გემრიელი ტკბილეული რთულ სამუშაო დღეებს ამსუბუქებს და სასიამოვნოს ხდის. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში სერბული ბლითების რეცეპტს გთავაზობთ. მას “ჯევრეკს” უწოდებენ. სამწუხაროდ, სერბულ სამზარეულოზე ბევრი არაფერი ვიცით. როდესაც რაიმე ორიგინალურის მომზადება სურთ, უმეტესად აზიური, ან ქართული სამზარეულო გვახსენდება, თუმცა არანაკლებ საინტერესოა სერბულიც. დღეს მოვამზადებთ ფუმფულა ბლითებს და გავიგებთ როგორ ანებივრებენ სერბები საკუთარ თავს ამ უგემრიელესი ტკბილეულით.
ჩაისთან მისაყოლებელი ტკბილეული
ინგრედიენტებს რომ დავხედე, ძალიან გამიხარდა. ბლითებს სტანდარტული მასალა სჭირდება და არაფერი უჩვეულო. ასევე სჭირდება სიროფი, რაც კიდევ უფრო გემრიელს ხდის მას, შეგიძლიათ მიირთვათ ჯემთან, მურაბასთან, შესქელებულ რძესთან ერთად.
ინგრედიენტები
- 1 ს/კ რძე
- 7 გრ. საფუარი
- 1 ს/კ შაქარი
- ფქვილი
- 1 ს/კ კარაქი
- 1 ჭიქა შაქარი სიროფისთვის
- ვანილი
- 1 ს/კ შაქარი ამოსავლებად
მომზადების წესი
- გაათბეთ რძე და ჩაუმატეთ ერთი კოვზი შაქარი და საფუარი. აურიეთ და დადგით გასააქტიურებლად.
- გაადეთ კარაქი ორთქლის აბაზანაზე და გააგრილეთ, შემდეგ დაუმატეთ რძისა და საფუარის ნარევს.
- დაამატეთ ფქვილი რამდენსაც შეიზელს. ცომი უნდა იყოს რბილი და ფაფუკი. დაჭირდება დაახლოებით ნახევარ კილომდე.
- გააბრტყელეთ ცომი 2 მმ. სისქეზე და დაჭერით ბლითების ფორმებად. ამისთვის აიღეთ ჭიქა და ბოთლის თავსახური. ჯერ ამოჭერით ჭიქით ძირითადი ფორმა, შემდეგ კი შუაგული ბოთლის თავსახურით.
- ბლითები გამოაცხვეთ საცხობ დაფაზე, რომელზეც დაფენილი იქნება პერგამენტის ქაღალდი. ღუმელის ტემპერატურა 180 გრადუსამდე უნდა იყოს. როდესაც ბლითები ოქროსფრად შეიფერება, გამოიღეთ, დააწყვეთ თეფშზე და გააგრილეთ.
- ჩაასხით ქვაბში ერთი ჭიქა წყალი და ერთი ჭიქა შაქარი, მოხარშეთ სიროფი. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ლიმონის წვენი. მიღებულ ცხელ სიროფში ამოავლეთ ბლითები, შემდეგ კი ვანილიან შაქარში. გემრიელად მიირთვით!
რჩევა რედაქციისგან:სიროფის მაგივრად შეგიძლიათ გააკეთოთ ბლითები მზესუმზირით, ან სეზამის მარცვლებით. გამოცდილი მზარეულები იყენებენ ქოქოსის ფანტელს, რაც საოცარ გემოს აძლევს ბლითს.სცადეთ თქვენც სერბული ბლითების მომზადება და მოგვწერეთ როგორი გამოგივათ. ველოდებით ფოტოებს კომენტარებში!