ვაშლის ფასები სასიამოვნოდ გვახარებს, ამიტომ ყოველ მეორე დღეს ვაშლის ფენოვან ნამცხვარს ვამზადებ. ძალიან მომწონს ის, რომ ცომთან დიდხანს მუშაობა არ მჭირდება. ყველაფერი, რაც დაგვჭირდება ეს არის – 1 შეკვრა ფენოვანი ცომი, 5 ვაშლი, 1 კვერცხის გული და ცოტაოდენი გარგარის ჯემი. ამ ნამცხვრისთვის შაქარიც კი არ დაგჭირდებათ!დღეს, პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ ინსტრუქციებს ვაშლის ნაზი ფენოვანი ნამცხვრის მომზადებისთვის. მე ერთ ჯერზე 10 ცალს ერთდროულად ვჭამ, ამაზე ნაკლებს არა!
ინგრედიენტები
- 300 გრამი მზა ფენოვანი ცომი;
- 1 კვერცხის გული;
- 5 ვაშლი;
- 3 სუფრის კოვზი ნუშის ფანტელები.
მომზადების წესი
- ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ და შუაზე გაჭერით. ამოიღეთ გული. ვაშლის თითოეული ნახევარი სიგრძეზე დაჭერით ნახევრამდე, მთლიანად არა. ასე დაჭერით ყველა ნაჭერი.
- ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ დაფაზე. დაჭერით კვადრატებად. ზომის მიხედვით, ნაჭრები უნდა იყოს ვაშლის ნახევარზე ცოტა უფრო დიდი ზომის.
- ცომის თითოეულ კვადრატზე დადეთ ვაშლის ნახევრები და აწიეთ ცომის კიდეები. ცომის კიდეები შეაერთეთ ისე, რომ გამოგივიდეთ თეფშის მსგავსი ფორმა. შემდეგ, გადაიტანეთ პერგამენტ დაფენილ საცხობ ზედაპირზე.
- ცომის კიდეებს წაუსვით კვერცხის გული. წინასწარ გაათბეთ გარგარის ჯემი და წაუსვით ვაშლებს. ამავდროულად, ეცადეთ, რომ ჯემი ვაშლის გაჭრილ ნაწილებშიც მოხვდეს.
- გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში – 20 წუთის განმავლობაში.
- მზა ნამცხვარს ისევ წაუსვით გარგარის ჯემი და მოაყარეთ ნუშის ფანტელები. გემრიელად მიირთვით!
ეს ვაშლის ნამცხვარი არა უბრალოდ ნამცხვარი, არამედ პატარა ტორტია. გამომცხვარი ვაშლი, გარგარის ჯემთან ერთად, მყისიერად იქცევა უგემრიელეს კრემად. ასეთი დესერტი გაახარებს ბავშვებსაც და მოზრდილებსაც.რეცეპტი მართლაც შესანიშნავია, გირჩევთ მთელი გულით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს