სუპერმარკეტში პროდუქტის არჩევისას შეცდომის დაშვება ადვილია. მწარმოებლები ხშირად მიმართავენ ხრიკებს: რძის პროდუქტების თაროზე აწყვია არაჟანი და არაჟნის პროდუქტი. ეს სრულიად სხვადასხვა რამ არის. არაჟანი მზადდება პასტერიზებული ნაღებისგან, რომელიც ფერმენტირებულია რძემჟავა ბაქტერიებით. ნატურალურ არაჟანში სხვა ინგრედიენტები არ უნდა იყოს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით, როგორ მოამზადოთ რძისგან არაჟანი ერთ საათში.
როგორ მოვამზადოთ არაჟანი სახლის პირობებში
არაჟანი საწარმოებში მზადდება სხვადასხვა ცხიმის შემცველი ნაღებისგან – 10%-30%. ნაღები პასტერიზებულია და ემატება რძემჟავა ბაქტერიები. შემდეგ არაჟანს აგრილებენ და აფასოებენ. ნატურალური არაჟანი სტაბილიზატორების და კონსერვანტების გარეშე მაცივარში ინახება ერთი თვის განმავლობაში. არ იყიდოთ არაჟანი წარწერით: “რძის შემცველი პროდუქტი” ან “არაჟნის პროდუქტი”. დიდი ალბათობით, ასეთი არაჟანი შეიცავს მცენარეულ ცხიმს და არა რძის ცხიმს, ასევე, ექნება სახამებელიც.არაჟნის მომზადება სახლის პირობებში მარტივი და სახალისო პროცესია. მას მაღაზიაში ნაყიდ არაჟანთან შედარებით განსხვავებული გემო ექნება. მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნატურალური, ისე პასტერიზებული რძე.
ინგრედიენტები
- 1 ლ. რძე
- 3 ს/კ არაჟანი
მომზადების წესი
- ერთ ლიტრიან ქილაში ჩაასხით რძე 3,5 ან 4,5% ცხიმიანობით. ჩადგით ქილა ქვაბში, რომლის ძირზე დაფენილი იქნება პირსახოცი. ჩაასხით ქვაბში წყალი ისე, რომ ქილის უმეტესი ნაწილი დაიფაროს.
- მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე, რძე ქილაში უნდა გაცხელდეს, მაგრამ არ უნდა ადუღდეს.
- ამოიღეთ ქილა ქვაბიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- დაუმატეთ გაგრილებულ რძეს 3 ს/კ არაჟანი ან მაწონი, მოურიეთ დ დადგით თავდახურული 45 წუთის განმავლობაში.
- შედედება უნდა მოხდეს 1-2 დღის განმავლობაში. არის კიდევ თერმული დამუშავების მეთოდი. ასეთ დროს იკარგება რძის სასარგებლო თვისებების მცირე ნაწილი.
რჩევა რედაქციისგან: როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი არაჟანი? აიღეთ 1 ჩ/კ პროდუქტი და ჩაუშვით ცხელ წყალში. თუ ის ნატურალურია, მთლიანად გაიხსნება წყალში და არ დარჩება ნალექი. თუ არაჟანი არ არის ნატურალური, ის დაიშლება ნაჭრებად და ექნება თეთრი ნალექი. თუ პროდუქტში არის სახამებელი, იოდის დაწვეთებისას ის გალურჯდება. თქვენ რომელ არაჟანს ყიდულობთ ხოლმე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.