ხაჭოს ნამცხვარი, რომელიც ყავის ფენის წყალობით ისეთივე ელეგანტურია, როგორც რესტორანში მომზადებული.

178

სახლში მომზადებული სურნელოვანი ხაჭოს ნამცხვარი ყაყაჩოს მარცვლის შიგთავსით – რა შეიძლება იყოს ამაზე გემრიელი! როდესაც ომი დამთავრდება და უკრაინა გაიმარჯვებს, ყველა სუფრაზე იქნება ტორტი.დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ლვოვის ტორტი “ვიშივანკა”. ის ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია და თან მარტივი მოსამზადებელი.ხაჭოს ტორტის მომზადება სახლის პირობებში

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 0.5 კგ. ფქვილი
  • 3 შეკვრა ჟელატინი
  • 18 გრ. გამაფხვიერებელი
  • 200 გრ. შაქარი
  • 250 გრ. მარგარინი
  • 120 მლ. არაჟანი
  • კაკაო

ინგრედიენტები ხაჭოს შიგთავსისთვის

  • 1 კგ. ხაჭო
  • 3 კვერცხი
  • 50 გრ. სახმებელი
  • 200 გრ. შაქარი

ინგრედიენტები ყაყაჩოს შიგთავსისთვის

  • 250 გრ. ყაყაჩო
  • 3 კვერცხი
  • 100 გრ. შაქარი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 300 გრ. კარაქი
  • 250 გრ. შედედებული რძე
  • 10 გრ. უნალექო ყავა
  • 10 გრ. წყალი

მომზადების წესი

  1. ჩაყარეთ ჯამში ფქვილი და გამაფხვიერებელი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი, ან გახეხილი მარგარინი. შეაზილეთ ის ფქვილში ხელით.
  2. დაუმატეთ კვერცხის გული, არაჟანი და შაქარი. მოზილეთ სქელი ცომი, გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს დაუმატეთ კაკაო.
  3. ორივე ცომის ნაწილი კიდევ გაყავით ორ ნაწილად. კაკაოიანი ცომი შედეთ საყინულეში, ხოლო თეთი – მაცივარში.
  4. მოამზადეთ ხაჭოს ფენა – დააბლენდერეთ ხაჭო, დაუმატეთ შაქარი, კვერცხი და სახამებელი. ათქვიფეთ ეს ყველაფერი მიქსერით.
  5.  ყაყაჩოს თესლი წინასწარ დაფქვით, მოხარშეთ ორთქლზე და გააცივეთ. ცომზე მორჩენილი 3 ცალი ცილა ათქვიფეთ ბლენდერით შაქართან ერთად, დაუმატეთ ყაყაჩოს მასა და ფრთხილად აურიეთ.
  6. საცხობ ფირმაში (23-28 სმ.) დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. გააბრტყელეთ ერთი ფენა ღია ფერის ცომი და დადეთ ფორმაზე. ცომზე გადაუსვით ყაყაჩოს ნახევარი მასა, შემდეგ კი დადეთ ხაჭოს მასის ნახევარი. ზემოდან მოახეხეთ კაკაოიანი ცომის ერთი ნაწილი.აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში. იგივე გააკეთეთ ცომის და შიგთავსის მეორე ნახევარზეც.
  7.  კრემის მოსამზადებლად ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შედედებული რძე. დაუმატეთ უნალექო ყავა.
  8. ააწყვეთ ნამცხვარი: წაუსვით კრემი პირველ ნაწილს, დააფინეთ მეორე ფენა ისე, რომ ყავისფერი ცომი შუაში აღმოჩნდეს. ნამცხვარი დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით, რათა კარგად გაიჟღინთოს.
  9.  სულ ეს არის, ტორტი “ვიშივანკა” მზად არის. შეგიძილიათ თავზე მოასხათ შოკოლადის მინანქარი და მოაყაროთ ნუშის ფანტელი. გემრიელად მიირთვით!

რჩევა რედაქციისგან: როგორც ხედავთ, აქ არაფერია რთული. ფხვიერი ფენები მზადდება მარტივად, შიგთავსსაც არ სჭირდება დიდი აურზაური. შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს!ტორტი საოცრად ლამაზია, ნაზი და არომატული. სიმაღლეში დაახლოებით 7-8 სმ. გამოდის, სცადეთ და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს