ბედნიერი ცოლ-ქმარი სამ ტყუპს ელოდა. მშობიარობის შემდეგ, ოჯახი სახლში დედის გარეშე დაბრუნდა

211

მარტინ მაგოია, მისი ცოლი შევონი და მათი 6 წლის ვაჟი ტენერი სამ ტყუპს ელოდნენ. ოჯახმა წინასწარ მოამზადა ეტლები, საფენები და საბავშვო ნივთები, თუმცა, მშობიარობიდან მალევე, 34 წლის შევონი შეუძლოდ გახდა. ქალი ფილტვების ვენტილაციის აპარატს მიუერთეს, თუმცა 4 შვილის დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შევონ მაგოია მშობიარობის შემდგომი გართულების, სანაყოფე წყლების ემბოლიის გამო გარდაიცვალა. ამ გართულების დროს, ნაყოფის თმა, უჯრედები, შარდის შემცველი ამნიოტური სითხე ხვდება დედის სისხლში. სტატისტიკის მიხედვით, ეს 100 000 ქალიდან ერთს ემართება.

მარტინი სამსახურიდან ადრე წავიდა, მშობიარობისთვის რომ მიესწრო. სამწუხაროდ, 5-წევრიანი ოჯახი სახლში ქალის გარეშე დაბრუნდა… შევონს ძალიან უნდოდა ტყუპების ნახვა, თუმცა თავისი შვილების გულში ჩაკვრას ვეღარასდროს შეძლებს.

სამ ვაჟს ეიდენი, ბლეიზი და კარსონი დაარქვეს. ცოლის გარდაცვალების შემდეგ, მთელი მოვალეობები ქმრის მხრებზე დარჩა. ბავშვების აღზრდაში მარტინს მეგობრები და ნათესავები ეხმარებოდნენ, რადგან მას შთამომავლების უზრუნველსაყოფად მუშაობა სჭირდებოდა.

მართალია, საოჯახო მოვალეობები და ბავშვების მოვლა დარდიანობის დროს არ ტოვებს, ხანდახან ტკივილი თავს მაინც იჩენს. ერთხელ მარტინმა სულისშემძვრელი წერილი მისწერა დაღუპულ ცოლს.

-“ყველა შენი ვაჟი ჯანმრთელია და ყოველდღე ვითარდება. როცა ჩვენი შვილები მიჭირავს ხელში, ვგრძნობ, როგორ ამაყობ ამ განძით, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა. მსხვერპლი, რომელიც შენ გაიღე, და შენი სიყვარული ბავშვებისადმი, სიტყვებით აღუწერელია. შენი სიცოცხლე მათში გრძელდება.” – წერს იგი წერილში.

6 წლის ტენერი – ძლიერი ბიჭია და მამას ხშირად შველის მოწყენის დროს. უფროსმა ძმამ თავზე აიღო გარკვეული მოვალეობები. მხოლოდ იშვიათად თუ იკითხავს: “დედიკო სად არის?”

იმედია, მარტინსა და მის ოთხ ვაჟს ყველაფერი საუკეთესო ელით წინ. ერთი კი ნამდვილად ვიცით – დედის ხსოვნა მათ გულებში სამუდამოდ დარჩება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს