წინდახედული დიასახლისი ამარინადებს ბულგარულ წიწაკას მხოლოდ ბალკანური რეცეპტის მიხედვით. ის დიდხანს ინახება ქილებში და არ ფუჭდება.

0
1349

ბულგარული წიწაკის მარინადს ვამზადებ ბალკანური რეცეპტის მიხედვით. ცივ ზამთარში ეს ხრაშუნა და გემრიელი კერძი სუფრას პირველი ტოვებს. კიტრს და სხვა ბოსტნეულს არავინ უყურებს, სანამ მაგიდაზე ბულგარული წიწაკის მარინადი დევს.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ ბულგარული წიწაკის მწნილის მომზადების წესს.

ინგრედიენტები

  • 3 კგ. ბულგარული წიწაკა
  • 7 კბილი ნიორი
  • ოხრახუში
  • შავი პილპილის მარცვლები
  • 1 ლ. წყალი
  • 200 გრ. შაქარი
  • 2 ს/კ მარილი
  • 250 მლ 9%-იანი ძმარი
  • 100 მლ. მცენარეული ზეთი

მომზადების წესი

1 . გარეცხეთ წიწაკები, მოაჭერით ყუნწები და დაჩხვლიტეთ ჩანგლით.

2 . ჩაასხით ჯამში წყალი. დაუმატეთ ძმარი, შაქარი, მარილი და მცენარეული ზეთი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.

3 . ადუღებულ მარინადში ჩააწყვეთ ბულგარული წიწაკები. ხარშეთ 3 წუთის განმავლობაში ჯერ ერთი მხრიდან, შემდეგ 3 წუთი მეორე მხრიდან.

4 . წვრილად დაჭერით ნიორი.

5 . სტერილურ ქილაში ჩააწყვეთ შავი პილპილის მარცვლები, ნიორი და ოხრახუში. შემდეგ ჩააწყვეთ მოთუშული ბულგარული წიწაკები. ხის კოვზით კარგად ჩატკეპნეთ, შეავსეთ ქილა და თავზე ისევ მოაწყვეთ ნიორი და ოხრახუში.

6 . შეავსეთ ყველა ქილა იგივე წესით, ბოლოს დაასხით ცხელი მარინადი, რომელშიც მოთუშეთ ბულგარული წიწაკები

7 . დაახურეთ ქილებს ხუფები, გააგრილეთ და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას ზამთრისთვის.

რჩევა რედაქციისგან: ბულგარული წიწაკის მარინადი ტრადიციულ კერძად ითვლება სერბეთში. უკვე 10 წელია ვამზადებ მას და ზამთრის კონსერვებში ჩემი ფავორიტია.თან საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია და ახალბედა დიასახლისებიც შესანიშნავად გაუმკლავდებიან. მთავარია, ხელთ ქონდეთ საჭირო ინგრედიენტები, რომელიც სეზონზე იაფი და ხელმისაწვდომია ყველასთვის. თქვენ გაგიკეთებიათ ბულგარული წიწაკის მარინადი? გავიზიარეთ კომენტარებში.