ზედმეტი სილუეტის რამდენიმე წამში მოსაძებნად, საჭიროა არწივის მხედველობა. შეამოწმეთ, რამდენად კარგი ხართ

0
1040

ყველას არ შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ წლების განმავლობაში კარგი მხედველობა შეინარჩუნა. თუმცა, თითოეული ადამიანი სიამოვნებით დაიკვეხნიდა ამას. გსურთ შეამოწმოთ, რამდენად კარგი მხედველობა გაქვთ ახლა? ამისათვის, პაპარაცის რედაქციამ მარტივი და სახალისო ნახატებიანი ტესტი მოგიმზადათ. ეს, არა მხოლოდ კარგი ტესტი, არამედ თქვენი ტვინის გავარჯიშების შესანიშნავი მეთოდიცაა. მზად ხართ საკუთარი თავის გამოწვევისთვის? მაშ ასე, გაიარეთ ტესტი. რამდენად სწრაფად შეძლებთ მის გავლას?

კარგი მხედველობა – ტესტის არსია სურათზე ზედმეტი სილუეტის პოვნა. ის სხვებისგან მცირე დეტალებით იქნება განსხავებული. თქვენ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოძებნოთ ეს დეტალი. იდეალურ შემთხვევაში, ერთ სურათზე არ უნდა დახარჯოთ 30 წამზე მეტი. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენი ტვინი იდეალურად მუშაობს და მხედველობა ძალიან კარგი გაქვთ. მზად ხართ დასაწყებად? მაშინ დავიწყოთ!

ეშმაკი წყვილი – ყურადღებით შეხედეთ სურათს და შეეცადეთ იპოვოთ, რომელი წყვილი განსხვავდება სხვებისგან. რამდენი ხანი დაგჭირდათ?

ვერ იპოვეთ, რამდენჯერმე ყურადღებით დათვალიერების შემდეგაც კი? მაშინ, კიდევ ერთხელ შეხედეთ მეორე წყვილს, ბოლო რიგში. ეს წყვილი ცოტათი განსხვავდება სხვებისგან.

მფრინავი სიარული – ახლა, ცოტა უფრო გავართულოთ დავალება. შეგიძლიათ იპოვოთ ამ მფრინავი ქალბატონებიდან რომელი განსხვავდება სხვებისგან? დააკვირდით, პასუხი დეტალებშია.

ეს უფრო რთული იყო, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენ მოახერხეთ. თქვენც ხედავთ ქალბატონს მეორე რიგში, კაბის გარეშე?

შეყვარებული წყვილი – ახლა გთავაზობთ, ყურადღებით დააკვირდეთ ამ შეყვარებულ წყვილებს და მოძებნოთ განსხვავება მათ შორის. აქ, დაგჭირდებათ გამოიყენოთ თქვენი მხედველობის მთელი ძალა.

იძულებული ვართ დაგეთანხმოთ, რომ ადვილი არ იყო. შესძელით გამკლავება? თუ არა, მაშინ ყურადღებით დააკვირდით ბოლოდან მეორე წყვილს, ბოლო რიგში. კერძოდ, ყვავილის ქვედა ნაწილს. იქ დამატებითი ფოთოლია.

ელეგანტური კატა – მართალი გითხრათ, ჩვენ ძალიან გვიყვარს კატები. ამიტომ, კიდევ ერთი სურათი კატების გამოსახულებით. დააკვირდით და იპოვეთ რომელი კნუტია განსხვავებული. 30 წამი საკმარისი იქნება?

თუ განსხვავებას ვერ იპოვით, მაშინ შეხედეთ პირველ კატას, მეორე რიგში. მას სხვებზე ნაკლები ულვაშები აქვს.

პეპლები – ახლა კი ყველაზე რთული ამოცანა. შეეცადეთ იპოვოთ განსხვავებული პეპელა. ოღონდ საქმე ფერსა და ზომაში კი არა, არამედ პატარა დეტალებშია.

ცენტრთან უფრო ახლოს არის ორი შინდისფერი პეპელა. ერთ-ერთი მათგანი განსახვავდება ყველა დანარჩენისაგან.აბა, როგორ გაუმკლავდით ჩვენს სახალისო ტესტს? დაადგინეთ თუ არა, რამდენად კარგი მხედველობა გაქვთ? მოგვწერეთ კომენტარებში!