ფული სად შევინახოთ სახლში, რათა ის სულ უხვად გქონდეთ

14220

“სახლში ფულის შენახვის ორგანიზება ნამდვილი ხელოვნებაა, რომელსაც ყველა დიასახლისი უნდა დაეუფლოს. ჩვენ ხომ ოჯახური კერის მცველები ვართ!” – მოვისმინე ერთი ჭკვიანი ასაკოვანი ქალისგან, რომელიც ცნობილი იყო თავისი ცოდნით სათუთ მატერიებზე.როდესაც ოცნებობთ სიმდიდრესა და სიუხვეზე, გახსოვდეთ და მიჰყევით გარკვეულ წესებს, რომელსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. თუ სახლში ფულს არასწორად ინახავთ, ეს ცუდად ისახება ფინანსურ მდგომარეობაზე.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როგორ შეინახოთ ფული სწორად, რათა არ შეუშალოთ ხელი მის შემოდინებას ოჯახში.

ფულის შენახვის ორგანიზება – ყველა სახლში არის ადგილები, რომელიც იზიდავს სიღარიბეს და პრობლემებს. ამ ადგილებში ფულის შენახვა არ არის სასურველი. ფულის შენახვის ადგილი უნდა იყოს უსაფრთხო და ენერგეტიკულად ძლიერი. მოარიდეთ ყველა იმ წყაროს, რომელიც ცეცხლს წარმოშობს. ცეცხლის ალი დამანგრეველ გავლენას ახდენს ბანკნოტებზე. ასევე, არ შეიძლება შენახვა კართან ახლოს.

არ არის სასურველი ფულის შენახვა კორიდორში, ან მისაღებ ოთახში. შემოსასვლელში გროვდება ბევრი უარყოფითი ენერგია და ის ფულზეც იმოქმედებს.არ არის რეკომენდებული დიდი თანხის შენახვა საძინებელში. ასეთ ადგილას ფული “იძინებს”, რაც ნიშნავს, რომ ის არ დაგროვდება. რაც შეეხება სველ წერტილებს – სააბაზანოსა და ტუალეტს – ესეც შეუფერებელი ადგილია ენერგეტიკულად.არ შეინახოთ ფული წიგნებსა და ფოტოალბომებში, რადგან ამ ნივთების ენერგეტიკა ყოველთვის პოზიტიური არ არის. მაგალითად, თუ ბანკნოტებს ჩადებთ რაიმე სახის დრამატულ რომანში, ფინანსური პრობლემები გექნებათ.

დანაზოგის დამალვა მატრასების, ან ბალიშების ქვეშ ცუდი იდეაა. ასე თქვენი ფული “დაიძინებს”, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის ფინასურ მდგომარეობაზე.ასევე, გაითვალისწინეთ, რომ საძილე ადგილას შენახულმა დანაზოგმა, შეიძლება უარყოფითი ვიბრაციები გადასცეს ადამიანს, რაც ცუდად აისახება მის ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. ამავე მიზეზით არ უნდა შეინახოთ ფული თეთრეულის და საცვლების განყოფილებაში.ფული არ უნდა შეინახოთ ელექტრო მოწყობილობების ახლოს: ტელევიზორთან, ტელეფონთან, კომპიუტერთან…

ფულს არ უყვარს განათებული ადგილები, არასდროს შეკრათ რეზინით ან რაიმე დამჭერით, ამ დროს ფინანსური არხები იბლოკება. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ფულისადმი ასეთი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს პატროისგან “გაქცევას”. გახსოვდეთ, რომ ფულს სუნთქვა სჭირდება.მაშინ სად შევინახოთ ფული? გაგიკვირდებათ და ფულის შესანახად საუკეთესო ადგილის სამზარეულო! ამ ადგილას ყოველთვის კარგი აურა ტრიალებს. ფულთან ერთად, მის გასაძლიერებლად შეინახეთ თილისმები და სიმბოლოები.დაიცავით ზომიერება. არ გამოიყენო ზედმეტი ნივთები. ეს პირიქით, სიღარიბეს მოიზიდავს თქვენს ცხოვრებაში.

რჩევა რედაქციისგან: დავამატებთ, რომ უმჯობესია დანაზოგი შეინახოთ სახლის, ან ბინის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მდებარეობს სიმდიდრის ზონა.თუ გაითვალისწინებთ ზემოთ აღწერილ წვრილმანებს, თქვენს ოჯახში მუდამ კეთილდღეობა და ბარაქა იქნება. თქვენ როგორ ინახავთ დანაზოგს? გჯერათ ენერგეტიკული ადგილების? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს