ოთახის მცენარეები, სახლში მონეტებისა და დოლარების მოსაზიდად

631

ითვლება, რომ ზოგიერთ ყვავილს სახლში ფულის მოზიდვა შეუძლია და, რა თქმა უნდა, ყველას გვსმენია კრასულისა და დოლარის ხის შესახებ. მაგრამ, რომელი მცენარეები უნდა ვიქონიოთ სახლში, რათა მივიზიდოთ სიმდიდრე და იღბალი 2022 წელს? პაპარაცის რედაქციამ მოგიმზადათ ყვავილების ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად მოეწონება შავ (ცისფერ) წყლის ვეფხვს.

რომელი მცენარეები უნდა ვიქონიოთ სახლში – უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაცია მხოლოდ გაცნობითი ხასიათისაა. რა თქმა უნდა, თითოეულს შეუძლია აირჩიოს ის, რისაც სჯერა. მაგრამ, რატომაც არ უნდა გავითვალისწინოთ ასტროლოგების რჩევები, თუ ისინი გპირდებიან, რომ ცხოვრებას უფრო ნათელსა და სრულყოფილს გახდიან?მაშ ასე, როგორც უკვე ვთქვით, ამ წლის სიმბოლოა შავი (ცისფერი) წყლის ვეფხვი. მასთან ასოცირდება ისეთი თვისებები, როგორიცაა სილამაზე, კეთილშობილება და ბუნების ძალა. ამიტომ, 2022 წლის ყვავილი-თილისმა უნდა იყოს კაშკაშა, სასურველია ცისფერი, უყვარდეს წყალი და იყოს გულუხვი ყვავილობაში.

იები – ყვავილების მწარმოებლებს დიდი ხანია შეუყვარდათ ოთახის იები, მათი ხავერდოვანი ყვავილებისა და მრავალფეროვანი ფორმებისა და ფერების გამო. იას უყვარს ტენიანი ჰაერი, როგორიცაა აფრიკის, მისი სამშობლოს, მთის მდინარეების ნაპირებზე. გარდა ამისა, ეს პატარა ყვავილები ნამდვილი “ფულის მაგნიტია”. ნამდვილად, წლის სიმბოლოა და თანაც, ყველასთვის ხელმისაწვდომი!მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა პრეტენზიული მცენარე არ არის, ამ მოკრძალებული ლამაზმანების მორწყვა, კვება და მოვლა გარკვეულ ცოდნას მოითხოვს. წყლის პირდაპირ შუაგულში ჩასხმა მკაცრად აკრძალულია. ამან შეიძლება ფოთლების ლპობა გამოიწვიოს.

სტრეპტოკარპუსი – იის მსგავსად, რომელიც მეყვავილეებს ძალიან უყვართ, სტრეპტოკარპუსიც მიეკუთვნება გესნერიების ოჯახს. ბოლო დროს, ეს მცენარე სულ უფრო პოპულარული გახდა. მიზეზი უხვი და ხანგრძლივი ყვავილობაა, ასევე ფერების სიკაშკაშე. ამავე დროს, ცისფერი ჯიშების პოვნა ადვილი არ არის, მაგრამ ნაზი ლურჯის და იისფერის – კი ბატონო.სტრეპტოკარპუსის გრძელი ხორციანი ფოთლები გროვდება დიდ როზეტში. თითოეული ფოთლიდან შეიძლება გაიზარდოს საყვავილე ღერო და თითოეულზე შეიძლება იყოს რამდენიმე ყვავილი. წარმოიდგინეთ, ელიტარულ ჯიშებში 80-მდე ყვავილი ყვავის! ვფიქრობ, რომ ვეფხვს აუცილებლად მოეწონება ეს ფერები.

ორქიდეა ვანდა – თუ თქვენ, ისევე როგორც მე, დიდი ხანია ტკბებით ორქიდეა ვანდას ფოტოებით, მაშინ 2022 წელი გადაწყვეტილების მიღების დროა. ყველა ორქიდეიდან ეს ჯიში ყველაზე ახლოს არის ლურჯ შეფერილობასთან. სახეობების წარმომადგენლები გამოირჩევიან ძლიერი ფესვებით, ხანგრძლივი ყვავილობითა და სიცოცხლის იშვიათი წყურვილით. ეს არის ფლორის მშვენიერი წარმომადგენელი, რომელიც ძალიან ჰგავს ვეფხვის ხასიათს.

ოთახის ბამბუკი – ვეფხვები ბამბუკის ბუჩქნარებში ცხოვრობენ. ამიტომ, სახლში ამ მცენარის არსებობა წლის თილისმას თავის სამშობლოს გაახსენებს. ითვლება, რომ სიმდიდრისა და კეთილდღეობის მოსაზიდად, ბამბუკი უნდა მოათავსოთ სამხრეთ-აღმოსავლეთით. ჯანმრთელობის მოსაზიდად, ბამბუკი უნდა მოათავსოთ სახლის ცენტრში.

გაქვთ თუ არა სახლში ამ წლის თილისმა-ყვავილები?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს