ტორტის მომზადების ყველაზე სასიამოვნო პროცესი მისი აწყობაა – როდესაც ყველა ნაწილი უკვე მზად არის, მაგრამ ამ მომენტამდე მომზადების ხანგრძლივი გზაა გასავლელი. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გთავაზობთ ტორტის ფენების ტაფაში მოსამზადებელ რეცეპტს, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად მზადდება და არ ჭირდება დიდხანს თქვეფა.
ტორტის ფენები ტაფაზე
არაჟნის ცომი – არაჟნის ცომით დამზადებული ნამცხვრები რბილია და ჰაეროვანი, გადაუსვამთ არაჟნის კრემს და დაელოდებით გაჟღენთას. 10 ფენის მომზადებას სულ ნახევარი საათი დასჭირდება. გამოგივათ თაფლის უგემრიელესი ნამცხვარი.
ინგრედიეტები
- 700 გრ. ფქვილი
- 200 გრ. არაჟანი
- 1 ჩ/კ სოდა
- 2 ს/კ თაფლი
- 5 გრ. ვანილინი
მომზადების წესი
- ღრმა ჯამში აურიეთ არაჟანი, დაუმატეთ შაქარი, თაფლი. ბოლოს დააყარეთ ფქვილი პორციებად.
- მოამზადეთ მყარი ცომი და ზილეთ ხელით სანამ არ გახდება პრიალა და ელასტიური. გაყავით 10 ნაწილად. თითოეული აჭერი გააბრტყელეთ სასურველი ზომის თეფშის საშუალებით დაჭერით ფორმებად.
- დადეთ ფენები მშრალ, უცხიმო ტაფაზე და დაბალ ცეცხლზე გამოაცხვეთ. ჭირდება 2-3 წუთი თითოეულ მხარეს.
ფხვიერი ფენები: ცომი მზადდება მცირე რაოდენობით რძეზე და კარაქზე. ის უნივერსალურია და მრავალნაირი ნამცხვრის მომზადება შეგიძლიათ მისგან. ფირფიტები გამოდის თხელი და მოგაგონებთ მშრალ, ხრაშუნა ორცხობილებს. უხდება ნებისმიერი სახის კრემი, არაჟანის, ხილის, შესქელებული რძის.
ინგრედიენტები
- 400 გრ ფქვილი
- 70 გრ. კარაქი
- 1 ს/კ რძე
- 1 ს/კ თაფლი
- 150 გრ. შაქარი
- 1 კვერცხი
- 30 გრ. არაჟანი
- 0.5 გრ. სოდა
მომზადების წესი
- შეურიეთ ჯამში კვერცხი, არაჟანი და შაქარი.
- გაადნეთ კარაქი, შეურიეთ სოდა, რძე და თაფლი, კარგად გააზავეთდ ადაასხით კვერცხიან მასას.
- გაცერით ფქვილი და თანდათან შეურიეთ თხევად ინგრედიენტებს. მოზილეთ რბილი, ოდნავ წებოვანი ცომი.
- გაყავით ცომი 5 ტოლ ნაწილად და გააბრტყელეთ სასურველ ზომაზე.
- გაახურეთ ტაფა და შეწვით თითოეული ფენა დაბალ ცეცხლზე 2 წუთის განმავლობაში თითოეულ გვერდზე.
ცომი მოზელვის გარეშე კაკაოთი – თუ გიყვართ შოკოლადის დესერტები და არ გიყვართ ცომის ხელით დამუშავება, ეს რეცეპტი თქვენთვის არის.
ინგრედიენტები
- 250 გრ. ფქვილი
- 150 გრ. შაქარი
- 25 გრ. კაკაო
- 2 გრ. გამაფხვიერებელი
- 8 გრ. სოდა
- 1 კვერცხი
- 50 გრ. მცენარეული ზეთო
- 125 მლ. რძე
- 125 მლ. ცხელი წყალი
მომზადების წესი
- გაცერით ფქვილი და დაუმატეთ გამაფხვიერებელი, სოდა, შაქარი, კაკაოს ფხვნილი. ყველაფერი აურიეთ კარგად.
- ცალკე ჯამში შეურიეთ ერთმანეთს რძე, კვერცხი და ზეთი. შემდეგ გააერთიანეთ თხევადი და მშრალი ინგრედიენტები, აუირიეთ და დაასხით 125 მლ. მდუღარე წყალი. მაშინვე კარგად აურიეთ.
- გაახურეთ ტაფა და დაასხით მასზე ცომის ნაწილი. აცხვეთ ერთ გვერდზე დაახლოებით 3 წუთი, ხოლო მეორე გვერდზე 1 წუთამდე. სულ ეს არის!
რჩევა რედაქციისგან: კრემი სწრაფად შეგიძლიათ მოამზადოთ ცივი ნაღებით და შაქრის პუდრით 5 წუთში. მაცივარში გააცივეთ ნაღები, ყველა ხელსაწყო უნდა იყოს იდეალურად მშრალი, ნაღები რომ მალე ამოვიდეს, შეგიძლიათ თქვეფის დროს ჯამი ჩადგათ ყინულიან წყალში. ასეთი კრემით კარგად იჟღინთება ნამცხვრები და საუკეთესო გამოსავალია დესერტის სწრაფად მოსამზადებლად.
თქვენ როგორი ნამცხვრები მოგწონთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.