ახალი ისპანახი როგორც კი შემოდის, ვიწყებ მწვანე ბლინების შეწვას. ის არა მხოლოდ ძალიან გემრიელი და ლამაზია, არამედ სუპერ სასარგებლოც. ისპანახი – ნამდვილი სუპერ საკვებია: ის ღირებული ვიტამინებისა და მინერალების მომწოდებელია. სხვათა შორის, ზაფხულში ყოველთვის ბევრს ვყინავ, შემდეგ კი ასეთ ბლინებს ან მარილიან ღვეზლებს ვამზადებ.დღეს, პაპარაცის რედაქცია ისპანახის ბლინების მომზადების ინსტრუქციას გაგიზიარებთ.
მწვანე ბლინები
ინგრედიენტები:
- 500 მლ რძე;
- 3 კვერცხი;
- 100 გრ ისპანახი;
- 1 ჩ.კ შაქარი;
- 0,5 ჩ.კ სოდა ან გამაფხვიერებელი;
- 300გრ ფქვილი;
- 250 მლ წყალი;
- 3 ს.კ მცენარეული ზეთი;
- 0,5 ჩ.კ მარილი.
მომზადების წესი
- ისპანახი წინასწარ გარეცხეთ. თასში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ ისპანახი. ათქვიფეთ ბლენდერით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ჩაასხით ისპანახის მასა თასში. დაუმატეთ კვერცხი, მარილი, შაქარი, ფქვილი და გამაფხვიერებელი ან სოდა. ეს ყველაფერი ათქვიფეთ ბლენდერით.
- ჩაასხით რძე და მცენარეული ზეთი და ისევ ათქვიფეთ ბლენდერით.
- შეწვით ბლინები ორივე მხრიდან, წინასწარ გახურებულ ტაფაზე. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი.
- ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ უბრალოდ ასე, ან შეგიძლიათ გაუკეთოთ გემრიელი შიგთავსი. მე ძალიან მომწონს ბლინები კრემ-ყველით, წითელი თევზით და კიტრით, ან ადიღეური ყველით, არაჟნითა და ბულგარული წიწაკით. სურვილისებრ, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი კამა.
შიგთავსიდან გამომდინარე, ბლინს წაუსვით კრემ-ყველი ან ადიღეური ყველი. დაუმატეთ თევზი და კიტრი ან წიწაკა და შემდეგ ბლინი შეახვიეთ. ეს არარეალურად გემრიელია. გემრიელად მიირთვით!ამ ბლინების ფერი და გემო განწყობას უმაღლებს აბსოლუტურად ყველას. და თუ მწიკვ კურკუმასაც დაუმატებთ, მაშინ ფერი კიდევ უფრო კაშკაშა გახდება!ოდესმე გიცდიათ მწვანე ბლინების მომზადება? თქვენც გაქვთ საყვარელი ბლინების რეცეპტი?