დიასახლისები, რომლებთანაც არ ყვავის ყვავილი ღვინა

0
905

ღვინა, ანუ ფრიტილარია (Fritillaria) – მრავალწლიანი მცენარეა შროშანისებრთა ოჯახიდან. მას აქვს თვისებების უჩვეულო კომბინაცია. ერთი მხრივ, ის ძალიან ლამაზია, მეორე მხრივ, კი ადვილი მოსავლელია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ ყვავილის დარგვა ბევრს სურს. ამიტომ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტეთ ღვინას მოვლის თავისებურებებზე გვესაუბრა.

ღვინას დარგვა

დახასიათება და სახეობები – იშვიათია, მცენარეთა ისეთი მრავალფეროვანი ოჯახი, როგორიც ფრიტილარიაა. მათ შორის არის მოკრძალებული, ყველასთვის ცნობილი და ეგზოტიკური ჯიშები. ერთი რამ ცხადია, ეს ყვავილი ნებისმიერი ბაღის ნამდვილი მშვენებაა.მისი ქართული სახელწოდება ღვია შეფერილობის გამო შეარქვეს. ღვინისფერი ყვავილები ღეროზე ზარივითაა ჩამოკიდებული და კვადრატული ფორმის ლაქები აქვს. გვხვდება აგრეთვე თეთრი, წითელი, ყვითელი შეფერილობით, მაგრამ მათზე წინწკლები ნაკლებად იკვეთება.ყვავილი დიდი შთაბეჭდილებას ახდენს თავისი სიმაღლითა და ყვავილების ზომით. ვიზუალურად ის პატარა პალმის ხეს წააგავს, რომლის თავზე ყვავილებია განლაგებული. ამიტომ ზოგჯერ ამ სახეობას სამეფო გვირგვინს” უწოდებენ.

ბოლქვების მომზადება – ფრიტილარიას ბოლქვები დარგვამდე განსაკუთრებულ მომზადებას არ საჭიროებს. უბრალოდ, შენახვის პერიოდში რეგულარულად უნდა შეამოწმოთ და გაფუჭებული ადგილები მაშინვე უნდა მოაჭრათ.დარგვამდე რეკომენდებულია ჩააწყოთ ბოლქვები კალიუმის პერმანგანატის ხსნარში, შემდეგ კი დაამუშავოთ დაფხვნილი აქტივირებული ნახშირით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფესვების მასტიმულირებელი ხსნარი.

დარგვის პერიოდი – ღვინა მიწაში ირგვება მას შემდეგ, რაც ბოლქვებზე ფესვები წამოეზრდება. ეს ხდება აგვისტოს ბოლოს, ან სექტემბრის დასაწყისში. უფრო გვიან დარგვა არ შეიძლება, რადგან ვერ მოასწრებს ნიადაგში დაფესვიანებას და გაზაფხულზე აღარ იყვავილებს.

დარგვის სქემა – ყვავილის დასარგავად შეარჩიეთ მზიანი და თბილი ადგილი, სასურველია, ეს ადგილი არ იყოს ქარიანი. ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი, კარგი დრენაჟით. თუ მიწა მძიმეა, შეურიეთ ქვიშა.სამეფო ყვავილს აუცილებლად სჭირდება სივრცე. ამიტომ ნერგებს შორის მანძილი 25-30 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ჩასარგავ ორმოში ჩაყარეთ ხის ნაცარი და ახალი მიწა, რომელშიც შერეული იქნება კომპოსტი.

მოვლის წესები – მიუხედავად იმისა, რომ თქვენს წინაშე სამეფო ყვავილია, მისი მოთხოვნები საკმაოდ მოკრძალებულია, ამიტომ გამოუცდელ ფლორისტებსაც შეუძლიათ მარტივად მისი აყვავება და ბაღის გალამაზება. მორწყეთ ზომიერად და საჭიროებისამებრ. ბევრი წყალი არ სჭირდება.ყვავილობის მისაღწევად, უნდა იზრუნოთ ნიადაგის კვებაზე. დაგჭირდებათ ორი სახის სასუქი – ყვავილობამდე და მის შემდეგ. კიდევ ერთი რჩევა: არ შეეხოთ ზედმეტად მცენარეს, სანამ ბოლო ფოთოლიც არ გახმება. ბოლქვები ამოიღეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა მიწის ზედა ნაწილი გახმება.

რჩევა რედაქციისგან: ყველამ არ იცის ღვინას ერთი სასარგებლო თვისების შესახებ. მცენარის ბოლქვებს აქვს ძალიან სპეციფიკური სუნი, რომელსაც გაურბიან თხუნელები და თაგვები. ამიტომ თუ დარგავთ ამ მცენარეს, დაიცავთ თქვენს ბაღს მღრღნელებისგან.როგორც ხედავთ, ფრიტილარიას დარგვა არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას, ამასთან გექნებათ წარმოუდგენელი სილამაზე თქვენს ბაღში. გსმენიათ ამ მცენარის შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.