შემთხვევით შევხვდი ყოფილ ქმარს და გავიგე, რომ ის ახლა საკმაოდ მდიდარია, გული მწყდება, რომ ხელიდან გავუშვი.

0
1852

რამდენად ღირს სინანული იმაზე, რომ ერთ დროს კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობა არ აგეწყოთ? ადამიანები შორდებიან სხვადასხვა მიზეზის გამო, უმეტეს შემთხვევაში იმიტომ, რომ ვერ პოულობენ საერთო ენას. ტყუილად არ გვირჩევენ ფსიქოლოგები, რომ ურთიერთობებზე უნდა იმუშავოთ და არ უნდა ველოდეთ სასწაულებს. ლიკა რამდენიმე წლის წინ დაშორდა ქმარს, რადგან მამაკაცი არ მუშაობდა და არც არაფერს აკეთებდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ  ის წარმატებული ბიზნესმენი გამხდარა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ასეთი ამბავი გვაქვს:

ყოფილი ქმარი

“უკვე ერთი თვეა ადგილს ვერ ვპოულობ, რადგან შევხვდი ჩემს ყოფილ ქმარს და გამაკვირვა მისმა ცვლილებამ. გიორგი კაფეში იჯდა ერთ ახალგაზრდა ქალბატონთან ერთად. მივესალმე და გასასვლელისკენ გავემართე. სახლში მისვლის შემდეგ დამაინტერესა და მოვძებნე სოციალურ ქსელში. აღმოჩნდა, რომ დაშორების შემდეგ გიორგის მუშაობა დაუწყია და ფინანსურადაც გაძლიერებულა.წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ვიყავით ერთად. უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული გვქონდა და სამსახურს ვეძებდით. ვხედავდი, როგორ ქორწინდებოდნენ ჩემი მეგობრები მდიდარ, ზრდასრულ მამაკაცებზე. მეც მინდოდა უზრუნველი ცხოვრება და რადგან მატერიალურად ვერ ამოვისუნთქეთ, გიორგის დავშორდი. კარგი ბიჭი იყო, მაგრამ ჩავთვალე, რომ არაფერი გამოუვიდოდა. ახლა ამას ძალიან ვნანობ.

მაშინ მეგონა, რომ სწორად მოვიქეცი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ შევცდი და ძალიან ვბრაზობ საკუთარ თავზე. გიორგისთან დაშორების შემდეგ, უკვე მერამდენე წელია, პირადი ცხოვრება ვერ ავაწყვე

შური და წყენა – ვცდილობდი მეპოვნა მდიდარი, ჭკვიანი და წესიერი მამაკაცი, მაგრამ არავინ აღმოჩნდა ასეთი ჩემს გარშემო. ყველა რაღაცნაირად არასანდო, არაგულწრფელი იყო. ფული კი ჰქონდათ, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.როდესაც გიორგი ვნახე, ვიგრძენი, რომ ის არ იყო ჩემზე გაბრაზებული. ის ორიოდე ფრაზა, რაც გავცვალეთ, საკმარისი იყო ამის მისახვედრად. ცუდი ის იყო, რომ მას არ გამოუხატავს ჩემს მიმართ არანაირი ემოცია, უბრალოდ რამდენიმე სტანდარტული ფრაზით შემოიფარგლა, როგორსაც უცხო ადამიანთან იტყვიან ხოლმე. მა მისთვის არავინ ვარ და მაშინ რატომ მსურს საუბარი და ურთიერთობის დაწყება?”

რჩევა რედაქციისგან: სანამ ადამიანი მიხვდება, თუ რა არის მისთვის ბედნიერება, მოუწევს ბევრი რამის დაკარგვა. ისინი საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და არასდროს ითვალისწინებენ სხვის გამოცდილებას. 20 წლის ასაკში ემოციები გმართავს და გსურს, რომ შენმა საყვარელმა ადამიანმა ყველაფერი გააკეთოს შენთვის. ურთიერთობებთან ცალმხრივი მოდგომა მარტოობას იწვევს. უფრო სასიამოვნოა ერთად მომედება და ყველაფრის ერთად მიღწევა. ლიკამ არ გამოიჩინა მოთმინება და არ დაუდგა გვერდით ქმარს მაშინ, როდესაც მას მხარდაჭერა სჭირდებოდა.ალბათ გიორგის აღარ ჭირდება გვერდით ანგარებიანი ყოფილი ცოლი. ახლა ის კარგად არის და ბედნიერია. შესაძლოა, ლიკა რომ არ დაშორებოდა, არც გამოფხიზლებულიყო და ძველებურად გაეგრძელებინა ცხოვრება. თქვენ რას ფიქრობთ? რამდენად შესაძლებელია ამ ორი ადამიანის ისევ ერთად ყოფნა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.