მაგიჟებს წყნარი, ოჯახური ცხოვრება, ვეძებ საშუალებას, რათა განვდევნო მოწყენილობა და გავამრავალფეროვნო რუტინა

96

ბევრი ადამიანი ოცნებობს, რომ შეხვდეს თავის მეორე ნახევარს და შექმნას ოჯახი. ურთიერთობის დასაწყისში ეს არის ემოციების და ვნებების ქარიშხალი, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ქარიშხალი ცხრება და იწყება მშვიდი ოჯახური ცხოვრება. ზოგისთვის ეს დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ზოგიერთისთვის აუტანელი ტანჯვა. რუტინა მომაბეზრებელი ხდება და აღარაფერი უხარიათ.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გირჩევთ, თუ როგორ გაამრავალფეროვნოთ ოჯახური რუტინა, თუ ის მოსაწყენად გეჩვენებათ.

მშვიდი ოჯახური ცხოვრება

სანამ დავიწყებთ ოჯახური ცხოვრების გამრავალფეროვნების საშუალებების შესწავლას, უნდა გავარკვიოთ, აქვს თუ არა თქვენს ურთიერთობას საფუძველი, რომელზეც უნდა აშენდეს მყარი ოჯახი. ბედნიერი თანაცხოვრებისთვის სამი მარტივი პირობა არსებობს: გულწრფელად უნდა გიყვარდეთ თქვენი მეორე ნახევარი, უნდა გაინტერესებდეთ ერთმანეთის პიროვნება და უნდა გამონახოთ თავისუფალი დრო ერთობლივი დასვენებისთვის.თუ ამ სამიდან რომელიმე მათგანი აკლია, შეეცადეთ გაარკვიოთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტი, მიმართეთ სპეციალისტს.

დაკავდით საკუთარი თავით – შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ იმისათვის, რომ ურთიერთობაში არ მოიწყინოთ, პირველ რიგში ჰარმონიაში უნდა იყოთ საკუთარ თავთან. პარტნიორი არ არის ვალდებული გაგვართოს და დაგვითმოს მთელი თავისუფალი დრო. თუ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა არ გბეზრდებათ, მაშინ ნაკლები პრეტენზია გექნებათ მეორე ნახევართან. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა.იპოვე საინტერესო საქმე, ან ჰობი. გექნება მოსაყოლი თემა საყვარელი ადამიანისთვის და არ დაგრჩება დრო პრეტენზიებისთვის, ამისთვის უბრალოდ აღარ გეცლება.

გააფართოვე ჰორიზონტი – ბანალურად ჟღერს, მაგრამ მუშაობს. შეხედეთ ცხოვრებას უფრო ფართოდ, შეეცადეთ იპოვოთ საერთო საქმე, ისეირეთ, დახატეთ, გააკეთეთ ნებისმიერი რამ, რაც გესიამოვნებათ.კარგი იქნება ერთობლივი სპორტული აქტივობა – ჯანმრთელობისთვისაც და ურთიერთობისთვისაც.

ოჯახური ტრადიციები – დრო ძალიან სწრაფად გარბის და ზოგჯერ უსახურ, ნაცრისფერ დღეებად იქცევა ხოლმე, ამიტომ შეეცადეთ შეავსოთ რაღაც ნათელით. ნუ დაელოდებით, რომ რაღაც თავისით მოხდება. თქვენ თვითონ შექმენით სასიამოვნო მოგონებები და აღნიშნეთ ხოლმე ისინი.შეიმუშავეთ რამდენიმე ოჯახური ტრადიცია. მაგალითად, განსაკუთრებულად აღნიშნეთ ქორწინების იუბილე და გაისეირნეთ ქალაქგარეთ. ჩვევად აქციეთ ამ დღეს რაიმეს გაკეთება. ლამაზად აღნიშნეთ სხვა პატარა თარიღებიც და გადააქციეთ დღესასწაულად.

რომანტიკა – რომანტიკის გარეშე არაფერი გამოვა. გვესმის, რომ რთულია ბავშვებთან და საოჯახო საქმეებთან ერთად ამისთვის დროის გამონახვა რთულია, მაგრამ კვირაში ერთხელ როგორმე განმარტოვდით, გვერდზე გადადეთ საოჯახო საქმეები და მოაწყვეთ ვახშამი სანთლის შუქზე, შეუკვეთეთ გემრიელი კერძები, ისაუბრეთ და გაატარეთ დრო სასიამოვნოდ.

ესაუბრეთ ერთმანეთს – ვგულისხმობთ გულითად საუბრებს. ჩვენთვის უფრო მარტივია მთელი საღამოს მობილურის ეკრანთან გატარება, მაგრამ შეეცადეთ ამ ჩაკეტილი წრის გარღვევა. მოუყევით თქვენს პარტნიორს რაიმე საინტერესო ამბავი, გაუზიარეთ ემოციები, მოუსმინეთ მასაც, გაიხილეთ ის, რითიც ხართ გატაცებული.ეს შესანიშნავი გზაა ერთმანეთის უკეთ შესაცნობად, ამაზრზენი რუტინის თავიდან ასაცილებლად. სცადეთ ერთად წაიკითხოთ წიგნები და შემდეგ ერთად განიხილოთ.

ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში შეიძლება დაბრუნდეს სიხალისე, მაგრამ ამისთვის უნდა გაისარჯოთ. უნდა გქონდეთ სურვილი და შინაგანი რესურსი. თუ ორივე მხარეს სურს ურთიერთობების გამრავალფეროვნება, აუცილებლად იპოვის გზას. წარმატებას გისურვებთ!როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ცხოვრება მოსაწყენი? როგორ ახერხებთ მის გახალისებას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს