მოსწავლეები, რომლებსაც უყვართ ეშმაკური ამოცანები ასანთის ღერებით, მომავალში ბიზნესში მიაღწევენ წარმატებას

0
296

სავარჯიშოები ასანთის ღერებით – ლოგიკისა და აზროვნების გავარჯიშების საშუალებას იძლევა. ამავდროულად, ძალიან მოსახერხებელია, რომ ასეთი მაგალითები შეიძლება, როგორც ამბობენ ხოლმე, “ხელებით ამოხსნათ”. სასურველი ფიგურების მისაღებად, თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ, დაამატოთ და მოაშოროთ ღერები ნებისმიერ ბრტყელ ზედაპირზე. სწორედ, ასეთ სავარჯიშოებს გთავაზობთ, პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში. მაშ ასე, დავიწყოთ!

სავარჯიშოები ასანთის ღერებით

1. შეასწორეთ მაგალითში დაშვებული შეცდომა, მხოლოდ ერთი ასანთის გადაადგილებით!

2. გადაიტანეთ ასანთის ორი ღერი ისე, რომ ტოლობა გათანაბრდეს.

3. ეს სავარჯიშო კი, ერთდროულად, წინა სავარჯიშოების მსგავსიც არის და მათგან არსებითადაც განხვავდება. შეძლებთ ტოლობის გათანაბრებას, ასანთის ღერებთან შეხების გარეშე? ასევე აკრძალულია ასანთის ღერის დაწვა, გადაადგილება და მასზე სულის შებერვა. ჩართეთ თქვენი საზრიანობა. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ამის გარეშე არაფერი გამოგივათ!

პასუხები

1. გიჭირთ პასუხის პოვნა? მე უკვე ორი ვიპოვე! და სრულიად შესაძლებელია სხვა პასუხებიც არსებობდეს. ვარიანტი პირველი: აიღეთ ბოლო ღერი, ჩაანაცვლეთ III II-ით და მოათავსეთ “-” ნიშანზე, გადააქციეთ “+”-ად. გამოდის VI = IV + II. შეცდომა გამოსწორდა და ჩვენ კი მაგრები ვართ!

ვარიანტი მეორე: გადაადგილეთ ერთი ღერი IV-ში, რათა მიიღოთ IX. ვიღებთ VI = IX – III. ტოლობა გათანაბრდა, რის მიღწევასაც ვცდილობდით.

2. აიღეთ ვერტიკალური ღერი “+” ნიშნიდან, აქციეთ იგი “-” ნიშნად. ახლა, დაუმატეთ იგი ქვემოდან ციფრ – ოთხიანს. ახლა, საჭიროა კიდევ ერთი ღერის გადაადგილება, რათა პასუხში მივიღოთ 3. მაგალითი იღებს ფორმას 5 – 2 = 3. ტოლობა გათანაბრდა, ჩვენ კი შემდეგ დავალებაზე გადავდივართ.

3. როგორც უკვე ვთქვით, თქვენ არ დაგჭირდებათ ასანთზე სულის შებერვა ან მისი დაწვა. სავარჯიშოს ამოხსნაში დაგეხმარებათ რომაული ციფრების საინტერესო თვისება. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი მათგანი (IV და VI, IX და XI) ერთმანეთის სარკისებური გამოსახულებაა. უკვე მიხვდით?

თუ არა, მაშინ გავაგრძელოთ. როგორ მივიღოთ X = I + IX -დან XI + I = X? თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ითამაშოთ სარკით. მაგრამ, არსებობს ბევრად უფრო მარტივი გზა: უბრალოდ გადაატრიალეთ სმარტფონი, რომელზეც ამას კითხულობთ! ელეგანტური გადაწყვეტა ჩვენს ტოლობას გაათანაბრებს, რაც კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ საზრიანობა ფასდაუდებელია!

როგორც ხედავთ, სავარჯიშოები ასანთის ღერებით არც ისე რთულია, მაგრამ ისინი საშუალებას გვაძლევს დრო სასარგებლოდ გავატაროთ და გავავარჯიშოთ ლოგიკა და სივრცითი აზროვნება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საზრიანობა დაგეხმარებათ შედეგების მარტივი გზით მიღწევაში, არა მხოლოდ თამაშში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც.