ალოე ვერა (თავისი სამკურნალო თვისებების გამო ალოეს უნიკალური სახეობა) ლათინურიდან ითარგმნება, როგორც „ნამდვილი ალოე“. მისი შესანიშნავი სამკურნალო თვისებები ეჭვს ნამდვილად არ იწვევენ: ათასწლეულების მანძილზე უამრავი დაავადების პანაცეად დამსახურებულად თვლიდნენ.
ალოე ვერას ფოთლებში, რომლებიც აფრიკის ქვეყნებში, აზიაში, ჰავაიზე, ფლორიდასა და სამხრეთ კალიფორნიაში იზრდება, ჟელეს მსგავსი ნივთიერება შედის. ფოთლების გაჭრის დროს ჟელე იღვრება. ამ ფორმით ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში იყენებენ, თუმცა ზოგჯერ დიდი ხნით შენახვის მიზნით ახმობენ და აქუცმაცებენ.
რაში მდგომარეობს ალოეს საიდუმლო? საქმე იმაშია, რომ მისი კვების წყარო უშუალოდ ფოთლებში მდებარეობს, რომლებიც ვიტამინების, მინერალების და ფერმენტების ნამდვილ საწყობს წარმოადგენენ. ალოე მიწიდან რომ ამოიღოთ, რამდენიმე თვე და წელი სიცოცხლეს მაინც გააგრძელებს, რადგან ვიტამინების და ფერმენტების დიდი მარაგი აქვს.
გლაუკომა
გლაუკომას დროს 1ჩ/კ ალოე და თაფლი აურიეთ, 1 ს/კ წყალი დაუმატეთ და ყოველ საღამოს მტკივნეულ თვალში თითო წვეთი მდგომარეობის გაუმჯობესებამდე ჩაიწვეთეთ. გარდა ამისა, 1 ს/კ დაქუცმაცებულ ანისულს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით, რამდენიმე წუთით დააყენეთ და თბილი ნაყენით დღეში 3-4-ჯერ თვალი გაიწმინდეთ.
ბალზამი იმუნიტეტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად
ალოეს სამკურნალო საშუალება საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებას და იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს უწყობს. მცენარის ქვედა, მსხვილი ფოთლები (მინიმუმ 3 წლის) დაგჭირდებათ, გადაბრუნების მეთოდით ღეროს მოაშორეთ, 0,5 კგ შავ ქაღალდში გაახვიეთ და მაცივარში შეინახეთ. ასე 3-5 გრადუსზე 2 კვირა გააჩერეთ, შემდეგ კბილები დააჭერით, გარეცხეთ და ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. სწრაფად იმოქმედეთ, რადგან ალოე ჰაერში თავის სამკურნალო თვისებებს სწრაფად კარგავს. მიღებულ მასას 0,5 კგ ხარისხიანი თხევადი თაფლი, 0,5 ლ ღვინო „კაგორი“ დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მიღებული სამკურნალო საშუალება მინის ქილებში ჩაასხით, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ. 1 ს/კ საშუალება თბილ წყალთან ერთად დილით, უზმოზე დალიეთ. საშუალება ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად სასარგებლო იქნება.
მხედველობის გასაუმჯობესებლად
ამ მეთოდის დახმარებით მხედველობის გაუმჯობესებას შეძლებთ. 1,5 კგ ალოე (3-5 წლის მცენარე, მოწყვეტამდე 1 კვირით ადრე უხვად მორწყეთ და შემდეგ 1 კვირა არ მორწყათ) აიღეთ, ქაღალდში გაახვიეთ და მაცივრის ქვედა თაროზე 12 დღით შეინახეთ. ამის შემდეგ ალოე ეკლებისგან გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით, ქილაში ჩაყარეთ და 1,5 კგ შაქარი დააყარეთ. ცივ ადგილას 15 დღით შეინახეთ. 1 ს/კ (ბავშვებში 1 დესერტის კოვზი) სამკურნალო საშუალება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ერთსა და იმავე დროს მიიღეთ. ეს რეცეპტი წლებია გამოცდილია. ძალიან ეფექტური საშუალებაა.
სწორი ნაწლავის ბზარები
ასეთ დროს საღამოს, დაცლის შემდეგ, 1 ს/კ სამწლიანი ალოეს წვენი და თევზის ცხიმი, 1 ნედლი კვერცხი აურიეთ, შპრიცი ამ ნარევით აავსეთ და სწორ ნაწლავში შეისხურეთ. ასეთი 12-15 პროცედურის შემდეგ ბზარები შეხორცდება.
სიმსივნის გაწოვა ბალზამის დახმარებით
თუ ლიმფოგრანულომატოზი გაწუხებთ, გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც ამ უსიამოვნებასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. 500 მლ ხარისხიანი კონიაკი, 300 მლ ახალ გაწურული ალოეს წვენი, 200 მლ ლიმონის და 100 მლ მრავალძარღვას წვენი, 300 გრ ნატურალური ყვავილების თაფლი, 100-100 მლ წითელი ნემსიწვერას ფესვების და ბალახის წყლიანი ნაყენი, გულყვითელა, ქრისტესისხლა და წყლის პერი, 50 მლ აბზინდას ნაყენი, 100 გრ „ბეფუნგინი“ (სააფთიაქო პრეპარატი) აურიეთ და 2 კვირა ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე დააყენეთ. 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე მიიღეთ. ძალიან ეფექტური საშუალებაა. საშუალება სიმსივნის გაწოვას ხელს უწყობს და იმუნიტეტს აძლიერებს.