ცოტა ხნის წინ ინტერნეტში წავაწყდი ნოსტრადამუსის წრეს, ანუ მკითხაობას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პასუხის გაცემა ნებისმიერ კითხვაზე. ვაღიარებ, ადრე ამ სახელს მხოლოდ მომავლის წინასწარმეტყველებებს ვუკავშირებდი. აღმოჩნდა, რომ ნოსტრადამუსს ამ მაგიური წრის შექმნაც მიაწერეს და სწორედ, მასზეა საუბარი პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში.ზუსტად არ არის ცნობილი, სინამდვილეში ვინ არის ამ წრის ავტორი, მაგრამ აქვს კი ამას მნიშვნელობა? უფრო საინტერესოა, გამოვცადოთ, მუშაობს თუ არა ეს იდუმალი წრე სინამდვილეში. სწორედ, ამას გავაკეთებთ დღეს!
ნოსტრადამუსის წრე: მკითხაობა – ნოსტრადამუსის წრის მიხედვით მკითხაობისათვის, არ არის საჭირო რაიმე განსაკუთრებული მაგიური უნარების ქონა. ამ ამოცანას ნებისმიერი ადამიანი გაუმკლავდება. მთავარია – მოთმინება და, რა თქმა უნდა, ცოცხალი ინტერესი! დასაწყისისთვის, ფურცელზე უნდა დაიხატოს წრე, რომელიც 21 დანომრილი ზონისაგან შედგება.თუ ხატვა გეზარებათ, არაფერია! თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქა საშუალებას გვაძლევს გავამარტივოთ ნებისმიერი ამოცანა. ასე რომ, გთავაზობთ, ნოსტრადამუსის წრის უბრალოდ А4 ფურცელზე ამობეჭდვას. თქვენ უნდა შეიარაღდეთ ძვირფასი ქვით ან ბეჭდით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ნივთი გეკუთვნოდეთ კონკრეტულად თქვენ. უფრო უკეთესი იქნება, თუ ბეჭედს პირდაპირ თითიდან მოიხსნით. ასეთ სამკაულში, თქვენი ენერგეტიკის მაქსიმუმი იქნება კონცენტრირებული.
მზადების პროცესი დასრულებულია. ახლა, მოხერხებულად დაბრძანდით, დაიდეთ ფურცელი წინ და კონცენტრირდით. გონებაში დასვით კითხვა, რომელიც გაწუხებთ და მთელი ყურადღება მასზე მიმართეთ. უკეთესი იქნება თუ ამას გააკეთებთ სხვა ადამიანებისაგან და ხმაურისაგან მოშორებით, რათა სხვა რამეზე არ გადაიტანოთ ყურადღება. კითხვა ისე უნდა დასვათ, რომ მისი პასუხი იყოს მოკლე “კი” ან “არა”.დახუჭეთ თვალები და კითხვა რამდენჯერმე გაიმეორეთ, კონცენტრირდით იმაზე, რომ გულწრფელი პასუხის მიღება გსურთ. შემდეგ, ქვა ან ბეჭედი ჩამოაგდეთ წრის ცენტრში. ზონა, რომელშიც ეს საგანი აღმოჩნდება, გასცემს პასუხს თქვენს კითხვას. კონკრეტულად კი, პასუხს გაგცემთ ციფრი, რომელიც ფურცლის იმ ნაწილში ეწერება. თითოეულ ციფრს საკუთარი განმარტება აქვს. გიზიარებთ ამ განმარტებებს.
პასუხების გაშიფვრა
- 1. დიახ. თქვენ წარმატება გელოდებათ. თავდაჯერებულად იარეთ თქვენი მიზნისკენ და მნიშვნელოვან სიმაღლეებს მიაღწევთ!
- 2. დიახ. თქვენ ყველაფერს მიაღწევთ, თუმცა საკმაოდ ბევრი სირთულე გელით. ამისი არ უნდა შეგეშინდეთ, თუ გსურთ სასურველის მიღება.
- 3. დიახ. ნაკლები ლაპარაკი და მეტი საქმე! თუ ბევრს იშრომებთ, შედეგი დიდხანს არ გალოდინებთ. თქვენ აღფრთოვანდებით!
- 4. შესაძლებელია. მიზნის მისაღწევად, თქვენ უნდა დაივიწყოთ წარსულის წყენები. წარსული ხელს უშლის თქვენს მომავალს. დაივიწყეთ!
- 5. აუცილებლად. ნუ მიაქცევთ ყურადღებას იმას, თუ რას ფიქრობენ სხვები. თქვენ ყველაფერს მიაღწევთ!
- 6. რთული სათქმელია. მზად იყავით იმისთვის, რომ სირთულეები გელოდებათ. ნუ უგულებელყოფთ ადამიანების მიერ შემოთავაზებულ დახმარებას, რადგან მარტო ვერ გაუმკლავდებით.
- 7. უცნობია. თქვენ იმის გამო ნერვიულობთ, რასაც არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. ნუ გარბიხართ მატარებლის წინ!
- 8. ყურადღებით იყავით. თქვენი მოტყუება სურთ. ფრთხილად იყავით, უცხო ადამიანებთან საუბრისას.
- 9. აუცილებლად. თქვენ ყველაფერს მიაღწევთ, ახლობელი ადამიანების დახმარებით.
- 10. დიახ. ამ საკითხში მთლიანად ენდეთ საკუთარ თავს.
- 11. არ იჩქაროთ! სიტუაცია არ მოითხოვს გადამწყვეტ ქმედებებს. დააკვირდით იმას, რაც ხდება.
- 12. უფრო კი, ვიდრე არა. ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტებს. იფიქრეთ იმაზე, რას ეუბნებით და ვის.
- 13. არა. თქვენ უსიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ.
- 14. დიახ. თქვენ ყველაფერი გამოგივათ, თუ შეწყვეტთ გაჭიანურებას.
- 15. დიახ. ცხოვრება ძალიან მალე შეიცვლება. ცვლილებები ააღელვებს თქვენს გონებას!
- 16. აუცილებლად. თქვენი გეგმები რეალობად იქცევა, თუმცა მზად იყავით მოულოდნელი ცვლილებებისათვის.
- 17. უცნობია. თქვენ არ გაქვთ მკაფიო სამოქმედო გეგმა. ნუ მოითხოვთ სხვებისაგან იმას, რაც თქვენ თავადაც არ შეგიძლიათ.
- 18. რთული სათქმელია. სირთულეები ყველა ნაბიჯზე გელოდებათ. თუმცა, ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ მომავალში მიაღწიოთ წარმატებას.
- 19. შეწყვიტეთ წუწუნი. მიზნის მისაღწევად საჭიროა შეწყვიტოთ საკუთარი თავის შეცოდება და გახდეთ უფრო თავდაჯერებული.
- 20. დიახ. თქვენ ყველაფერს მიაღწევთ. წარმატება მუდამ თქვენთან იქნება!
- 21. დიახ. თქვენ თითქმის მიაღწიეთ მიზანს!
ნოსტრადამუსის წრის მიხედვით მკითხაობა არ იძლევა 100%-იან შედეგს. თქვენი წარმატებები, პირველ რიგში, თქვენზეა დამოკიდებული, გახსოვდეთ ამის შესახებ!კომენტარებში გაგვიზიარეთ გიმკითხავიათ თუ არა ოდესმე? როგორ გაგიკეთებიათ ეს?