მწერალი ვიქტორია ტოკარევა დარწმუნებულია, რომ ასაკთან ერთად ცხოვრება უკეთესი ხდება.

133

რას ნიშნავს სიბერე? ამ კითხვაზე ყველა თავისებურად პასუხობს. ზოგს სძულს და ცხოვრების ყველაზე ცუდ ეტაპად მიაჩნია, ზოგი სიბერეში აღმოაჩენს ახალ უპირატესობებს და უფრო ბედნიერი ხდება, ვიდრე ახალგაზრდობაში.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში ვისაუბრებთ ღირსეულ სიბერეზე, რა უპირატესობა აქვს სოლიდურ ასაკს და რომელ სამ ვეშაპს ეყრდნობა ბედნიერება ამ ასაკში.

რას ნიშნავს სიბერე

“სიბერე ყველაზე ბედნიერი დროა, განსაკუთრებული დრო, როცა აღარ გადარდებს: ვის უყვარხარ, ვის სძულხარ, ვინ დაგირეკავს, ვის არ ახსოვხარ… და ეს ძალიან კარგია” – გვიზიარებს თავის აზრს 84 წლის ვიქტორია ტოკარევა.ეს მართლაც საინტერესო აზრია. ახალგაზრდა ადამიანი ხომ მუდამ საზრუნავით და ეჭვებითაა სავსე. ის მუდამ თავის ადგილს ეძებს სამყაროში სხვადასხვა გზით. მისი მომავალი გაურკვეველია და ეს თავდაჯერების და მოდუნების საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, ახალგაზრდებს არ აქვთ ფული, საკმარისი ცოდნა, გამოცდილება…ამიტომ ჭეშმარიტად ბედნიერები მხოლოდ ასაკში შესვლასთან ერთად ხდებიან. ადამიანები როდესაც აღარ ზრუნავენ მომავალზე უფრო მშვიდად არიან. სიბერეს, ხომ მომავალი არ აქვს? ეს საშუალებას გაძლევთ დატკბეთ ცხოვრებით, ყურადღება მიაქციოთ იმას, რაც ადრე ვერ ამჩნევდით.

ადამიანი სიცოცხლის პირველ ნაწილს სიყვარულსა და ვნებებზე ხარჯავს, ის დიდ დროს უთმობს სამუშაოს, შრომობს ფულის მოსაპოვებლად.შემდეგ კი ეს ყველაფერი თანდათან აზრს კარგავს და შენ ამჩნევ, რომ საოცარ სამყაროში ცხოვრობ. ხვდები, რა კარგია შემოქმედი, რომელმაც შექმნა ეს ცა და ხეები, თქვენ და საერთოდ, დედამიწა.” – ამბობს ვიქტორია ტოკარევა ერთ-ერთ ინტერვიუში.მწერალი გვარწმუნებს, რომ სიბერე შესანიშნავი დროა დააკვირდე როგორც ცას, ისე ხეებს და არსად არ იჩქარო. თქვენ შეგიძლათ მშვიდად იკითხოთ წიგნები, უსმინოთ მუსიკას, მოამზადოთ გემრიელი კერძები, უკვე ზედმეტი წონაც აღარ გაწუხებთ.

ღირსეული სიბერის სამი ვეშაპი – ვიქტორია ტოკარევამ აღნიშნა, რომ ღირსეული სიბერე უჭირავს სამ ვეშაპს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ქალი საკუთარ თავთან მიმართებაში საუბრობდა, თუმცა მკითხველებისთვისაც საინტერესო იქნება მისი რჩევა.

  1. პირველი ვეშაპი – ბავშვები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. ურთიერთობა შთამომავლობასთან, რომელიც შენს ცხოვრებას აგრძელებს, საინტერესო და განსაკუთრებით ფასეულია. ამას უდიდესი სიამოვნება მოაქვს.
  2. მეორე ვეშაპი – ეს არი პროფესია, ყოველდღიური შრომა. თუ ადამიანს აქვს საყვარელი საქმე, რომელსაც აკეთებს სიბერეშიც, ეს დიდი ბედნიერებაა. საყვარელი საქმე გინარჩუნებს ცხოვრების ინტერესს, ავსებს მას.
  3. მესამე ვეშაპი – საკუთარი სახლი, რომელიც შენი ხელით ააშენე, რომელიც შენი ნაშოვნი ფულით შეიძინე, მოაწყვე შენი გემოვნებით და ძალიან გიყვარს.

ეს სამი კომპონენტი საკმარისზე მეტია. ჯანმრთელი შვილები და შვილიშვილები, ნათელი გონება, კომფორტული სახლი. მეტი რა არის საჭირო, რომ მიწიერი მოგზაურობის ბოლო ეტაპი მშვიდად და სიამოვნებით გაატაროთ? თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს