ბოლოკის გასაოცარი ხრაშუნა მარინადის მომზადება ზამთრისთვის

211

როგორი გემო აქვს დაკონსერვებულ ბოლოკს? ამ ბოსტნეულს არ ამარინადებენ ხშირად, რადგან მიიჩნევენ, რომ ის უმად უფრო გემრიელია. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში კი შევეცდებით დაგარწმუნოთ, რომ მისი მარინადი არანაკლებ გემრიელია. მაშ ასე, რა არის საჭირო მის მოსამზადებლად?

ბოლოკი ზამთრისთვის

დასამარინადებელი ბოლოკის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ. თავიდან, სასინჯად მცირე რაოდენობა აიღეთ. მაგალითად, ერთი, ან ორი ქილა 0,5 ან 0.75 ლ. მოცულობით. დაკონსერვებულ ბოლოკს უნდა ჰქონდეს მოტკბო-მომჟაო გემო, თავად მარინადი არ გამოიყენება საკვებად.

ინგრედიენტები

  • ბოლოკი
  • კიტრი
  • კამა
  • ოხრახუში
  • დაფნის ფოთოლი
  • შავი პილპილის მარცვლები
  • სურნელოვანი პილპილი

ინგრედიენტები მარინადისთვის

  • 3 ლ. წყალი
  • 9 ს/კ შაქარი
  • 6 ს/კ მარილი
  • 180 მლ. 9 %-იანი ძმარი

უჩვეულო კონსერვაცია

მომზადების წესი

  1. ბოლოკი, რომელიც ქილებში უნდა ჩააწყოთ, შეგიძლიათ არ დაჭრათ თუ პატარა ზომისაა, ხოლო დიდები გაყავით რამდენიმე ნაწილად.
  2. რეკომენდებულია ქილების სტერილიზება და ხუფების გამოხარშვა. თითოეულ ქილაში ჩაყარეთ რამდენიმე ღერი კამა და ოხრახუში, დაფნის ფოთოლი, წიწაკა და ნიორი.
  3. რაც შეიძლება მჭიდროდ ჩააწყვეთ ქილებში ბოლოკი, ოღონდ ისე, რომ არ დააზიანოთ. შეგიძლიათ დაუმატოთ კიტრის ნაჭრები
  4. ახლა კი მოამზადეთ ბაზა მარინადისთვის. ქილებში ჩაწყობილ ბოლოკს დაასხით მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 5-6 წუთი, შემდეგ გადმოწურეთ წყალი.
  5.  ისევ დაასხით მეორედ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5-6 წუთი და გადმოღვარეთ ამჯერად ცალკე ჭურჭელში, რათა გაზომოთ ჩასასხმელი წყლის ზუსტი რაოდენობა და ამის მიხედვით შეანელოთ.
  6. მეორედ გადმოსხმული წყალი ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ შაქარი, მარილი, ძმარი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 4-5 წუთი. შემდეგ ფრთხილად დაასხით მარინადი ქილებში, შეავსეთ ბოლომდე, დახუფეთ, გადმოაბრუნეთ და დატოვეთ მყუდრო ადგილას.

ხრაშუნა ბოლოკი ზამთრისთვის – მარინადი შეგიძლიათ გასინჯოთ 1-2 კვირის შემდეგ. ის ძალიან უხდება ალკოჰოლურ სასმელებს, ხორცის კერძებს. ზოგადად, თამამად ჩაატარეთ ექსპერიმენტები ბოსტნეულით. თქვენ გიყვართ განსხვავებული და ორიგინალური კერძების მომზადება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს