მუმიო შესანიშნავი საშუალებაა. უვნებელია და ორგანიზმს აბების გარეშე აღადგენს.

2075

თითქმის შეუძლებელია იპოვოთ ადამიანი, ვისაც მუმიოს შესახებ არ სმენია. თუმცა ცოტამ იცის, თუ რა არის, საიდან იღებენ და როგორ კურნავს და ღირს თუ არა მისით მკურნალობა, ან როდის გვეხმარება. პრობლემა იმაში მდგომარეობას, რომ მისი შეძენა არა მხოლოდ აფთიაქებში, არამედ სხვადასხვა დისტრიბუტორებთან შეიძლება, რაც თაღლითების გამო შეიძლება სახიფათო იყოს, რადგან საკმაოდ დიდ თანხაში შეიძლება მიიღოთ ის, რაც არა თუ არ გიშველით, არამედ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.თავად მუმიო, როგორც სამკურნალო ნივთიერება ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ცნობილია. მას უკვე სამი ათას წელზე მეტია იყენებენ. მის შესახებ წერდნენ ბირუნი, ავიცენი და არისტოტელე, მას ძველ ეგვიპტეშიც იყენებდნენ.ევროპაში მუმიო პირველად არისტოტელემ თავის ნაშრომებში აღწერა, სადაც სამკურნალო მოქმედებებსა და გამოყენებაზე საუბრობს.

სამკურნალო რეცეპტები მუმიოთი

„ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც 72 წლისაა დიდი ხნის განმავლობაში ართროზით იტანჯებოდა. მას დეფორმირებული სახსრები ჰქონდა, ძლიერი ტკივილები აწუხებდა, ძლივს გადაადგილდებოდა. მას თხევადი მუმიოთ მკურნალობა ურჩიეს. როგორც აღმოჩნდა, ასეთიც არსებობს. ერთგვარ ზეთოვან, მუქ მოწითალო-მოყავისფერო სითხეს წარმოადგენს, მძაფრი სუნი აქვს და შემადგენლობაში ბევრი ნივთიერება აქვს, მათ შორის გოგირდი, ფოსფორი, აზოტი და ნახშირბადი. თხევადი, არარაფინირებული მუმიო მყარზე ბევრად უფრო აქტიურია, მაგრამ მისი შიგნით მიღება არ შეიძლება. მეგობარმა თხევადი მუმიო ადვილად იშოვა და მკურნალობას შეუდგა. 1 ჭიქა თხევად მუმიოს აბაზანას (38 გრადუსი) უმატებდა და მასში 30-40 წუთით წვებოდა. პროცედურას კვირაში 2-ჯერ ატარებდა. მას სრული გამოჯანმრთელებისთვის 3 თვე დასჭირდა. მკურნალობის კურსი ყველასთვის ინდივიდუალურია. ჩემ მეგობარს სწორედ ამდენი დრო დასჭირდა, რომ ფეხზე წამომდგარიყო.

  • მსგავსი აბაზანები მე ზურგის ტკივილის დროს მეხმარება. როგორც კი ზურგის ტკივილი მაწუხებს, თხევადი მუმიოს აბაზანას იმწამსვე ვიღებ. თავს მხნედ და კარგად ვგრძნობ. მართალია, აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ კანი წითლდება, ზურგის ტკივილი ძლიერდება, მაგრამ უკვე 1 საათში ტკივილი სრულად ქრება და სასიამოვნო მოდუნება დგება. მეორე დღეს თავს კარგად ვგრძნობ. ყველას, ვისაც ართრიტი, ართროზი, სახსრების და ზურგის ტკივილი აწუხებს, თხევადი მუმიოთ აბაზანის მიღებას ვურჩევ. არ ინანებთ.”
  • ეფექტური საშუალება ალერგიის დროს. 1 გრ მუმიო 1 ლ თბილ წყალში გახსენით და დილით, დღეში ერთხელ მიიღეთ: 1-დან 3 წლამდე ბავშვებში – 50 მლ, 4-7 წლისას – 70 მლ, 8 წელი და უფრო მეტი ასაკისას – 100 მლ. ძალიან ძლიერი ალერგიის დროს მიღება გაიმეორეთ, მაგრამ დოზა ორჯერ შეამცირეთ. კურსი – 20 დღე. რეკომენდებულია გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
  • კუჭის წყლული. 0,25 მგ მუმიო პაციენტის წონის 1 კგ-ზე. 14 დღის განმავლობაში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. 0,3 გრ მიღება გამოგივათ. დიეტა დაიცავით. შეგიძლიათ 15 გრ 42 ს/კ მდუღარე წყალში გახსნათ და 1 ს/კ დალიოთ, ჩაი ან რძე დააყოლეთ.
  • კოლიტი. 0,15-0,2 გრ ღამით დალიეთ. ჭამიდან 3 საათის შემდეგ, დღეში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში 10-15 დღის შემდეგ კიდევ 1-2 კურსი ჩაიტარეთ. ტკბილი სასმელი დააყოლეთ. 1 კურსისთვის 1,5-2 გრ მუმიო დაგჭირდებათ.
  • პარადონტოზი. 2 გრ მუმიო თბილ წყალში გახსენით, პირის ღრუში გამოივლეთ და დღეში რამდენჯერმე გადაყლაპეთ.
  • ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის და თირკმლის დაავადებები. 0,3-1 გრ მუმიო მცირე რაოდენობის რძეში (0,5 ჩ/კ) გახსენით. ფქვილს აურიეთ და სანთელი გააკეთეთ, ანალურ ხვრელში ჩაიდეთ. ამავდროულად 0,2 გრ მუმიო ღამით, ჭამიდან 3 საათის შემდეგ, 10 დღის განმავლობაში დალიეთ. აუცილებლობის შემდეგ 5-10 დღის შემდეგ სამკურნალო კურსი გაიმეორეთ.
  • რევმატიზმი. 2 გრ მუმიო ღამით, 10 დღის განმავლობაში დალიეთ. 10-15 დღის შემდეგ კიდევ 1-2 კურსი ჩაიტარეთ. ამავდროულად, ღამით მუმიოს ხსნარით სახსრების გასახურებელი კომპრესები გაიკეთეთ.
  • გულის უკმარისობა. 10 დღის განმავლობაში ღამით, ჭამიდან 3 საათის შემდეგ მუმიო დალიეთ. 5-10 დღეში სამკურნალო კურსი გაიმეორეთ. შეგიძლიათ მყარი სახითაც მიიღოთ. ამ შემთხვევაში ღამით 0,2 გრ მუმიო მიიღეთ. თუ ტკივილი ძლიერდება, ნორმა 2-ჯერ შეამცირეთ.
  • რადიკულიტი. 2 გრ მუმიო 1 გრ სპილენძიან გოგირდში აურიეთ და შეიზილეთ. აუცილებლობის შემთხვევაში 3-6 წვეთი წყალი დაუმატეთ. მტკივნეულ ადგილას ღამით შეიზილეთ და მშრალი მატყლის კომპრესი გაიკეთეთ. დილით ტკივილი გაქრება. დილით, უზმოზე 0,2 გრ მუმიო დალიეთ. 10 დღე დალიეთ, 5 დღე შეისვენეთ. 3-4 კურსი ჩაიტარეთ.
  • თავის ტკივილი. ცხვირში მუმიოს 3%-იანი ხსნარი ჩაიწვეთეთ.

მუმიოს გამოყენების დროს ნებისმიერი ალკოჰოლის, თუნდაც ლუდის მიღება კატეგორიულად აკრძალულია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს