ნიღაბი თმის გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის.

268

ხალხური მედიცინის რეცეპტების მთავარ ინგრედიენტებს ხშირ შემთხვევაში თაფლი და დარიჩინი წარმოადგენს, რაც ამ პროდუქტების წარმოუდგენლად სასარგებლო თვისებებითაა განპირობებული. ამ ორი პროდუქტის კომბინაციით მიღებული საშუალება განსაკუთრებით დადებით ეფექტს იძლევა მაშინ, როდესაც საუბარი წონის დაკლებაზე და თმის გაჯანსაღებაზე მიდის.

ეს საშუალება აუმჯობესებს თავში სისხლის ცირკულაციას, რისი წყალობითაც თმა გაცილებით ბზინვარე, სქელი და ლამაზი ხდება. გარდა ამისა, დარიჩინისა და თაფლის კომბინაცია სტიმულირებს თმის ზრდას.

თუ თქვენ ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელსაც სუსტი და მსხვრევადი თმა აქვს, მაშინ ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა!

ინგრედიენტები:

  • ½ ჭიქა ზეითუნის ზეთი;
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი;
  • 1 სუფრის კოვზი დარიჩინი;

მომზადების წესი:

  1. აიღეთ პატარა ცეცხლგამძე ჭურჭელი, ჩაასხით მასში მოცემული რაოდენობით ზეითუნის ზეთი და შეათბეთ ის ღუმელში.
  2. გადაიტანეთ შემთბარი ზეთი პატარა თასში და ჩაამატეთ მასში დარჩენილი ინგრედიენტები. კარგად მოურიეთ.
  3. მიღებული ნიღაბი წაისვით თავის კანზე და შემდეგ გაინაწილეთ მთელ თმაზე.
  4. გაიჩერეთ ნიღაბი 15 წუთით.
  5. ამ დროის გასვლის შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნის გამოყენებით.
  6. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ.

დარიჩინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს კანს გარემოს მავნე ზეგავლენისგან. რაც შეეხება თაფლს, ის ატენიანებს თმას, სძენს მას მოცულობასა და ბზინვარებას.

გამოიყენეთ ეს ნიღაბი და მიღებული შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს