ნოსტრადამუსის 2022 წლის პროგნოზი დიდი ხანია აინტერესებთ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შემდეგ ბევრი უკეთესობას ელოდა და სკეპტიკურად უყურებდა წინასწარმეტყველების ნეგატიურ პროგნოზებს. აღმოჩნდა, რომ ფრანგმა მისტიკოსმა მეტი იცოდა, ვიდრე ჩვენ გვგონია.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გთავაზობთ ნოსტრადამუსის პროგნოზებს ჩვენს დროზე. მართლაც, მის ცნობილ ნაშრომში ბევრი საინტერესო და საოცარი ინფორმაციაა. კიდევ უფრო გასაოცარია, რომ ეს ყველაფერი მე-16 საუკუნეში დაიწერა.
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება 2022 წლისთვის
ნოსტრადამუსის ცნობილი წიგნი 1555 წელს გამოიცა, სადაც მოცემულია 942 იდუმალი ლექსი 3797-მდე დაშიფრული წინასწარმეტყველებით 3797 წლამდე. შეიძლება ითქვას, რომ ნოსტრადამუსის წიგნი ერთ-ერთი საოცარი ნაშრომია კაცობრიობის ისტორიაში.სირთულე მდგომარეობს დაწერილი ტექსტის სწორ ინტერპრეტაციაში. გვხვდება უამრავი მეტაფორა და რთულია იმის გაგება, რომელ წელს და მოვლენას ეხება მინიშნება. არ არსებობს კონკრეტული ქვეყნები და სახელები.ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებების გაშიფვრაზე მუშაობდნენ მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტები. მათ მოახერხეს და გაშიფრეს ზოგიერთი მინიშნება.ერთ-ერთი ასეთი პროგნოზი ეხება 2022 წლის კრიზისს. ნათქვამია, რომ მსოფლიოში გაუარესდება სურსათთან დაკავშირებული საკითხები. ზოგიერთ რეგიონში იქნება შიმშილი და სასოწარკვეთა.
ორიოდე თვის წინ ეს პროგნოზი შეცდომად მიაჩნდათ და არავის სჯეროდა, რადგან არსებობს მოსავლიანობის გაზრდის უამრავი ხერხი და ტექნოლოგია. მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა მარცვლეულის ფასი.უკრაინა, რომელიც ყოველწლიურად ათობით მილიონის ტონა მარცვლეულის ექსპორტს ახორციელებდა, ახლა ომის მდგომარეობაშია და გაურკვეველია, როდის და როგორ მოახერხებენ ფერმერები მოსავლის აღებას.ნოსტრადამუსის ზოგიერთი ტექსტი განიმარტა, როგორც ევროკავშირის დაშლის გარდაუვალი პროგნოზი. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ საუბრია არა სრულიად დაშლაზე, არამედ სტრუქტურის გარკვეულ ცვლილებებზე.
დიქტატორის სიკვდილი – ნოსტრადამუსის ლექსების ერთ-ერთი ინტერპრეტაცია ეხება დიქტატორის ნაადრევ სიკვდილს. თუმცა, კონკრეტულად ვისზეა საუბარი, ექსპერტებს ზუსტი პასუხი არ აქვთ. თანამედროვე სამყაროშიც არიან ტირანი, შეუბრალებელი მმართველები. პროგნოზში ნათქვამია, რომ სიკვდილი მოვა ზღვიდან, ჭექა-ქუხილის დროს.აგრეთვე არის პროგნოზი, რომელიც ეხება ხმელთაშუა ზღვაში ძლიერ აფეთქებას, რაც მოახდენს ცვლილებებს კლიმატში ცუდისკენ. ექსპერტები შიშობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ადამიანის ხელით გამოწვეული კატასტროფა, ან თუნდაც, ატომური ბომბი.ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა წყალდიდობები, მეტეორის ჩამოვარდა, ხელოვნური ინტელექტის აჯანყება კაცობრიობის წინააღმდეგ. თუმცა, ძნელი სათქმელია, ეს ეხება ჩვენს დროს, თუ შორეულ მომავალს.
თუმცა, ვინაიდან ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები 3797 წლამდეა, იმედს ვიტოვებთ, რომ კაცობრიობას ჯერ არაფერი ემუქრება. თქვენ რას იტყვით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.