ფოტოგრაფმა ამ წყვილის ფოტოები დაარედაქტირა. ახლა ისინი მას სასამართლოში უჩივიან

355

ჯონ კილსტერი და კერი ლიპოლდი – მომავალი ცოლი და ქმარია. დანიშნვამდე, მათ საქორწილო პაკეტი 600$-ად შეიძინეს, მასში კი შედიოდა ფოტოსესია. მართალია, მეუღლეები ფოტოგების გადაღების სურვილით არ კვდებოდნენ, თუმცმცა ფული უკვე გადაიხადეს და სხვა გზა არ ჰქონდათ.

გადაღების პროცესი მოეწონა როგორც წყვილს, ისე ფოტოგრაფსაც. ისინი ერთად საუბრობდნენ, ხუმრობდნენ, იცინოდნენ და ერთმანეთს ისტორიებს უზიარებდნენ. 2 საათში ყველა კადრი უკვე გადაღებული იყო, თუმცა, როცა კეტიმ ფოტოალბომი მიიო, მის შეძრწუნებას საზღვარი არ ჰქონდა.

საქმე იმაშია, რომ ქალს 110 ფოტოდან მხოლოდ მეოთხედი მოეწონა. ზოგ მათგანზე სინათლე ძალიან თამაშობდა, დანარჩენი უჩვეულო კუთხით იყო გადაღებული, ხოლო წყვილს ყველაზე მეტად ეს სურათი არ მოეწონა.

ფოტოგრაფმა ლინდა სილვესტრიმ თავს უფლება მისცა, ამ ფოტოებში წყვილი ცოტათი გაეხდუნებინა. კეტიმ ეს აღიქვა, როგორც ფეტშეიმინგი – მსუქანი ადამიანების ზიზღი. დამკვეთს არ ესმის, თუ რატომ არ სურს მისი მიღება ისეთად, როგორიც არის.

ჯონმა და კეტმა მოითხოვეს 150$-ის დაბრუნება უხარისხო სამუშაოსთვის, თუმცა ფოტოგრაფმა უარი თქვა ამაზე. ლინდამ შეახსენა, რომ მათ შეეძლოთ, კონტრაქტი წინასწარ შეეწყვიტათ, დახარჯულისთვის თავად ფულის დაბრუნებას არ აპირებს.

გარდა ამისა, ფოტოგრაფმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც დამკვეთებს ადანაშაულებს. წერილში ლინდა ჩივის, რომ სწორედ ასეთი კლიენტების გამო იღებს სულ უფრო ნაკლებ შეკვეთას. მას კარგი რამის გაკეთება უნდოდა, შედეგად კი კრიტიკა და უკმაყოფილება მიიღო.

გარკვეული დროის შემდეგ, ფოტოგრაფმა ბოდიში მოიხადა დარედაქტირებული ფოტოებისთვის. “მე 150$ იმისთვის არ გადამიხდია, რომ საიტზე დამცინონ.” თქვა კეტი ლიპოლდმა. აი, რა გამოიწვია დანიშნულთა მშვიდობიანმა ფოტოსესიამ.

თქვენი აზრით, რომელი მხარეა მართალი? დამკვეთებმა ფოტოგრაფის ნამუშევრები 5 ვარსკვლავიდან ორით შეაფასეს, ხოლო ლინდა სილვესტრიმ დანარჩენი ექსპერტები ჯონისა და კეტის თავმომწონეობის შესახებ გააფრთხილა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს