ყველაზე ძლიერი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლებიც გამორჩეულები არიან თავდაჯერებულობითა და დაუმორჩილებლობით.

1614

ხელისუფლებაში მყოფი ქალები ისევე ორგანულად გამოიყურებიან, როგორც მამაკაცები, თუ მათ აქვთ ლიდერის შესაბამისი თვისებები. ასტროლოგები ამბობენ, რომ ეს თვისებები ახასიათებს ზოდიაქოს გარკვეულ ნიშნებს.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ ყველაზე გავლენიანი ქალების სიას ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

ქალები ხელისუფლებაში

ვერძი – ოჰ, ეს ცეცხლოვანი ვერძები! თავისი ენერგიით მათ შეუძლიათ ნებისმიერი პროექტი აამუშაონ, დაძრან ნულიდან მთელი პროცესი. მათ იციან როგორ დაიცვან თავი და მოწინააღმდეგისგან და არა მარტო. ვერძი ქალები თავისი ცეცხლოვანი ენერგიის წყალობით ადვილად აღწევენ იმას, რაც სურთ.ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები არ ელოდებიან რაიმეს შემოთავაზებას. ისინი თავად იღებენ იმას, რაც სურთ და სჭირდებათ. პირად ცხოვრებაში არიან დომინანტები და მომთხოვნები. ვერძ ქალს ჰარმონიული კავშირი მხოლოდ მასზე ძლიერი პარტნიორის გვერდით ექნება.

ტყუპები – ტყუპები ორსახიანი და იდუმალი არსებები არიან. რთულია მათი გეგმების ამოხსნა, ისევე როგორც მათი ზრახვების. მათ უყვართ ინტრიგები და კულისებს მიღმა თამაში. ისინი საუკეთესო მანიპულატორები არიან.ტყუპებს აქვთ განსაკუთრებულად გამოხატული გამარჯვების წყურვილი ყველგან და ყველაფერში. უბრალო თამაშიც კი მათთვის კონკურენტული შეჯიბრია.

ლომი – ქალი-ლომი ლიდერად არის დაბადებული. ის იდეალურად აკონტროლებს ყველას და სწორად ანაწილებს დავალებებს. ასეთივე აქტიურია ოჯახშიც. ისინი ორიენტირებულები არიან შედეგზე, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ მისის მისაღწევად და საკუთარ ქცევაზე ყოველთვის აგებენ პასუხს. მეგობრებშიც და სიყვარულშიც ლომი ცდილობს დომინანტური პოზიციის დაკავებას. ეს გამოიხტება მუდმივ რჩევებში, ზრუნვაში, მითითებების მცდელობაში.

მორიელი – მორიელ ქალებს მისტიკური გარეგნობა აქვთ. ისინი თითქოს სკანერზე ატარებენ ადამიანს და მაშინვე ამჩნევენ მის ნაკლს. აქვთ ძლიერი ინტუიცია და მათი მოტყუება ძალიან რთულია.მორიელები არიან დამოუკიდებლები, იციან როგორ გამოკვეთონ მთავარი საქმე და გააკეთონ აქცენტი საკუთარ საჭიროებებსა და სურვილებზე. მორიელმა კარგად იცის რა უნდა და კარგად უთავსებს საკუთარ შესაძლებლობებს თავის სურვილებს, ადვილად პოულობენ საკუთარ ადგილს ცხოვრებაში.

მშვილდოსანი – მშვილდოსანი ქალები მიზანდასახულები არიან და ზუსტად იციან რა უნდათ. მათ მკაფიოდ გამოკვეთილი ლიდერის თვისებები აქვთ. ისევე, როგორც მორიელებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობა ამოძრავებთ. ისინი არიან დამოუკიდებლები, თავდაჯერებულები, საკუთარ თავში დარწმუნებულები და თავისუფლებისმოყვარეები.ჩაცმულობაში ირჩევენ საქმია სტილს, საუბრობენ თავშეკავებულად და სხვების სიტყვები გულთან ახლოს არ მიაქვთ. ყველაფრის კონტროლის სურვილი ხელს უშლით პირად ურთიერთობებში.

რჩევა რედაქციისგან:როდესაც ვახსენებთ ფრაზას “ხელისუფლებაში მყოფი ქალები”, მაშინვე თვალწინ წარმოგვიდგება “რკინის ლედი” მარგარეტ ტეტჩერი, თამარ მეფე, გამოჩენილი რეჟისორი გალინა ვოლჩეკი.სხვათა შორის, მარგარეტ ტეტჩერი სასწორია, თამარ დედოფალი – მორიელი, ხოლო გალინა ვოლჩეკი – მშვილდოსანი. თქვენ რომელ ზოდიაქოს ნიშანს მიეკუთვნებით და როგორია თქვენი ლტოლვა ძალაუფლებისკენ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს