მესამე წელია ვამზადებ იასამნის სიროფს, არ გამოტოვოთ მისი ყვავილობა

984

იასამანი გაზაფხულზე – ყველაზე ლამაზი და სურნელოვანი მცენარეა. მოუთმენლად ველოდები ხოლმე მის აყვავებას და მინდა ეს სურნელი რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნო, რადგან იასამანი მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში ყვავის. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში საოცარ იდეას შემოგთავაზებთ.

გაზაფხულის იასამანი

ამ საოცარი არომატის შესანახად გადავწყვიტე მომემზადებინა იასამნის სიროფი. ზოგს ჰგონია, რომ ეს ყვავილი შხამიანია, მაგრამ ეს ასე არ არის და ყვავილები სრულიად უსაფრთხოა. რაში ვიყენებ ამ სიროფს? ვჟღინთავ ტორტის ფენებს და კექსებს, გამოდის ძალიან გემრიელი.სიროფს შეგიძლიათ დაუმატოთ პექტინი და მიიღოთ უგემრიელესი, ულამაზესი მარმელადი, ან მურაბა. ზოგიერთი დიასახლისი ამზადებს ჟელეს. ფენებად დასხმული არაჟნის და იასამნის ჟელე საოცარ ფერებს და არომატს ქმნის.

ასევე, შეგიძლიათ მოამზადოთ არომატიზირებული შაქარი: ჩაყარეთ ის ჯამში და აურიეთ ყვავილები. შემდეგ ჩაყარეთ გამჭირვალე ქილაში და კიდევ ერთი სილამაზე შეემატება თქვენს სამზარეულოს ინტერიერს.

ინგრედიენტები

  • 800 მლ. წყალი
  • 700 გრ. შაქარი
  • 200 გრ. იასამანი
  • 15 გრ. პექტინი
  • ლიმონის წვენი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. დასაწყისისთვის, დაასხით ყვავილებს თბილი წყალი, დაახლოებით 60 გრადუსი. გადააფარეთ ჯამს სამზარეულოს ცელოფანი და დატოვეთ ასე 3 საათის განმავლობაში.
  2. გადაწურეთ ყვავილი წვრილ საწურზე და მიღებულ სითხეს დაუმატეთ 600 გრ. შაქარი. დადგით გაზზე და გააცხელეთ 80 გრადუსამდე. შაქარი ბოლომდე უნდა გაიხსნას.
  3. შეურიეთ პექტინი 100 გრ. შაქარს, ფრთხილად ჩაუშვით სიროფში და აურიეთ. თვალი ადევნეთ, რომ სითხე ბოლომდე არ აგიდუღდეთ.
  4. ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ ზუსტად 3 წუთი, დაუმატეთ ლიმონის წვენი და გააგრილეთ. სიროფი მზად არის!

ამ სიროფით შეგიძლიათ დანამოთ ბლინები, მოასხათ ნაყინს, მოამზადოთ საოცარი, სურნელოვანი ყავა: ნახევარი ჭიქა ესპრესო, ცოტა რძე და ორიოდე კოვზი იასამნის სიროფი. ეს წარმოუდგენლად გემრიელი და ორიგინალური სასმელია!თქვენ გიყვართ იასამანი და მისი სურნელი? თქვეს საყვარელ სუნამოში არის იასამნის ნოტები? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს