ტუხტის სამკურნალო ფესვები: სწრაფად რომ განიკურნოთ, ფესვებით უნდა იმკურნალოთ

0
1215

ტუხტი ხშირად ბალბში და ქატმში ერევათ. ამაში დიდი უბედურება არაა, რადგან თითქმის ერთნაირი ქიმიური შემადგენლობა აქვთ და ქატმით ტუხტს ხშირად ანაცვლებენ. ნამდვილი ტუხტი თავის ნათესავებთან შედარებით ბუნებაში იშვიათად გვხვდება.

ტუხტის ფესვები ბევრ ლორწოს და სახამებელს, შაქარს, ასპარაგინულ მჟავას, ფიტოსტეროლს, ფოსფატებს, პექტინებს, ვიტამინებს შეიცავს, ხოლო მისი ყვავილები მყარი ეთერზეთია. ტუხტის ძირითადი სამკურნალო თვისება ლორწოსა და პექტინებშია. სწორედ ამიტომ, მას ამოსახველებელი, დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ სასუნთქი გზების დაავადების დროს: ბრონქიტი, ტრაქეიტი, ფილტვების ანთება და ბრონქული ასთმა. ტუხტის ფესვების ნაყენი შარდის ბუშტის ანთების, მტკივნეული შარდვის, ქრონიკული კოლიტის, დიზენტერიის, ბავშვებში დიარეას, თირკმლის დაავადების და განსაკუთრებით კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ გამოიყენება. ტუხტი ეგზემას და ფსორიაზის დროს ეფექტური საშუალებაა.

ტუხტის გამოყენების რეცეპტებს ყველგან იპოვით, აფთიაქებში მისი გამოყენების შესახებ სათანადო კონსულტანციას გაგიწევენ. სწორედ ამიტომ, დღეს იშვიათ რეცეპტებზე გიამბობთ.

  • პროსტატის ადენომა, ქრონიკული პროსტატი.6,5 გრ (სავსე სუფრის კოვზი) ფესვებს ნახევარი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 1 ს/კ ყოველ 2 საათში დალიეთ. სჯობს კომპლექსური მკურნალობა ჩაიტაროთ. ამისთვის ცეცხლეკალას, მსხალიჭას, თხილის ფოთლების ან ნაჭუჭის ნაყენები გამოიყენეთ. დრო და დრო კი მთრთოლავი ვერხვის, წყალნაწყენის, ლურჯეკალას, შვიტას და სხვა მცენარეების ნაყენით ჩაანაცვლეთ. ამასთან კონიოს ნაყენის წვეთები გამოიყენეთ, ოღონდ ფიტოთერაპევტის ნებართვით.
  • ძუძუს კიბო, კანის სიმსივნე.2 ს/კ ტუხტის ფესვებს ან ყვავილებს, შეგიძლიათ ფოთლებს 2 ჭიქა წყალი დაასხით, 15 წუთით ხარშეთ და 2 საათით დააყენეთ. დაზიანებულ ადგილზე ცივი სახვევი გაიკეთეთ და 2 საათით გაიჩერეთ, აუცილებელია კომპლექსური მკურნალობა.
  • ფილტვის ემფიზემა.2 ს/კ დაქუცმაცებულ ტუხტის ფესვებს 1,5 ჭიქა ცივი, ანადუღარი წყალი დაასხით და 1 საათით დააყენეთ. ჯერ კოვზით აურიეთ და შემდეგ გადაწურეთ. ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ დალიეთ. მკურნალობის კურსი – 2 თვე. 3-5 წლის განმავლობაში წელიწადში 3-ჯერ გაიმეორეთ: 2 ს/კ ტუხტის ყვავილებს და ფოთლებს 1-2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით (დღიური დოზა, კურსის დრო – იგივე).
  • ქსეროსტომია (პირის ღრუს სიმშრალე).2 ს/კ ტუხტის ფესვები 1,5 ჭიქა მდუღარე წყალში ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთით დააყენეთ. გადაწურეთ და 1 ს/კ დღეში 3-6-ჯერ ნახევარი თვის განმავლობაში დალიეთ. შეგრენის სინდრომის დროს (პირის ღრუს სიმშრალე რევმატოიდულ ართრიტთან და თვალის სიმშრალესთან ერთად) კურსი 2 თვით, წელიწადში 3-ჯერ, რამდენიმე წელი ზედიზედ ჩაიტარეთ.
  • სამწვერა ნერვის ნევრალგია, მიოზიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი.3-4 ჩ/კ ტუხტის ფესვებს 1 ჭიქა ცივი, ანადუღარი წყალი დაასხით, 8 საათით დააყენეთ (სჯობს საღამოს დააყენოთ). გადაწურეთ და სახვევის ან კომპრესის სახით გამოიყენეთ.

უკუჩვენება

ტუხტის გამოყენებას სერიოზული უკუჩვენება არ აქვს. ტუხტის ფესვები სჯობს ხანგრძლივად არ მიიღოთ პანკრეატიტის გამწვავების და შაქრიანი დაავადების დროს. ტუხტის გამოყენება მიშვებული ვარიკოზული დაავადების და თრომბოფლებიტის დროს არ ღირს. ასევე ამირდოლვატის რჩევა გაითვალისწინეთ, რომელიც გვაფრთხილებს, რომ ტუხტი ელენთასთვის საზიანოა.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი