჟოლოსფერი ქვა)

თქვენ და ის: თქვენ – კვერთხების რაინდი, ძალიან აქტიური, ნათელი, საქმიანი ქალი, ვისთვისაც ყოველთვის მნიშვნელოვანია მოვლენების ცენტრში ყოფნა. თქვენ არ გსურთ ერთ ადგილზე გაჩერება, გსურთ განვითარება, წინსვლა, მათ შორის ურთიერთობებში. მზად ხართ ამისათვის დაიხარჯოთ – როგორც ემოციონალურად, ასევე ფიზიკურად. თქვენთვის მნიშვნელოვანია დინამიკა, არა იმდენად საბოლოო შედეგი, რამდენადაც თავად პროცესი.ის – უფროსი არკანის სამართლიანობის მიხედვით, საკმაოდ მშვიდი, თავდაჯერებული და გონიერი ადამიანია. მას ესმის, რომ ყველაფერზე, რაც მის თავს ხდება თავადაა პასუხისმგებელი. შეუძლია დაინახოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იმას შორის, რაც იყო ადრე იყო და რაც ხდება ახლა.

რატომ დუმს? იმიტომ, რომ მან არ იცის, სინამდვილეში რას ნიშნავს მისთვის თქვენი ურთიერთობა. დიახ, ადრე მას ზედმეტად მოსწონდით, თქვენს ურთიერთობას „ვარდისფერი სათვალით“ უყურებდა, ახლა კი ხვდება, რომ ეს ყველაფერი გამოგონილი იყო. ის თავისთვის ბევრ რაღაცას არკვევს, იწყებს სიტუაციის დანახვას უკვე არსებული რეალობის პოზიციიდან. მას ესმის, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც თავდაპირველად წარმოიდგენდა საკუთარ ფანტაზიებში.რის დამტკიცება სურს მას თავისი დუმილით? არაფრის. ის ახლა საერთოდ არ ფიქრობს ამაზე. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ყველაფერი საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რათა კვლავ დაიბრუნოს სულიერი ჰარმონია.რა მოხდება მომავალში? აღორძინება – თავად არკანის სახელწოდება იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ შორის ახალი ეტაპი დაიწყება. დაჯდება, იფიქრებს და შემდეგ მიხვდება, რომ მას ნამდვილად სჭირდებით, ენატრებით, ფიქრობს თქვენზე და სურს ყველაფრის თავიდან დაწყება. სურს ამ ურთიერთობის დაბრუნება. დიახ, ამას გარკვეული დრო დასჭირდება, ის თავად უნდა მივიდეს ამ გადაწყვეტილებამდე. თუმცა, მთავარი არის ის, რომ ეს მოხდება.

ვარიანტი 2. (ნარინჯისფერი ქვა)

თქვენ და ის: სიგნიფიკაცია ძალიან წააგავს წინა ვარიანტისას. თქვენ ხართ აქტიური, იმპულსური, კაშკაშა ქალი, რომელსაც ბევრი იდეა, წამოწყება და პროექტი აქვს. სხვა საქმეა, რომ ბევრი მათგანი რჩება გეგმებისა და იდეების დონეზე, რადგან მერყევი ქალი ხართ: სწრაფად ინთებით, მაგრამ ასევე შეიძლება სწრაფად დაკარგოთ ინტერესი, რადგან უკვე სხვა რამით ხართ გატაცებული.მამაკაცი, რომლის შესახებაც ეკითხებით კარტს, პირიქით, მშვიდი, მოაზროვნე ადამიანია, რომელიც ყოველთვის ასრულებს დაწყებულ საქმეს. ჭკვიანი, ინტელექტუალური მამაკაცი, საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. ადამიანი, რომელსაც სურს ყველაფრის გაკონტროლება. თანაც, არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების, არამედ იმ ხალხისაც, ვინც მის გარშემოა. ურთიერთობაში შეიძლება ცივი ჩანდეს, მაგრამ ამავდროულად, ეს ადამიანი დახვეწილი ფსიქოლოგია, რომელმაც იცის, როგორ მოახდინოს მანიპულირება ქალზე, რათა ის ისე მოიქცეს, როგორც მას სჭირდება.რატომ დუმს? აქ, აშკარად პირველი ვარიანტი მეორდება და მახასიათებლები ძალიან მსგავსია. მისი დუმილის მიზეზიც იგივეა, თასების შვიდიანი, კარტი, რომელიც ამბობს, რომ მამაკაცი იაზრებს თქვენს ურთიერთობას, წყვეტს ოცნებას, სიტუაციას უფრო რეალურად უყურებს. იხსნის ვარდისფერ სათვალეს.რის დამტკიცება სურს მას თავისი დუმილით? ერთგვარი, არც თუ ისე სერიოზული დამოკიდებულების თქვენს, როგორც ქალის მიმართ, რომ მას თქვენი დაკარგვის მაინცდამაინც არ ეშინია. შეიძლება, არც ისე დელიკატურად ჟღერდეს, მაგრამ ადამიანს სურს გაგაგებინოთ, რომ თქვენ თქვენი ადგილი უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მისთვის სამყაროს ცენტრი, ის, ფაქტობრივად, არაფერს დაგპირებიათ და, პრინციპში, არც არის მზად დაპირებისთვის.რა მოხდება მომავალში? გამოჩნდება, დაგიკავშირდებათ და თანაც ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. არაფერს არ აგიხსნით. უბრალოდ მოგწერთ რაიმე ნეიტრალურს ან დარეკავს, რათა ისაუბროთ „არაფერზე“.

ვარიანტი 3. (ცისფერი ქვა)

თქვენ და ის: ახლა საკმაოდ გაუგებარ, აპათიურ ემოციურ მდგომარეობაში ხართ, როცა თითქოს ყველაფერი თავისი გზით მიდის, ცხოვრებაში არის გარკვეული სტაბილურობა, მაგრამ თქვენ არაფერი გახარებთ, არაფერი გაინტერესებთ, არაფერი არ გინდათ. შესაძლოა, თქვენ თავად ხართ ცხოვრებისადმი პესიმისტური დამოკიდებულების მქონე ქალი, ან იქნებ, არც ისე სასიამოვნო გარემოებებმა განაპირობა ის, რომ ახლა ასე გრძნობთ თავს.არც მამაკაცს აქვს ახლა საუკეთესო პერიოდი, რადგან გამოვიდა ხმლების ათიანი – სერიოზული დანაკარგების კარტი. მაგალითად, შეიძლება ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, სერიოზული თანხა დაკარგა, ან აქ, დანგრეულ ურთიერთობაზეა საუბარი. ყოველ შემთხვევაში, ის ახლა ძალიან მტკივნეულად აღიქვამს ამ მდგომარეობას. მას ეჩვენება, რომ ეს დასასრულია, რომ მეტი არაფერი აღარ იქნება.

რატომ დუმს? აქ გამოდის სამსახურის კარტი, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ მამაკაცი ახლა შესაძლოა მთლიანად საქმეებში იყოს ჩაძირული ან ახალი სამსახურის ძიებაში იყოს, ან საკუთარ მატერიალურ-საყოფაცხოვრებო საკითხებს აგვარებდეს.რის დამტკიცება სურს მას თავისი დუმილით? ის არ არის დარწმუნებული, რომ თქვენს შორის შესაძლებელია სწორედ ისეთი ურთიერთობა, რომელიც მას თავდაპირველად სურდა. მას ახლა ბევრი ეჭვი აქვს და, როგორც ჩანს, მას სურს საკუთარი თავის გამოვლენა, მაგრამ ის ელოდება თქვენს მხრიდან რაიმე აქტივობას, რათა დარწმუნებული იყოს, რომ თქვენც ხართ დაინტერესებული მისით და ამ ურთიერთობით.რა მოხდება მომავალში? თქვენს ურთიერთობაში დასრულდება უსიამოვნო და გაუგებარი ეტაპი. კარტი გვიჩვენებს ურთიერთობას, რომელიც კომფორტულია ორივესათვის. ერთმანეთს შეხვდებით, ისაუბრებთ, ერთად კარგად გაატარებთ დროს. თუმცა, ჯერ მუდმივ ურთიერთობასა და მომავალის გეგმებზე საუბარი, აქ არ არის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს