“როგორ მოვიშორო ჭიანჭველები ბაღიდან“ – სასოწარკვეთილმა ვკითხე მეზობელს, რომელიც წარსულში გამოცდილი აგრონომი იყო. წელს, ნაკვეთზე ძალიან ბევრი ჭიანჭველა გვყავს და ასევე, ბაღის მაღაზიაში ნაყიდი ნიადაგიც სავსე იყო მათით… ამიტომ, ჩემთვის ძალიან აქტუალური იყო მწერების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალების მოძებნა.დღეს, პაპარაცის რედაქცია მოგითხრობთ, როგორ უნდა მოიშოროთ ჭიანჭველები ნაკვეთიდან და სახლიდან. ჭიანჭველები გაქრებიან, მათი კვალიც კი არ დარჩება!
როგორ მოვიშოროთ ჭიანჭველები ნაკვეთიდან
ჩემი მეზობლის რჩევით, მოვამზადე ჭიანჭველების საწინააღმდეგო საშუალება: ჭიქა წყალში უნდა ჩაყაროთ 1 სუფრის კოვზი მარილი და შემდეგ, უნდა ჩაასხათ ერთი ფლაკონი წყალბადის ზეჟანგი. კარგად უნდა შეურიოთ ერთმანეთს და ეს ხსნარი შეგიძლიათ შეასხუროთ იმ ადგილებს, სადაც ჭიანჭველები ბინადრობენ. ნახევარი საათის შემდეგ ჭიანჭველები გაიქცევიან. ეს საშუალება ნამდვილად მუშაობს, განსხვავებით სხვა საშუალებებისაგან, რომლებსაც ადრე ვიყენებდი!
არსებობს, ჭიანჭველების მთელი ერთი სეზონით მოშორების, კიდევ ერთი შესანიშნავი მეთოდი – ეს არის იოდის ხსნარი. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ დამუშავება უნდა განხორციელდეს ძალიან ფრთხილად. ამ ხსნარით შეიძლება მხოლოდ ბილიკების დამუშავება და არა თავად მცენარეების. არსებობს მათთვის ზიანის მიყენების შანსი. სამაგიეროდ, ხსნარი შეგიძლიათ ირგვლივ შეასხუროთ.მთავარია დაიცვათ ყველა პროპორცია, რათა არ დააზიანოთ გაზონი და მცენარეები. პროპორციები შემდეგია: 10 მლ საშუალება – 3 ლიტრ წყალზე. მზა ხსნარით დაამუშავეთ ყველა ადგილი, სადაც მავნებლებია. მეორე დღეს მათი კვალიც კი აღარ იქნება.
სახლის ჭიანჭველების მოშორებაც შესაძლებელია! ჭიანჭველას ტკბილი უყვარს, ამიტომ მას “ტკბილი” საშუალებებით უნდა ვებრძოლოთ. ამ მეთოდის უდავო უპირატესობა არის ის, რომ მისი განხორციელება შესაძლებელია იქაც, სადაც პატარა ბავშვები ცხოვრობენ!“რა უნდა გაკეთდეს?” – იკითხავთ თქვენ და ჩვენ კი გიპასუხებთ: “აიღეთ ჯემი (დაახლოებით ნახევარი ჭიქა), ნახევარი ჩაის კოვზი ბორის მჟავა და ერთი ჩაის კოვზი საფუარი. ეს ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს, გადაანაწილეთ ეს ნარევი ბრტყელ ჭურჭელზე (ბრტყელ თეფშებზე) და მოათავსეთ იმ ადგილებში, სადაც ეს მწერები ყველაზე ხშირად ჩნდებიან”.
მათ ძალიან გაუხარდებათ ჯემი, მაგრამ, ცოტას რომ შეჭამენ, მოკლე დროში დაიღუპებიან, რადგან საფუარის და ბორის მჟავას მოქმედება ძალიან დამღუპველია ჭიანჭველებისთვის.უკვე, 1-3 კვირის შემდეგ, აუცილებლად დაგავიწყდებათ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი, როგორ გიშლიდნენ ხელს ჭამაში, დაძინებაში და ჩაცმაშიც კი!ახლა თქვენ იცით, როგორ მოიშოროთ ჭიანჭველები ბაღიდან და სახლიდან სწრაფად და ეფექტურად. ეს მეთოდები ნამდვილად ეფექტურია. როგორც წესი, ეს შემაწუხებელი მწერები მალევე ქრებიან.
იმედს ვიტოვებთ, რომ ეს სტატია თქვენც გამოგადგებათ. კარგი იქნება, თუ მას თქვენს მეგობარ მებაღეებსაც გაუზიარებთ!